Thursday, August 27, 2026

პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ) 2003 წელი. ნაწილი მესამე - საიდუმლო აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები

 

თავი III

იმპერიის პოლიტიკური მდგომარეობა და პოლიტიკური

პოლიცია  1902-1908 წლებში

 

$1 რევოლუციური ტერორი და პოლიტიკური ძებნის

ორგანოების დაარსება რუსეთის იმპერიაში

 

     1860-წლებში არსებული რევოლუციური ორგანიზაციის `ნაროდნაია რასპრავას~ შემქმნელის ნეჩაევის სიტყვები: `თუ თქვენ გსურთ ჩვენი სტუდენტობისგან შექმნათ ნამდვილი რევოლუციონერები, ეცადეთ საქმე წაიყვანოთ ისე, რომ მთავრობამ რაც შეიძლება ბევრი მათგანი ჩასვას ციხეებში, სასწავლებლებიდან გარიცხოს, გადასახლებაში გააგზავნოს, ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდან   ამოაგდოს, მხოლოდ მაშინ გამოიწრთობიან ისინი სიძულვილში არსებული ხელისუფლებისადმი~ ანდერძად იქცა მომდევნო პერიოდის რევოლუციონერებისათვის (70).

      . ფიგნერის მოგონებებში აღნიშნულია, რომ `ზემლია ვოლიას~ პროგ-რამის მოთხოვნა ორგანიზაციის წევრებს შეეღწიათ არმიაში, ადმინისტრაციაში, ერობებში, რათა ეს ადამიანები `აღეგზნოთ~ ყველანაირი საპროტესტო გამოსვლებისათვის ხელისუფლების წინააღმდეგ 1880-იანი წლების ბოლოს ხალხოსნებისგან პრაქტიკულად ხორციელდებოდა. იგი წერს: `ყაზანის დემონსტრაცია წამოწყებული იყო სახელდობრ ამ მიზნით. ასეთ მიზანს მან მიაღწია, მაგრამ ზოგიერთი წრეები პეტერბურგში უკმაყოფილონი იყვნენ, რომ დემონსტრაციის მონაწილეებმა მაყურებელი გამოიყენეს თავის იარაღად. ამნაირ პოლიტიკას და დემონსტრაციებს უნდა გამოეწვია უკმაყოფილება საზოგადოებაში და ყოლოდა იგი აგზნებულ მდგომარეობაში, ამასთან ჩაენერგა შეშფოთება ხელისუფლებისათვის~ (71). ამრიგად, ხალხოსნების აზრით, გაფიცვებს, დემონსტრაციებს საზოგადოების `გარევოლუციონირების~ საქმეში დიდი როლი ენიჭებოდა. მაგრამ, მათ კარგად დაინახეს, რომ ყველაზე მეტად ხელისუფლება დააშინა და საზოგადოების ყველა ფენაში ფართო რეზონანსი მოყვა პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტებს. იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობამ კი ხელისუფლების დროებითი პარალიზება გამოიწვია.

     1870-1890-იანი წლები ევროპისათვის წარმოადგენდა ტექნიკის სწრაფი განვითარების ხანას. მის განვითარებას ადამიანის გონება ვერ მიყვებოდა. ტექნიკის პრიორიტეტი აშკარა იყო. შესაბამისად ტექნიკური მიღწევების გამოყენებით პოლიტიკური რეჟიმების შეცვლა ევროპის ქვეყნების რევოლუციონერებს შესაძლებლად მიაჩნდათ. 1881 წელს ანარქისტებმა ლონდონში გამართულ კონგრესზე ტერორისტული ტაქტიკა გამოაცხადეს პირველი რიგის ამოცანად.  კონგრესის ამ გადაწყვეტილებას მოყვა 20 წლიანი, ევროპის ზოგ ქვეყანაში კი 30 წლიანი ტერორისტული კამპანიის პერიოდი. მარტო 1892 წელს ევროპაში მთლიანად მოხდა 1000-ზე მეტი ტერორისტული აქტი, განხორციელებული დინამიტიანი ბომბების საშუალებით. ტერორისტების უმრავლესობა იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში `მოღვაწეობდნენ~. 1896 წელს მათ თვით საფრანგეთის პრეზიდენტი კარნო მოკლეს (72).

          საზღვარგარეთ მყოფმა რუსმა რევოლუციონერებმა კარგად დაინახეს დინამიტის ძალა ხელისუფლების დეზორგანიზაციის საქმეში. თუ 1870-1880-იან წლებში ხალხოსნების მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტები ატარებდა თავდაცვით ხასიათს და წარმოადგენდა `შურისძიების~ იარაღს, 1890-იანი წლების ბოლოს, ევროპელი რევოლუციონერების, კერძოდ ფრანგი ანარქისტების `გამოცდილების~ ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა მომავალი სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა . ჩერნოვმა ტერორის .. `სამების~ კონცეფცია. ამ კონცეფციის მიხედვით ტერორს გააჩნია სამი ფუნქცია. პირველი _ ხელისუფლების დეზორგანიმზებელი, მეორე _ ხალხის `აღმგზნები~, მესამე _ აგიტაციური მნიშვნელობა (73).

         სწორედ, ბომბები აირჩიეს ტერორის წარმოებისათვის თავის უმთავრეს იარაღად 1901 წელს ჩამოყალიბებული რუსეთის სოციალისტ-რევოლუციური პარტიის წევრებმა. სოციალისტ-რევოლუციონერების აზრით `რუსეთში პოლიტიკური ცვლილებები დამოკიდებული იყო მინისტრების შეცვლაზე~. ეს შეცვლა კი `ჩქარდებოდა ბომბებით~. მართალია, ბომბების გამოყენებით ტერორის განხორციელების დროს იზრდებოდა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილიანობის ალბათობა, მაგრამ ეს იარაღი, ძლიერ დამანგრეველ ძალასთან ერთად, დიდი ხმაურით გამოირჩეოდა და შესაბამისად ბრწყინვალე `სააგიტაციო~ საშუალებას წარმოადგენდა მოსახლეობის `რევოლუციონიზირებისათვის~.

     1901 წელს, ჯერ არც კი იყო დამთავრებული პარტიის ჩამოყალიბება, რომ სოციალისტ-რევოლუციონერებმა მაღალი რანგის თანამდებობის პირების წინააღმდეგ `ცენტრალური ტერორის~ წარმოებისათვის შექმნეს `საბრძოლო ორგანიზაცია~. სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიულ  ორგანო `რევოლუციური რუსეთის~ მე-7 ნომერში ხმამაღლა გამოცხადდა, რომ: `თანახმად პარტიის გადაწყვეტილებისა, მისგან გამოყოფილ იქნა სპეციალური `საბრძოლო ორგანიზაცია~, რომელიც იღებს თავის თავზე მკაცრი კონსპირაციის და შრომის განაწილების საფუძველზე, მხოლოდ ტერორისტული და დეზორგანიზაციული საქმიანობის წარმოებას. იგი დაკავშირებულია მარტო პარტიის ცენტრთან დაAსავსებით განცალკევებულია ადგილობრივი კომიტეტებისაგან~(74). 

         1902 წლის 2 აპრილს მოხდა მისი პირველი გამოსვლა. ორგანიზაციის წევრმა ბალმაშევმა მოკლა შინაგან საქმეთა მინისტრი სიპიაგინი. იმპერიის ხელისუფლებისათვის აღნიშნული ტერორისტული აქტი მოულოდნელი აღმოჩნდა. ჟანდარმერიის გენერლის სპირიდონიჩის სიტყვებით: `არავინ იცოდა საიდან. როგორ, რატომ, რისთვის განხორციელდა ასეთი სასტიკი დარტყმა~. საქმე იმაში იყო, რომ როგორც ავღნიშნეთ, პოლიტიკური ძებნის ორგანოები პროვინციებში არ ფუნქციონირებდნენ. გუბერნიებში არსებობდა მხოლოდ პოლიტიკურ დანაშაულზე მოკვლევის _ პოლიტიკური ძიების ორგანოები, ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოების სახით, რომლის ხელმძღვანელები, შესაბამისი გამოცდილების და საშუა-ლების უქონლობის გამო, ვერ ამჩნევდნენ აღნიშნულ პერიოდში სოციალისტ-რევოლუციონერების და სოციალ-დემოკრატების მიერ პროპაგანდა-აგიტაციის ფართოდ გაშლას (75).

         აღნიშნულ პერიოდში (1894-1901 წლებში) პოლიტიკური ძებნის ორგანოები მხოლოდ პეტერბურგში, მოსკოვსა და ვარშავაში არსებობდა `ოხრანკის~ განყოფილებების სახით. `ოხრანკის~ განყოფილებების ისტორია, უფრო ზუსტად `საზოგადოებრივი წესრიგის და სიმშვიდის დაცვის განყოფილებებისა~ იწყება 1866 წელს პეტერბურგში `დაცვის რაზმის~ დაარსებით (76). თავდაპირველად მას ევალებოდა მეფის და მისი ოჯახის წევრების დაცვა. `ნაროდნაია ვოლიას~  ტერორისტული აქტების მომზადების აღმოჩენის მიზნით 1880  წელს ამ სახელწოდების განყოფილება დაარსდა მოსკოვში, ცოტა ხნის შემდეგ, პოლონეთში ეროვნული მოძრაობის გაძლიერების გამო, ვარშავაში. მათ დაევალათ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის მომზადების აღმოჩენა _ პოლიტიკური ძებნის წარმოება. ამ საქმიანობას ისინი ეწეოდნენ ძირითადად მეთვალყურე აგენტების მეშვეობით. შესაძლებლობის ფარგლებში იყენებდნენ შინაგან აგენტურას _ საიდუმლო თანამშრომლებს, ანუ აგენტებს. ამ უკანასკნელთა გამოყენების შესახებ მეფის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1878 წელს გამოიტანა დასკვნა: `რევოლუციასთან ბრძოლა შეუძლებელია მთლად თავისუფალი კერძო პირების დახმარების გარეშე, რომლებიც ტრიალებენ საზოგადოებრივ გარემოში~ (77).

         1890-იანი წლების შუა ხანებში მოსკოვის `ოხრანკის~ სათავეში დანიშნულ იქნა . ზუბატოვი. მისი მოსკოვის `ოხრანკის~ სათავეში ყოფნის წლები ფაქტობრივად იყო პოლიტიკური ძებნის უმთავრესი ორგანოს _ `ოხრანკის~ რეფორმაციის პერიოდი. ზუბატოვმა შემოიღო ყველა დაპატიმრებულის ფოტოგრაფირება, შემოიღო და პირველმა გამოიყენა  დაქტილოსკოპია (თითებიდან ანაბეჭდის აღება), დაამუშავა შინაგანი აგენტურის _ საიდუმლო თანამშრომლების გამოყენების მეთოდიკა. პირველად რუსეთის იმპერიაში შექმნა მეთვალყურე აგენტების _ ფილერთა კარგი კადრი (78).

         მოსკოვის `ოხრანკასთან~ ჩამოყალიბდა ფილერების 30 კაციანი ,,მფრინავი რაზმი~. მათ გზავნიდნენ იმპერიის იმ ადგილებში, სადაც რევოლუციური მოძრაობა იწყებდა აღმავლობას. პოლიციის დეპარტამენტს შესაბამისად, ვრცელი მასალით იმპერიაში მიმდინარე რევოლუციური თუ ეროვნული მოძრაობის შესახებ ამარაგებდა, სწორედ მოსკოვის `ოხრანკა~. ამ გარემოების წყალობით იგი პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაიქცა პოლიტიკური ძებნის ცენტრალურ ორგანოდ (79).

         ზუბატოვის სახელთან არის დაკავშირებული 1895-1902 წლებში პოლიციის დეპარტამენტის მიერ  გარკვეული ტაქტიკური ხაზის გატარება. მისი აზრით, პოლიტიკური პოლიციის მთავარი  ამოცანა იყო მოწინააღმდეგის რიგებში _ რევოლუციურ ინტელიგენციასა და მუშათა შორის განხეთქილების შეტანა. იმ მიზნით, რომ 1890-იანი წლების ბოლოს მუშათა ნელ-ნელა მზარდი მოძრაობა რევოლუციურ მოძრაობაში არ გადაზრდილიყო, საჭირო იყო მუშებისათვის ლეგალური ორგანიზაციების შექმნის საშუალება მიეცათ (80). ზუბატოვის გავლენით პოლიტიკური პოლიციის მესვეურები თვლიდნენ, რომ ამ დროს ასპარეზზე ახლადგამოსული სოციალ-დემოკრატები დაკავებულნი იყვნენ, მუშებში მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის პროპაგანდით და მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხების მოგვარებით.

     როგორც რევოლუციონერი-ისტორიკოსი ვლ. ბურცევი წერს: `პოლიციის დეპარტამენტი არა მარტო არ აპატიმრებდა მუშებში სოციალ-დემოკრატ პროპაგანდისტებს, არამედ მათ საშუალებას აძლევდა ეწარმოებინათ ასეთი პროპაგანდა~. მეტიც, დეპარტამენტი ხელს უწყობდა ემიგრაციაში წასასვლელად გადასახლებიდან გამოქცეულ იმ რევოლუციონერებს, ვინც მათი აზრით მუშათა ლეგალური მოძრაობის განვითარებაში მიიღებდა მონაწილეობას (81).

პირადად ზუბატოვმა გაათავისუფლა სოციალისტ-რევოლუციური პარტიის `საბრძოლო ორგანიზაციის~ მომავალი ორგანიზატორი გერშუნი, რადგან მისი აზრით ეს უკანასკნელი მონაწილეობას მიიღებდა მუშათა ლეგალურ მოძრაობაში. ამასთან, პოლიციის დეპარტამენტის შეხედულებით, ასეთი ტაქტიკით შეძლებდნენ პროფესიულ-ტერორისტული მოძრაობის წინააღმდეგ სპეციალური პროფესიულ მუშათა მოძრაობის შექმნას და რევოლუციონერების გავლენისგან ჩამოაშორებდნენ მუშებს (82).

          მეორეს მხრივ, ზუბატოვს სურდა იმ დროს სულ უფრო და უფრო მზარდ ძალას _ სოციალისტ-რევოლუციონერებს დაეწყოთ აქტიური მოქმედებები, გამოე-ყენებინათ ტერორი. მისი აზრით ტერორი და მასთან დაკავშირებული უხვად დაღვრილი სისხლი გახრწნიდა რევოლუციონერებს და  მოხდებოდა საზოგადოებასა და რევოლუციონერებს შორის განხეთქილება (83). ამასთან, რევოლუციონერების მიერ ბრძოლის უკიდურესი ფორმების გამოყენება ხელისუფლებას მისცემდა საშუალებას რევოლუციონერები დაესაჯა სასამართლოს მეშვეობით. საქმე იმაშია, რომ საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილების გამო გამოაშკარავებული სოციალისტ-რევოლუციონერები ხშირად დაუსჯელნი რჩებოდნენ.

          თანამედროვის მოგონებით: `იმ დროს საქართველოში ჟამდარმერიის და პოლიციის ძილი რაღაც საარაკოს წარმოადგენდა. წრეები სოკოებივით იზრდებოდა, აგიტაცია-აგიტაციაზე ხდებოდა, დღე და ღამე გასწორებული იყო. ყოველ კუთხეში, სადაც კი მუშა ბუდობდა, გაცხოველებული მეცადინეობა და მზადება იყო. მარტო 1900 წლის ზაფხულში მომხდარმა გაფიცვამ მოიყვანა გონს მთავრობა (84).

           სამაგიეროდ, ხელისუფლებამ მუშაობის დაწყებაც კი არ აცალა, ისე გაანადგურა 1897-1898 წლებში რუს მარქსისტთა თბილისის და  ბათუმის ჯგუფები (85). საქართველოში რუსი სოციალ-დემოკრატების განსაკუთრებული დევნა გამოწვეული იყო მთავრობის სურვილით რუსი მუშები გამოეყენებინა კავკასიაში თავის დასაყრდენად. ამ პერიოდში მოღვაწე ერთ-ერთი სოციალ-დემოკრატი თავის მოგონებაში წერს: `იმ დროს რუსი მუშების დიდი უმრავლესობა ნაციონალისტური აზროვნებით იყო გამსჭვალული. აქ ისინი გაბატონებული ერის წარმომადგენლად თვლიდნენ თავს და ამიტომ მათთან დაახლოება, როგორც პოლიტიკურად, ისე კონსპირაციულად ძნელი იყო~ (86).

         როგორც ცნობილია, 1890-1901 წლებში კავკასიაში არ არსებობდა მძლავრი ხალხოსნური ტიპის ორგანიზაციები, არ არსებობდა მუშათა დიდი მოძრაობაც. სერთოდ მუშათა კლასი საქართველოში მცირერიცხოვანი იყო. ამიტომ, პოლიტიკური პოლიციის მიერ ქართველი სოციალ-დემოკრატებისთვის თავისუფალი პროპაგანდა-აგიტაციის მიცემის მიზეზები სხვა იყო, ვიდრე იმპერიის ცენტრში.

          პირველი ის, რომ ხელისუფლებას `პატრიოტული ლექსები~ უფრო აფრთხობდა და მეორე _ ჩვენში ახალგაზრდა მარქსისტებმა ასპარეზზე გამოსვლისთანავე თავის მოწინააღმდეგედ აირჩიეს ის ძალა, რომელსაც იმ დროს ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერდა მხარს. პოლიტიკური პოლიციის შეხედულებით XIX საუკუნის ბოლოს ასეთ ძალას საქართველოში არსებული ფართო ეროვნული მოძრაობა წარმოადგენდა. მათი აზრი დაემთხვა ქართველი სოციალ-დემოკრატების შეხედულებას. ამ უკანასკნელებმა  ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების წინააღმდეგ გააჩაღეს ფართო კამპანია. მათ პარტიულ გაზეთ `კვალში~ ეკონომიკური ხასიათის სტატიებთან ერთად ხშირად იბეჭდებოდა უხეში გამოხტომებით სავსე წერილები ეროვნული მოძრაობის მოღვაწეების მისამართით. `ჩვენს~ სოციალ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ `ეროვნული პრინციპის შინაარსი იმ დროს ჩალადაც აღარ ღირდა~ (87).

         ქართველი მარქსისტები რუსი თანამოაზრეების მსგავსად, რომლებსაც ბუნებ-რივია ეს საკითხი არ აინტერესებდათ, საზოგადოების ყურადღების მთავარ საგნად პირველ რიგში სოციალურ და არა ეროვნულ საკითხს აყენებდნენ. ისინი პირდაპირ აცხადებდნენ თავს _ `ახლანდელი ჩვენი ინტელიგენტ-მეთაურების მტრად~. მავნედ მიაჩნდათ მათი საქმიანობა ეროვნული საკითხის წინ წამოწევის გამო. ასეთი დაპირისპირება კი პასუხობდა პოლიტიკური პოლიციის ინტერესებს საქართველოში.

          . ჟორდანიას ნაქები ცენზორის . ჟურულის შესახებ ქართველი მამულიშვილი . ფირცხალავა წერდა: `საქმეს ოდნავადაც არ შველოდა ის გარემოება, რომ ქართულ გამოცემას ქართველი ცენზორობდა. . ჟურულის დროს მეტისმეტად შევიწროებული ვიყავით, ჩვენი აზრის გატარებას მოკლებული ვიყავით და სულს ვითქვამდით, როცა ხანდახან . ჟურული შვებულებაში წავიდოდა~ (88).

         მართალია, პოლიტიკური პოლიცია ზოგჯერ რეპრესიებს მიმართავდა ცალკეული სოციალ-დემოკრატების მიმართ, მაგრამ ხანმოკლე დაპატიმრება ან გადასახლება მათ უფრო მეტად მატებდა `ხალხის საქმისათვის წამებულის~ შარავანდედს. იმ ხანად პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსის . რატაევის სიტყვებით: '`1901 წლამდე გადასახლება არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე. მაშინდელი ციხის რეჟიმში მოქცეული რევოლუციონერი დაუბრკოლებლივ აგრძელებდა თავის მუშაობას~ (89).   

    1902 წელს ტერორისტის ხელით მოკლული სიპიაგინის მაგივრად ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად ნიკოლოზ II პლევე დანიშნა. იგი 1881-1884 წლებში ხელმძღვანელობდა პოლიციის დეპარტამენტს. მის სახელთანაა  დაკავშირებული `ნაროდნაია ვოლიას~ ნარჩენების განადგურება. პლევეს მიაჩნდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი მოძრაობა წარმოადგენდა ცალკეული ენერგიული რევოლუციონერების საქმიანობის შედეგს. ამიტომ, მის ჩასახშობად საკმარისი იყო პოლიციური ხასიათის ზომები.

          პლევე თვლიდა, რომ პოლიციის დეპარტამენტი და მისი ადგილობრივი პოლიტიკური ძიების ორგანოები ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოები ჩამორჩნენ მიმდინარე მოვლენებს, მუშაობდნენ ძველი მეთოდებით და ხერხებით. მეთვალყურეობა ვაგზლებზე, ხალხის თავშეყრის ადგილებზე, მეეზოვეების გამოკითხვა საეჭვო ბინადრების შესახებ, მასიური ჩხრეკები და დაპატიმრებები ახლად შექმნილი, კარგად კონსპირირებული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ აღარ ამართლებდა. მან პოლიტიკური პოლიციის ორგანოების თანამშრომელთა დიდი ნაწილი, ძირითადად ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ახალი ხალხი შემოიკრიბა (90). პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა . ლოპუხინი, სასამართლოს ყოფილი პროკურორი. მასზე დაამყარა იმედი, როგორც პოლიციის მთლიანი რეორგანიზაციის ჩამტარებელზე. ლოპუხინმა თავის მხრივ პოლიციის დეპარტამენტში პოლიტიკური ძებნის და ძიების ხელმძღვანელი განსაკუთრებული განყოფილების უფროსად გადაიყვანა  ზუბატოვი, მოსკოვის `ოხრანკის~ ყოფილი უფროსი 1894-1902 წლებში უახლოეს თანამშრომლებთან ერთად (91).

         რევოლუციურმა გამოსვლებმა 1902 წელს მკვეთრად იმატა რუსეთის ბევრ გუბერნიაში. მათ შორის ამიერკავკასიაშიც. თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო პოლიციის დეპარტამენტს წერდა: `ამიერკავკასიაში, კონკრეტულად თბილისში, რევოლუციურმა მოძრაობამ იმდენად საშიში ხასიათი მიიღო, რომ მასთან ბრძოლა ჩვეულებრივი საშუალებებით შეუძლებელია და საჭიროა განსაკუთრებული ხასიათის ზომების მიღება~ (92).

          1902 წელს იმდენად ფართოდ გაიშალა აგიტაცია-პროპაგანდა მოსწავლე-ახალგაზრდობაში და გახშირდა მათი გამოსვლები, აღარაფერს ვამბობთ მუშებზე და გლეხობაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, რადგან რეპრესიული ზომები აღარ ჭრიდა, 1903 წელს განსაკუთრებული ცირკულარი გამოსცა, რომლითაც საშუალო სასწავლებლებში, სასწავლო დაწესებულებების პედაგოგებს შესაბამისი ზნეობრივი გავლენით უნდა დაეშოშმინებინათ მოსწავლეები (93).

          დაიწყო და გაძლიერდა ასევე ტერორიც. 1902-1903 წლებში ყველაზე მეტ მატერიალურ საშუალებას ახმარდა ტერორს და ქადაგებდა მის ფართოდ გაშლას მასებში სოციალისტ-რევოლუციონერების პარტია. თუმცა, ამ პერიოდიდან საქარ-თველოში ტერორს ძირითადად სოციალ-დემოკრატები მიმართავდნენ.

          სწორედ მთელი იმპერიის მასშტაბით დაწყებული ტერორის და სხვა სახის რევოლუციური გამოსვლების წინააღმდეგ გეზი აიღო ცარიზმმა საიდუმლო თანამშრომლების ფართოდ გამოყენების პრაქტიკაზე. საიდუმლო თანამშრომლების .. რევოლუციურ ორგანიზაციებში მომუშავე პოლიციის აგენტების მეშვეობით ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა ევროპის ქვეყნების საიდუმლო პოლიციას, განსაკუთრებით საფრანგეთისას, რომელთანაც რუსეთს ამ პერიოდში მჭიდრო კავშირი გააჩნდა, პრაქტიკაში დიდი ხნის მიღებული ჰქონდა. რუსეთის იმპერიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც მივიდა აზრამდე, რომ `თუ რომელიმე წყობას სურს დაიცვას თავისი არსებობა, ამას ვერ შეძლებს საიდუმლო თანამშრომლების გამოყენების გარეშე~. რისი მაგალითიც იყო საფრანგეთი, სადაც `იმ დროს ისევე როგორც რუსეთში არსებობს დილემა _ ან ტერორს უნდა მივცეთ ფართო გზა, რათა მარჯვნივ და მარცხნივ ხდებოდეს მკვლელობები, ანდა ვებრძოლოთ იმ ხერხებით, რომლებიც დაწესებულია საუკუნეთა განმავლობაში. თუკი არის მოწინააღმდეგე, რომელსაც სურს არსებული წყობილების ჩამოგდება იატაკქვეშიდან, ფარულად, საიდუმლოდ, მასთან პირდაპირი ბრძოლა უშედეგოა. თუკი პირდაპირი გზა არ არის, უნდა გამოვიყენოთ ის ხერხები, რომელიც პასუხობს რევოლუციური საქმიანობის შინაარსს. შეიძლება კი ღია ბრძოლა ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობასთან ან მიმდინარეობასთან?~ სვამდნენ კითხვას პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და პასუხობდნენ ერთმნიშვნელოვნად: მხოლოდ საიდუმლო თანამშრომლების _ აგენტების მეშვეობით (94).

          ზუბატოვის მოსვლას პოლიციის დეპარტამენტში მოჰყვა იმპერიის მაშტაბით პოლიტიკური ძებნის ორგანოების დაარსება. 1902 წელს პლევეს ბრძანებით პროვინციებში `ძებნის განყოფილებები~ შეიქმნა. დებულებით `ძებნის განყოფილებების შესახებ~ ამ ორგანოებს დაევალათ პოლიტიკური ძებნის წარმოება (95). მასში, იმის გამო, რომ პოლიტიკური ძებნა იწყება არა დანაშაულის აღმოჩენის, არამედ დანაშაულის აღმოჩენამდე, პოლიტიკური ძებნის წარმოება განსაზღვრული იყო როგორც `გარე მეთვალყურეობის~ და `საიდუმლო თანამშრომლების~ საქმიანობის ერთიანობად (96). ამ განყოფილებებს 1903 წელს გადაერქვა სახელი `დაცვისანუ, როგორც მათ იხსენიებენ ისტორიულ ლიტერატურაში, `ოხრანკისგანყოფილებებად. 1903 და 1907 წლების ახალი დებულებებით `ოხრანკისგან-ყოფილებებზე და 1907 წელს სტოლიპინის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებში #120 `საიდუმლო თანამშრომლებისდა #140 `მეთვალყურე აგენტებისშესა-ხებ, პოლიტიკური ძებნის ერთადერთ საფუძვლად გამოცხადდა: `შიდა მეთვალყურეობისწარმოება `შინაგანი, სავსებით საიდუმლო აგენტებისსაიდუმლო თანამშრომლების მეშვეობით”. ამავე დროს, მათვე უნდა აერჩიათ და `აღეზარდათმეთვალყურე აგენტები _ ფილერები (97).

          ამ განყოფილებების დაარსებით პოლიციის დეპარტამენტმა სცადა პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოების გაერთიანებაც. `ოხრანკისგანყოფილების უფროსებს სიტყვიერად უნდა გაეცნოთ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმარ-თველოს უფროსებისათვის  მეთვალყურეობის და პოლიტიკური ძებნის შედეგები. თავის მხრივ `ოხრანკისჩინებს შეეძლოთ ესარგებლათ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოში  წარმოებული ყველა საქმის მასალით. თუმცა მაინც მოვალენი იყვნენ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოში გაეგზავნათ პოლიტიკურ ძებნასთან დაკავშირებული ცნობები.

           პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის გაერთიანებასთან ერთად იმპერიაში პოლიტიკური ძებნის ცენტრალიზაციის მიზნით `ოხრანკისგანყოფილებებს დაევალათ დეპარტამენტში დაუყონებლივ გადაეგზავნათ მათთან შესული ყველა აგენტურული ცნობა, .. საიდუმლო თანამშრომლების მიერ მიწვდილი ინფორმაცია და გარე მეთვალყურეობის მონაცემები. შეძლებისდაგვარად წინასწარ, შეეთანხმებინათ ამა თუ იმ პირის გაჩხრეკა ან დაპატიმრება, აღენიშნათ დაპატიმრების, ჩხრეკის გამომწვევი მიზეზები (98). ამ მონაცემების საფუძველზე კი დეპარტამენტი შესაბამის მიწერილობას უგზავნიდა ადგილობრივ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს. ეს უკანასკნელი აწარმოებდა უკვე ჩხრეკას და აუცილებლობის შემთხვევაში დაპატიმრებას `ოხრანკისგანყოფილების უფროსის უშუალო მონაწილეობით და მითითების თანახმად.

          დებულებით გათვალისწინებული იყო ისიც, რომ თუკი `ოხრანკასამ სახის გადაუდებელი ზომების მიღება დასჭირდებოდა, საგამოძიებო საქმიანობის ჩატარებაში დახმარება უნდა ეთხოვა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსებისათვის. ასეთი სახის მოთხოვნა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისათვის სავალდებულოს წარმოადგენდა.

     ჩხრეკის დამთავრების შემდეგ ნივთმტკიცებები გადაეცემოდა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს, რომელიც  აღძრავდა ამ საქმეზე მოკვლევას _ იწყებდა გამოძიებას (99). ამრიგად, `ოხრანკის~ განყოფილებების ხელში მხოლოდ პოლიტიკური ძებნა _ დანაშაულის მომზადების აღმოჩენა იყო. პოლიტიკური დანაშაულის ფაქტის გამოძიება და დადგენა კი ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენდა. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს პოლიტიკური პოლიციის სისტემაში დარჩათ მეორეხარისხოვანი როლი. აღსანიშნავია, რომ `ოხრანკისგანყოფილებების სახით პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო საკუთარი ადგილობრივი ორგანოები, ჟანდარმთა კორპუსის შტაბის გვერდის ავლით. მათი საშუალებით იგი პირდაპირ იხედებოდა იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში, შეძლებისდაგვარად ამყარებდა კონტროლს იმპერიის მასშტაბით პოლიტიკური ძებნის წარმოებაზე.    

     `ოხრანკისგანყოფილებების უფროსებად ინიშნებოდნენ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შერჩევით ჟანდარმთა ცალკე კორპუსის ოფიცრები. ისინი ითვლებოდნენ მივლინებულად ადგილობრივ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებში და ემორჩილებოდნენ მის უფროსებს სამწყობრო დამოკიდებულებით. მაგრამ პრაქტიკაში კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, რადგან `ოხრანკისგანყოფილების უფროსებს შეეძლოთ და ითხოვდნენ კიდეც ჟანდარმერიისაგან დახმარებას, სხვადასხვა სახის მონაცემებს და მათი მითითებით ატარებდა ჟანდარმერია ჩხრეკას. ფაქტობრივად უფრო დაბალი ჩინის მქონე ოფიცერი როტმისტრი აძლევდა ბრძანებას პოლკოვნიკს ან გენერალს.

     ასეთ სიტუაციაში, როცა ჟანდარმერიას დაეკისრა მეორეხარისხოვანი როლი ყველანაირი პოლიტიკური საქმეების წარმოების დროს, რადგან ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ოფიცრები მოქმედებდნენ როგორც სასამართლოს გამომ-ძიებლები და ჟანდარმთა კორპუსის შტაბს დარჩა მხოლოდ სამხედრო და დისციპლინარული ხასიათის მოთხოვნების წაყენების უფლება თავისი ადგილობრივი ორგანოებისათვის, თავი იჩინა ჟანდარმთა კორპუსის შტაბის სურვილმა კვლავ ყოფილიყო ადგილობრივი საზოგადოების პოლიტიკური და პირადი ცხოვრების კურსში. 1904 წლის შუა ხანებში გაგზავნილ ცირკულარში ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსებისადმი ნათქვამია, რომ ყოველწლიური წერილობითი მოხსენებები დიდ დანაშაულებებზე, სხვადასხვა შემთხვევებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების განსაკუთრებულ მოვლენებზე და თანამდებობრივი პირების დანაშაულებრივ საქმიანობაზე უნდა გაეგზავნათ მხოლოდ ჟანდარმთა კორპუსის შეფის სახელზე .. შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით, ასლი კი არც პოლიციის დეპარტამენტში და არც კორპუსის შტაბში (100). კონვერტები უნდა გაგზავნილიყო ჟანდარმთა კორპუსის მისამართით  და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, იმ პერიოდში ყველა წერილი  თუ ბანდეროლი მისული ჟანდარმთა კორპუსის შტაბში გადიოდა პერლუსტრაციასიკითხებოდა ცენზორების მიერ (მეტიც, ცენზორი ამოწმებდა პოლიციის დეპარტამენტის სახელზე შემოსულ ნებისმიერ ქაღალდს. ლოპუხინმა გვიანღა გაიგო, რომ მის პირად მიმოწერასაც კი დეპარტამენტის დირექტორად ყოფნის პერიოდში კითხულობდნენ და ასლს იღებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პლევეს ბრძანებით), ნათელია, რომ ჟანდარმთა კორპუსის შტაბი საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული. სწორედ ლოპუხინი თვლიდა, რომ ჟანდარმთა კორპუსის დებულების 671 მუხლი ითხოვდა რა ჟანდარმთა კორპუსის შტაბის უფროსს ჰქონოდა ყველა მონაცემი, რაც აუცილებელი იყო კორპუსის მეთაურისათვის, აიძულებდა ჟანდარმერიის ადგილობრივ ჩინებს კვლავინდებურად მიეწოდებინათ ჟანდარმთა კორპუსის ხელმძღვანელობისათვის მათთვის საინტერესო ცნობები.     

          რაც შეეხება პოლიციის დეპარტამენტს, პოლიტიკური ძებნა მთლიანად მოექცა მისი განსაკუთრებული განყოფილების ხელში. 1902 წლიდან ეს განყოფილება ფაქტობრივად გადაიქცა დეპარტამენტად დეპარტამენტში (101). გაიზარდა მისი შტატი. განსაკუთრებულ განყოფილებაში შეიქმნა ზესაიდუმლო განყოფილება, რომელიც ასრულებდა განსაკუთრებული განყოფილების საქმიანობის წამმართველის როლს. საქმე იმაშია, რომ აქ მომუშავე ჩინოვნიკების ხელში იყო მოქცეული პოლიტიკური ძებნის ხელმძღვანელობა. პოლიტიკური ძებნის ტექნიკისა და ხერხების ინსტრუქციები მუშავდებოდა ამ განყოფილების მიერ და ეგზავნებოდა `ოხრანკის~ განყოფილებებს (102), აქ იყო დაკონსპირირებული და უწევდნენ ხელმძღვანელობას `ცენტრალურ აგენტურას~ ანუ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო თანამშრომლებს, ვისაც ეკავათ წამყვანი ხელმძღვანელი ადგილები პარტიებში. აზეფი, . ზუჩენკო, . მალინოვსკი და სხვები.

     ამ წლებში მოხდა პოლიციის დეპარტამენტში კონტრდაზვერვის განყოფილების ჩამოყალიბება. 1904 წლამდე უცხო ქვეყნების აგენტებზე მეთვალ-ყურეობა ატარებდა ერთეულ, იშვიათ ხასიათს. ამ წლიდან კი პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალური გასაიდუმლებული ბიურო, რომელსაც ევალებოდა უცხო ქვეყნების საელჩოებზე მეთვალყურეობა _ საიდუმლო ქაღალდების, დოკუმენტაციის, შიფრების მოპოვება, გადამუშავება (103). Aამრიგად, პოლიციის დეპარტამენტი საბოლოოდ გადაიქცა საერთო პოლიციის, პოლიტიკური პოლიციისა და კონტრდაზვერვის ორგანოების გამაერთიანებელ ორგანოდ.

 

 

 

 

                        

 

 

 

 

 

 

 

 

$2. `ოხრანკის~ განყოფილების შექმნა საქართველოში.

საიდუმლო აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები

 

     1902 წლის 12 აგვისტოს დებულებით `ძებნის განყოფილებების შესახებ~ ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც პოლიცმეისტერის კანცელარიასთან მოხდა მათი დაარსება. 1903 წელს გამოვიდა რა ახალი `დროებითი დებულება დაცვის (ოხრანკის) განყოფილებებზე”, ფაქტობრივად `ძებნის განყოფილებებსშეეცვალათ მხოლოდ სახელწოდება და დაიხვეწა დებულების ზოგიერთი მუხლი (104).

         1902-1903 წლებში თბილისში `ძებნის განყოფილების არსებობის შესახებ სათანადო ვრცელი მასალა არ მოიპოვება. ეროვნულ არქივში მხოლოდ `ოხრანკისსაქმეებში არსებული ერთ-ერთი საქმე დათარიღებული 1902 წლით. დაზუსტებით გაურკვეველია 1902 წელს ეს დაწესებულება არსებობდა თუ არა. არსებული დოკუმენტებით არც 1903 წელს დასტურდება `ოხრანკისგანყოფილების არსებობა. ჩვენ მივაკვლიეთ 1903 წლით დათარიღებულ პოლიციის დეპარტამენტის ცირკულარს თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისადმი და დოკუმენტს აგენტთა შესახებ. ცირკულარში საუბარია, რომ `ოხრანკისსაიდუმლო თანამშრომლის დაკითხვა არ უნდა მოხდეს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოში. დოკუმენტში კი რევოლუციონერების მიერ გამომჟღავნებულ აგენტთა შორის მოხსენიებულია ვინმე აბულაძე, რომელიც `ოხრანკისგვიანდელი პერიოდის ცნობით 1903 წლიდან იყო `ოხრანკისგანყოფილების აგენტი. აღსანიშნავია, რომ სხვა წყაროების მიხედვით, 1902-1903 წლებში თბილისში `ძებნის განყოფილების უფროსი ყოფილა ლავროვი. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა იგი 1903 წლის ბოლოს გადაუყვანიათ პეტერბურგში, ახლადშექმნილი კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსად.

          დანამდვილებით კი, თბილისის `ოხრანკისგანყოფილების არსებობაზე მოგვითხრობს 1904 წლის 1 იანვრით დათარიღებული დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ ამ წლიდან `ოხრანკისგანყოფილება უკვე ფუნქციონირებდა თბილისში, ხოლო ბათუმსა და ბაქოში კი `ოხრანკისპუნქტები, როგორც თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების ქვემდებარე დაწესებულებები.

         1904 წლის დასაწყისში თბილისის `ოხრანკისშტატში შედიოდნენ შემდეგი ჩინის ოფიცრები: `ოხრანკისგანყოფილების უფროსიროტმისტრი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა აგენტურას; მოადგილეროტმისტრი, რომელიც ხელ-მძღვანელობდა გარე მეთვალყურე აგენტებსფილერებს; ერთი საქმის მწარმოებელი და მწერალი. შტატში შედიოდნენ ასევე პოლიციის ზედამხედველები. 

          ბათუმის `ოხრანკისპუნქტს ხელმძღვანელობდა უფროსიროტმისტრი, რომელსაც შტატში ჰყავდა ორი ფილერი უნტერ-ოფიცერი. მათ რიცხვს 1905 წელს დაუმატეს ორი პოლიციის ზედამხედველი ფილერული სამსახურის საწარმოებლად.

          1907 წლისათვის ნელ-ნელა გაიზარდა თბილისის `ოხრანკის~ შტატი, გაფართოვდა მისი სტრუქტურაც. ამ პერიოდიდან `ოხრანკისგანყოფილების სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებად ჩამოყალიბდა საერთო კანცელარია, გარე მეთვალყურეობის განყოფილება და შიდა მეთვალყურეობის (აგენტურული) განყოფილება. სწორედ შიდა მეთვალყურეობის განყოფილება იყო `ოხრანკისძირითადი ორგანო. აქ მუშავდებოდა, ანალიზდებოდა მთელი მოპოვებული მასალა და ფაქტობრივად წარმოადგენდა ერთგვარ ანალიტიკურ ცენტრს, რადგან  გარე მეთვალყურების განყოფილებაც ემორჩილებოდა შიდა მეთვალყურეობის განყოფილების გამგეს, `ოხრანკისუფროსს, რომელიც ამავე დროს ხელმძღვანელობდა შიდა აგენტურულ ქსელს _ საიდუმლო თანამშრომლებს. სწორედ მის ხელში იყრიდა საიდუმლო და გარე მეთვალყურეობის აგენტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

     როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იატაკქვეშ საიდუმლოდ მომუშავე რევოლუციონერების წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლის ხერხები დეპარტამენტს არ გააჩნდა და მან 1905-1907 წლების რევოლუციის დროს საიდუმლო თანამშრომლების ფართო გამოყენება დაიწყო, რადგან იგი პასუხობდა რევოლუ-ციური საქმიანობის ხასიათს. კერძოდ, პრაქტიკაში არსებული შპიონაჟი, რევოლუ-ციური ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება მათში შეგზავნილი პოლიციის აგენტების მეშვეობით აყვანილ იქნა სისტემაში და პოლიტიკურ ძებნის მთავარ, ერთადერთ საფუძვლად გამოცხადდა `შინაგანი, სავსებით საიდუმლო და მუდმივი აგენტურა” (105).

     როგორც ზემოთ შევნიშნეთ 1907 წელს სტოლიპინის მიერ დამტკიცებულ იქნა დებულება `ოხრანკისგანყოფილებებზე და #120 ინსტრუქცია `შინაგანი აგენტურის ორგანიზაციაზე და წაყვანაზე” (106). იგი 5 თავისაგან შედგებოდა:

1.  აგენტურის შემადგენლობა;

2.  აგენტურის შეძენა;

3.  აგენტურის ხელმძღვანელობა;

4.  კონსპირაციული ბინების გამოყენება;

5.  ზრუნვა საიდუმლო თანამშრომლის პიროვნებაზე (107). 

          ამ ინსტრუქციამ უცვლელად იარსება 1914 წლამდე, როცა მოხდა ძველისაგან ნაკლებად განსხვავებული ახალი ინსტრუქციის მიღება. იგი `ოხრანკისგან-ყოფილების უფროსებს ზეპირად უნდა სცოდნოდათ (108). ამასთან, `ოხრანკისუფროსი ყოველწლიურად წარადგენდა ცენტრში ანგარიშს მისი ათვისების შესახებ ქვემდებარე განყოფილების ჩინების მიერ. ინსტრუქციაში დაწვრილებით არის დამუშავებული პოლიტიკური ძებნის ხერხები. ინსტრუქციით საიდუმლო თანამშრომლის ამოცანა მდგომარეობდა რევოლუციური საზოგადოების გამოკვლევაში სამხილის მოსაპოვებლად, რათა მისი წევრები გაესამართლებინათ (109). ამ პირებს `ოხრანკის~ განყოფილების ოფიცრები `თანამშრომლებსუწოდებდნენ, რადგან გაწეული სამსახურისათვის იღებდნენ ყოველთვიურ ხელფასს ან ერთჯერად დახმარებას, ან ფულად ჯილდოს `წახალისების~ მიზნით (110).

         ყველაზე მეტად ფასობდნენ საიდუმლო თანამშრომლები `გამოსაკვლევი გარემოდან~, .. პოლიტიკური ორგანიზაციების, აკრძალული საზოგადოებების წევრები. ინსტრუქციებში `ოხრანკის~ განყოფილებების ოფიცრებს სთხოვდნენ ძირითადად გამოჩენილი პარტიული მუშაკის, პარტიული ორგანიზაციის წამყვანი, გავლენიანი წევრის გადმობირება-დააგენტურებას (111). თუმცა თვლდნენ, რომ:  `გამოსაკვლევ გარემოში მომუშავე სუსტი პარტიული თანამშრომელი იძლეოდა უფრო მეტს, ვიდრე ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებები~ (112).

         საიდუმლო თანამშრომლების ნაწილს `ზრდიდა~ პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი განყოფილების ოფიცერი, ასწავლიდა პოლიტიკური ძებნის ხერხებს და `გაყავდა~ პარტიაში (113).  ასეთი ადამიანების `თანამშრომლად~ მომზადება და რევოლუციურ ორგანიზაციაში შეგზავნა ძალიან რთული იყო. ამიტომ `ოხრანკის~ განყოფილების საიდუმლო თანამშრომლებად ძირითადად მუშაობდნენ `შეძენილი~ პირები, მათ ვისაც გადმოიბირებდნენ პოლიტიკური საქმეების ძიების პროცესში.

         ამდაგვარი `თანამშრომლების~ შეძენის პროცესს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეწოდებოდა `დააგენტურება~. 1914 წლის ინსტრუქციაში `აგენტების შეძენის~ ხერხები უკვე ფსიქოლოგიური მომენტების გათვალისწინებით იყო დამუშავებული და დასაბუთებული (114). თუმცა მანამდეც პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელობა ძველ დებულებებში რეკომენდაციას უწევდა გაეთვალისწინებინათ გადასაბირებლად არჩეული პირის ხასიათის ზოგიერთი განსაკუთრებული თვისება. საინტერესოა ამ მხრივ სოციალ-დემოკრატი რევოლუციონერის ვინმე . ჭუმბურიძის შესახებ მიმოწერა საქართველოში პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებს შორის. სადაც აღნიშნულია, რომ `. ჭუმბურიძე მონაწილეობას ღებულობდა, როგორც ფოთის დელეგატი ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატების საოლქო კონფერენციაზე, მაშასადამე, უნდა იცოდეს ხსენებული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მუშაობაზე ყველაფერი. მხედველობაშია მისაღები მისი ხასიათის ზოგიერთი განსაკუთრებული თვისება და მატერიალური მდგომარეობა, ამიტომ შესაძლოა მისი ჩაბმა აგენტურულ მუშაობაში. იხმარეთ ყველა საშუალება, რომ იმოქმედოთ მასზე. გააფრთხილეთ მხოლოდ აშკარა, გულახდილი ჩვენება დაიხსნის შორეულ ადგილზე გადასახლებისგან~. . ჭუმბურიძეზე არ გაჭრა არაფერმა და აი, საპასუხო წერილის ამონაწერი: `ყველა ზომა მივიღე, რომ ჭუმბურიძე ჩამება აგენტურულ მუშაობაში, რის შესახებ მასთან ფოთის ციხეში ცალკე, დიდხანს ვაწარმოე მოლაპარაკება, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ასეთ შემთხვევაში   . ჭუმბურიძე უარყოფს თავის დანაშაულს~ (115).

          1907 წლის ინსტრუქციაში ცალკე თავად დაკონკრეტებულად არის გამოყოფილი `შინაგანი აგენტურის~ შეძენის ხერხები. პოლიტიკური პოლიციის აზრით `დააგენტურებას~ ყველაზე მეტად შეესაბამებოდნენ ძიების ქვეშ მყოფი პირები (დაპატიმრებულები), ან ისინი, ვისაც მატერიალურად უჭირდა, გამოქცეული იყო გადასახლებიდან, დაპატიმრებისას აღმოუჩინეს ნივთმტკიცებები და სხვა (116).

         `ოხრანკა~ გადასაბირებლად არჩეულ პირს ხშირად ფარულად აპატიმრებდა ქუჩაში, რათა პირისპირ `საუბრისას~ გაეწიათ მასზე მორალური თუ ფიზიკური ხასიათის ზეწოლა. ამ ხერხს იყენებდნენ უმეტესად მაშინ, როცა გააჩნდათ უტყუარი ნივთმტკიცებები ამ პირის დასაპატიმრებლად. თუ ეს ხერხი არ გაჭრიდა, დაპატიმრების შემდეგ დაკითხვის დროს ცდილობდნენ იგი დაეინტერესებინათ ფულით ან სრული რეაბილიტაციით, ანუ საქმიდან ამოიღებდნენ მის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დამადანაშაულებელ მასალებს და გაათავისუფ-ლებდნენ. ინსტრუქციებში აღნიშნულია, რომ უნდა ესარგებლათ პარტიის შიგნით არსებული უთანხმოებებით და თანაპარტიელებზე რაიმე მიზეზით განაწყენებული ადამიანები მოექციათ თავისი გავლენის ქვეშ. ინსტრუქციით `გადასაბირებლად~ გამოდგებოდნენ სუსტი ნებისყოფის მქონე, თავის საქმიანობის სისწორეში დაეჭვებული პიროვნებები. მაგალითად . უმაკოვი მეტსახელით `ჩურკინი~ გულწრფელი, აქტიური რევოლუციონერიდან აგენტად იქცა იმის გამო, რომ მან ციხეში პატიმრობისას კარგად დაინახა განსხვავება უბრალო რევოლუციონერებს და რევოლუციის `არისტოკრატებს~ _ პარტიულ იერარქიაში მაღლა მდგომ პირებს შორის.

          იგი წერს: `ციხეში მათ წითელი ჯვარი დიდი რაოდენობით ამარაგებდა პროდუქტებით და ჩასაცმელით, და ყველა ეს `ხალხისათვის წამებულები~ შეუზღუდავად სარგებლობდნენ ამ ყველაფრით, ციხეში მოხვედრილი რევოლუციის თანამგრძნობი უბრალო მუშების და გლეხებისგან განსხვავებით. ჩემთვის, ასკეტი რევოლუციონერისათვის გასაკვირი იყო მოსმენა, რომ ყველა ესპარაზიტებად გადაქცეული პროფესიონალი რევოლუციონერები _ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-რევოლუციონერები, ანარქისტები და ბუნდისტები ინტიმურ საუბრებში ერთმანეთს როგორ უმჟღავნებდნენ, ვინ რამდენი მიიღო ორგანიზაციიდან საცხოვრებლად და შემდეგ როგორ ატრიალებდნენ ამ ფულს~ (117).     

         ინსტრუქციაში ხაზგასმულად აღნიშნულია იმ პირთა გადაბირების სიადვილე, ვინც უარყოფითი, ამორალური ქცევით გამოირჩეოდა, რადგან მათზე მაკომპრომიტირებელი მასალის მოძიება არც ისე ძნელი იყო (118). მაგალითისათვის გამოდგება `ნაროდნაია ვოლიას~ აღმასრულებელი კომიტეტის წევრის დეგაევის `დააგენტურება~. მისი პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მიზეზად იქცა ის, რომ დეგაევს სუდეიკინის მითითებით მოსკოვის `ოხრანკამ~ სასტუმროში მცირეწლოვან მეძავთან ურთიერთობის პროცესში ფარულად გადაუღო ფოტოსურათები. ლაპარაკია 1880-იანი წლების დასაწყისზე (119).

        აგენტურის პირადი საქმეების შესწავლისას გავარკვიეთ, რომ ხშირად პოლიტიკური პოლიციის ჩინებს არც კი სჭირდებოდათ ზემოქმედება რევოლუციონერებზე. ბევრი ხომ რევოლუციაში მონაწილეობას იღებდა იმ იმედით, რომ შეძლებდნენ ფულის `შოვნას~. იმდენად ხშირი იყო საკუთარი სამსახურის შეთავაზების ფაქტები პოლიტიკური პოლიციისათვის, რომ პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი მოხელის ხატოვანი გამოთქმით: `შეთავაზება აჭარბებდა მოთხოვნილებას.~ ასეთი იყო სოციალისტ-რევოლუციონერების საბრძოლო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი . აზეფი, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტმა შესთავაზა თავისი სამსახური პოლიტიკურ პოლიციას. აზეფმა შეძლო საბრძოლო ორგანიზაციის სალაროდან საკმაოდ მრავალრიცხოვანი თანხების მითვისება და ამასთან ერთად, საკმაო მაღალ ხელფასსაც იღებდა პოლიციის დეპარტამენტისგან.            

          ზოგიერთი პირი აგენტად ხდებოდა თავისი ავანტიურისტული ბუნების გამო, ზოგიც იდეური მოსაზრებებით. მაგალითად, ასეთი იყო ზინაიდა ზუჩენკო, პოლიციის დეპარტამენტის საიდუმლო თანამშრომელი სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიაში. იგი ხმამაღლა აცხადებდა: `ემსახურებოდა იდეას და იყო პოლიციის დეპარტამენტის პატიოსანი თანამშრომელი რევოლუციონერების წინააღმდეგ ბრძოლაში~ (120). სოციალისტ-რევოლუციონერ მაქსიმალისტების პარტიის წევრი, ამასთან პოლიციის დეპარტამენტის აგენტი კესინსკი გამოაშკარავების შემდეგ ამბობდა: `თქვენ ჩვენ (ლაპარაკია აგენტებზე) ვერ გვიგებთ. თქვენ არ გესმით ჩვენ რას განვიცდით, როცა ერთი სამყაროდან მეორეში გადავდივართ. არა თქვენ ვერ გაიგებთ ჩვენს ემოციებს.~ კესინსკისთან  მოსაუბრის თქმით: `მისი სახე გამოხატავდა ავანტიურისტის განსაკუთრებულ ნეტარებას~ (121). ინსტრუქციით `დააგენტურება~ ძირითადში წარმოადგენდა ფსიქოლოგიურ აქტს და ითხოვდა დიდ სიფრთხილესა და მოთმინებას. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბელიცკის სიტყვებით `ოხრანკის~ ოფიცერს გადასაბირებელი პირი ფსიქოლოგიურად უნდა მიეყვანა გულახდილი ჩვენების მიცემამდე (122). მუქარა, წამება და საერთოდ ფიზიკური ზემოქმედება მიჩნეული იყო არასასურველად, მაგ-რამ პრაქტიკაში `ოხრანკელებს~ სწორედ ამ უკანასკნელის გამოყენება `უყვარდათ~, რადგან ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხები ცხოვრების ქარცეცხლში გამოვლილი რევოლუციონერების წინააღმდეგ ხშირად ვერ ამართლებდა. როდესაც გადასაბირებელ პირზე არანაირი ზემოქმედება არ ჭრიდა, ინსტრუქციაში არსებული მითითების თანახმად მას საკანში უსვამდნენ საიდუმლო თანამშრომელს. იგი შედიოდა ნდობაში პატიმართან, ცდილობდა ეთამაშა `კატალიზატორის~ როლი მის მიერ გულახდილი ჩვენების მიცემის საქმეში. პოლიტიკური პოლიციის მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესასუსტებლად ურჩევდა გაეცა ის ხალხი, ვინც უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, მაგრამ ასეთ ანკესზე წამოგებულებს `ოხრანკელები~ შანტაჟს უწყობდნენ, ემუქრებოდნენ, რომ ამ სახის გამცემლობის ფაქტს აცნობებდნენ თანაპარტიელებს და ასე ახდენდნენ გაჯიუტებული რევოლუციონერის `დააგენტურებას~ (123).

          გადაბირებულ პირს აწერინებდნენ ჩვენებას, რომელშიც იგი გულახდილად ყვებოდა ყველაფერს, რაც აინტერესებდა `ოხრანკას~ და აღნიშნავდა, რომ ინა-ნიებდა თავის დანაშაულს. მონანიების შემდეგ მას ეხსნებოდა დანაშაული და ამასთან მისი წერილობითი ჩვენება რჩებოდა გარანტად `ოხრანკაში~ აგენტზე ზემოქმედებისათვის. გადაბირებული პირი ირიცხებოდა აგენტურის სიაში და იღებდა ხელფასს, ამასთან ერთად აგრძელებდა საქმიანობას პარტიაში (124). მასზე გარ-კვეული დროით ინიშნებოდა ფილერული მეთვალყურეობა მიწვდილი ინფორმაციის სისწორის შესამოწმებლად. `ოხრანკა~ თავის მხრივ იღებდა ზომებს, რომ პროკურორის წარმომადგენლობასთან შეთანხმებით აგენტის საქმის მოკვლევიდან ამოე-ღოთ ის ოქმები, რომელსაც შეიძლება მისი ჩავარდნა (გამჟღავნება), ან ციხეში გაგზავნა მოყოლოდა (125). იმ მიზნით, რომ მიეჩქმალათ აგენტის როლი რევოლუციური ორგანიზაციის ჩავარდნის საქმეში, გარკვეულ შემთხვევებში ორგანიზაციის ლიკვიდაციის, პარტიის წევრთა გარკვეული ჯგუფის დაპატიმრების დროს აგენტსაც აპატიმრებდნენ. ინსტრუქციით: `ჩავარდნის აღკვეთის მიზნით ხანდახან შეიძლება თანამშრომლის დაპატიმრება, მაგრამ ამ საშუალებას უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ხელმეორედ მას ვერ გამოვიყენებთ~. აქვე მითითებულია, რომ თუ აგენტი იქნებოდა დაპატიმრებული მის განთავისუფლებას არ უნდა დაეეჭვებინა თანაპარტიელები: `ამ მიზნით თავიდან ვანთავისუფლებთ მისი ჯგუფიდან რამოდენიმე პირს, შემდეგ თანამშრომელსაც. ამასთან, მასთან ერთად განთავისუფლებულებს არ უნდა ეჭიროთ პარტიაში მასზე დაბალი ადგილი~ (126). იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდებოდა დაპატიმრებული აგენტის განთავისუფლება და კონსპირაციის დაცვის მიზნით საქმის კურსში არ აყენებდნენ საერთო პოლიციის და სასამართლოს მოხელეებს, მათ უწყობდნენ პატიმრობიდან გაქცევასაც კი. მაგალითად, აგენტ `ჩურკინის~ სიტყვებით, როცა იგი დააპატიმრეს, მასთან `მივიდა მისი ხელმძღვანელი როსტოვის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსი . კარპოვი და შეუმჩნევლად აცნობა, რომ მოუმზადა გაქცევა. პოლიციის ნაწილის გოროდოვოის მისცა თანხა, რომ `ჩურკინის~ გაქცევისათვის პოლიციის ნაწილიდან არ შეეშალა ხელი~ (127).

          გადაბირებული პირი მიმაგრებული იყო ერთ ხელმძღვანელ ოფიცერზე, რომელიც აძლევდა მას მეტსახელს (კლიჩკას). მას მსგავსება არ უნდა ჰქონოდა აგენტის სახელთან, მამის სახელთან. 1908 წელს სასტიკი გაფრთხილება მისცეს ადგილობრივი პოლიტიკური ძებნის ორგანოებს, რომ მეტსახელით არ უნდა გარკვეულიყო, იგი ქალს ეკუთვნოდა თუ მამაკაცს (128). აღსანიშნავია, რომ მეტსახელად შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი სიტყვა, ციფრი _ `ივან-პრიეზჟი~, `სლუჩაინი~, `ვაჟნი~, `995~, `3~ და სხვა. აგენტს მეტსახელი შეიძლება ორი ან სამიც კი ჰქონოდათ. აგენტებს _ საიდუმლო თანამშრომლებს `ოხრანკის~ ოფიცრები მიმოწერაში მხოლოდ მეტსახელით იხსენიებდნენ. როგორც წესი ხელმძღვანელ ოფიცერს იმდროინდელი ტერმინოლოგიით `მიჰყავდა~ რამდენიმე საიდუმლო თანამშრომელი. თბილისის `ოხრანკის~ უფროსს ანგილევს 1906-1907 წლებში თვეში საშუალოდ ათი-თხუთმეტი აგენტი `მიჰყავდა~ ადგილობრივ რევოლუციურ ორგანიზაციებში (129). აგენტები საიდუმლო ცნობებს მხოლოდ ხელმძღვანელ ოფიცერს აწვდიდნენ. იშვიათად ხდებოდა ორ ოფიცერთან მუშაობა. თუკი ხელმძღვანელი სხვა ადგილზე გადავიდოდა სამსახურში, მაშინ `მისი~ აგენტები ცდილობდნენ გადასულიყვნენ მასთან, ან ანებებდნენ თავს მუშაობას. პეტერბურგის `ოხრანკის~ უფროსი გერასიმოვი (1906-1910 წლებში) წერს, რომ `მასთან ერთად `სამსახური~ დატოვეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანმა აგენტებმა, რომლებიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგაც არ იქნენ გაშიფრული~ (130).

           თავის მხრივ ხელმძღვანელი ოფიცერი ცდილობდა არ გადაეცა კარგი აგენტი სხვისთვის. მას აკონსპირირებდა საკუთარი კოლეგებისაგან, რათა დიდხანს მიეღო მნიშვნელოვანი ინფორმაციები. საქმე იმაშია, რომ შედეგიანი საიდუმლო თანამშრომელი იძლეოდა ხელმძღვანელისათვის კარგ მასალას და შესაბამისად ოფიცერს კარიერაც უზრუნველყოფილი ჰქონდა. სარატოვის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსის როტმისტრ მარტინოვის სიტყვებით: `კარგი თანამშრომლის გარეშე შეუძლებელია კარიერის გაკეთება, მხოლოდ იქ, სადაც არიან `სოლიდური თანამშრომლები~, წინ იწევიან ჟანდარმები. ერთი სიტყვით, `სოლიდური თანამშრომელი~ _ ეს არის წარმატება, დაწინაურება, ჯილდოები, უკონტროლო თანხები, ძალაუფლება~ (131). ბუნებრივია, ამდაგვარი `შინაგანი კონსპირაცია~ საიდუმლო თანამშრომელს იცავდა `ჯვარედინი თვალთვალისაგან~ _ დამატებითი კონტროლისგან და აძლევდა მას საშუალებას მოეტყუებინა თავისი ერთადერთი `პატრონი~.

     `დააგენტურებული~ პირის შემდგომი საქმიანობა მთლიანად დამოკიდებული იყო მის ხელმძღვანელ ოფიცერზე, რომელსაც ინსტრუქციით `ზემოქმედება უნდა მოეხდინა `თანამშრომლის~ მსოფლმხედველობაზე და სულიერ განწყობაზე (132). შესაძლებლობის ფარგლებში განევითარებინა მასში შეგნებული დამოკიდებულება სამსახურისადმი და გაეცნო მისთვის რევოლუციური მოძრაობის ისტორია~. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალურ ისტორიულ არქივში ამ დოკუმენტს მისი წამკითხავი ჩინოვნიკის ხელით მიწერილი აქვს ირონიულად – `თანამშრომლებში რევოლუციური პროპაგანდისათვის, ხომ არა?~ (133).

     ინსტრუქციის ძირითადი მოთხოვნა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იყო, გამოჩენილი პარტიული მოღვაწის, ორგანიზაციის გავლენიანი, აქტიური წევრის გადაბირება. ამასთან ითვლებოდა `თუნდაც სუსტი საიდუმლო თანამშრომელი, მყოფი გამოსაკვლევ გარემოში მოგვცემს განუზომლად დიდ ინფორმაციას, ვიდრე საზოგადოება, რომელშიც ოფიციალურად ტრიალებს ოფიცერი~ (134).

     გამოჩენილი პარტიული მოღვაწის გადაბირება ახალ თავსატეხს უჩენდა ხელმძღვანელ ოფიცერს. ახლად შეძენილი `თანამშრომლები~ ხომ თავის ხელმძღვანელზე კარგად იცნობდნენ რევოლუციურ წრეებს, ეკავათ პარტიებში წამყვანი ადგილი და, ბუნებრივია, ხშირად ბრწყინვალე ორატორები, პარტიულ კამათებში და მიტინგებზე გამოწრთობილი, მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. თავის მხრივ, ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ თავისი გავლენისათვის დაემორჩილებინათ ხელმძღვანელი ოფიცერი. როგორც წესი, `დააგენტურებულ~ პირთან ფსიქოლოგიური თამაში `ვინ ვის?~ სახიფათო იყო. ამიტომ ინსტრუქციით ხელმძღვანელს თავიდანვე თავისი ავტორიტეტისათვის უნდა დაექვემდებარებინა ახლად შეძენილი აგენტი (135).

         რეკომენდირებული იყო თანამშრომელთან ისეთი სანდო ურთიერთობის დამყარება, რომელშიც არ იქნებოდა არანაირი ოფიციალური და ფორმალური დამოკიდებულება. `თანამშრომლის ცხოვრება ჩვეულებრივ მორალურად მძიმეა და ხელმძღვანელთან პაემნები ხშირად თანამშრომლის ცხოვრებაში ერთადერთი მომენტია, როცა მას შეუძლია სულის მოთქმა, რომ სინდისის ქეჯნა არ იგრძნოს~ _ ხაზგასმულია ინსტრუქციაში (136). პოლიციის დეპარტამენტმა იცოდა რასაც ურჩევდა ადგილობრივ `ოხრანკის~ განყოფილებების ოფიცრებს. ინსტრუქციის ავტორი გურევიჩიიმ დროს უკვე დეპარტამენტში საიდუმლო განყოფილებაში არსებული ზესაიდუმლო განყოფილების ჩინოვნიკი, 1900-იანი წლების დასაწყისში პეტერბურგში პოლიტიკური პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი იყო და `მუშაობდა~ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (137).

          აუცილებლობას წარმოადგენდა აგენტთან ხშირი პირადი შეხვედრები, რომელიც კონსპირაციულ ბინებში იმართებოდა. ამ ბინებს `ოხრანკის~ განყოფილების მწერლები ან უნტერ-ოფიცრები ქირაობდნენ, ისე რომ ეჭვი არავის აეღო (138). აგენტებს აძლევდნენ რაიმე ნეიტრალურ, კერძო მისამართს წერილის, ინფორმაციის გასაგზავნად, ანდა მიუთითებდნენ მარშრუტს, რომელზეც გაივლიდა `ოხრანკისჩინოვნიკი გარკვეულ დღეს, გარკვეულ საათს. აგენტს, თუკი უნდოდა ხელმძღვანელთან შეხვედრა, ძირს უნდა დაეგდო პაპიროსი ან ასანთის კოლოფი მოკიდების შემდეგ. მას იღებდა `ოხრანკისჩინი და იქ არსებულ წერილს გადასცემდა დანიშნულებისამებრ. იგივე წესით ხდებოდა აგენტისთვის რაიმე ამბის შეტყობინება. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ასეთი `შეხვედრები~ უნდა მომხდარიყო გამავალ ეზოებში, კიბეებზე, ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში (139). უნტერ-ოფიცრების და განყოფილების დარაჯის გარდა თბილისის `ოხრანკისგანყოფილების უფროსი მეკავშირედ იყენებდა განყოფილების დარაჯის მცირეწლოვან ბავშვსაც, რომელმაც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განყოფილების აგენტი `ვაჟნიგამოააშკარავა თავისი ბავშვური ქცევით, როცა დაუძახა ბინაში და კითხვაზე ვინ იყო, უთხრა ბინის სხვა მცხოვრებლებს, რომ მამამისი `ოხრანკისგანყოფილების დარაჯია, ხოლო ვანოს (`ვაჟნისნამდვილი სახელი) კი ეძახის `ოხრანკისუფროსიო (140).

          აგენტებთან შეხვედრების დროს ოფიცრებს სასტიკად ჰქონდათ აკრძალული ფორმით მისვლა. მათ სამოქალაქო ტანსაცმლის შესაძენად სპეციალური თანხა ჰქონდათ გამოყოფილი (141).

     პოლიციის დეპარტამენტი 1905-1907 წლებში კონსპირაციულ ბინებში აგენტების მიერ თავისი ხელმძღვანელების მოკვლის გამო იძულებული გახდა დაემუშავებინა ხერხები ასეთ ადგილებში შეხვედრის შესახებ, მასში მითითებული იყო, რომ არ დაესვათ თანამშრომელი ფანჯრის ან სარკის წინ, ხელმძღვანელი ოფიცერი პირველი უნდა მისულიყო და გამოსულიყო კონსპირაციულ ბინიდან და სხვა (142).

     თანამშრომლისგან მიღებულ ინფორმაციას ხელმძღვანელი იწერდა პირადად და აფორმებდა მას, .. `აგენტურული ჩანაწერისსახით, სპეციალურ დღიურში. მასში შეჰქონდა ასევე დამხმარე აგენტურის ცნობები. თითოეულ თანამშრომელზე დღიური იწარმოებოდა მესამე პირში, .. თანამშრომელიც მოიხსენიებოდა ინფორმაციაში ნამდვილი სახელით და გვარით, როგორც რომელიმე არალეგალური კრების, თუ ტერორისტული აქტის მონაწილე სხვა პირებთან ერთად (143). `აგენტურულ ჩანაწერებში”, ინფორმაციის მიღების თარიღის გარდა, აღინიშნებოდა აგენტის ფსევდონიმი, პარტიის დასახელება, ხელმძღვანელის გვარი (144).

          საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივის ფონდებში არსებულ `აგენტურულ ჩანაწერებშიბევრია სხვადასხვა მინაწერი, რომელთა შინაარსიდან ჩანს, მათ `ოხრანკისოფიცრები იყენებდნენ შავი სამუშაოსათვის. მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდნენ, კრებდნენ სხვადასხვა სახის ცნობებს, ერთმანეთთან აჯერებდნენ ფაქტებს და ამოწმებდნენ მეთვალყურე აგენტების _ ფილერების მეშვეობით. ჩანაწერებში მოხსენიებულ პირებზე მითითებულია: დააპატიმრეს თუ არა, ვისზე რა მონაცემები ჰქონდათ და სხვა. ამ ჩანაწერების მიხედვით კეთდებოდა მოხსენებები რამოდენიმე ასლად. ერთი მიდიოდა პოლიციის დეპარტამენტში, მეორე _ ხელახლა დასამუშავებლად `ოხრანკის~ აგენტურულ განყოფილებაში, მესამე _ თანამშრომლის პირად საქმეში, მეოთხე კი _ `აგენტურული ჩანაწერისსახით შესაბამისი პარტიის ან ორგანიზაციის საქმეში (145). იმ შემთხვევაში, როდესაც თანამშრომელი პირადად წერდა ინფორმაციას, მასში იგი თავის თავსაც იხსენიებდა მესამე პირში ნამდვილი გვარითA და სახელით. ამასთან ერთად, თუკი ფსევდონიმად ქალის სახელი ჰქონდა, მამაკაცი რუსულად წერდა მდედრობით სქესში ანდა პირიქით (146).

         აგენტები ხშირად მალავდნენ გარკვეული სახის ინფორმაციას, რადგან მისი გაცემით შეიძლება საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდოთ. `ოხრანკის~ ჩინოვნიკების დაუფიქრებელი მოქმედებების, ან განყოფილებაში ოფიცრებს შორის შიდაკულუარული ბრძოლის მიზეზით შეგნებულად ხდებოდა ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება. ეს პოლიტიკური პოლიციის ჩინებმა კარგად იცოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილე ჟანდარმთა შეფი გენერალი კურლოვი წერდა: `პოლიტიკური ძებნის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ სანახევრო და ზეპირი ფაქტებით ხელმძღვანელმა შექმნას მოსალოდნელი დანაშაულის ჩადენის ან იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის მთლიანი სურათი~ (147). ამიტომ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი იყო კითხვები, რომლებიც ჯვარედინი დაკითხვის სახით უნდა გამოეყენებინათ და რომელზეც თანამშრომელს შეხვედრებისას უნდა გაეცა ამომწურავი პასუხი:

1)  პარტიის რომელი წევრები იყვნენ აქტიური და როგორ შეიძლებოდა მათზე გარე მეთვალყურეობის დაწესება;

2)  მოცემულ მომენტში როგორ და რანაირად შეიძლება გამოვლინდეს ორგანიზაციის წევრების ტერორისტული საქმიანობა;

3)  პოლიტიკური ძებნისათვის საინტერესო პარტიის წევრები ჩამოვიდნენ, რა საქმეზე წავიდნენ,  რა მიზნით.

     აგენტს უნდა გაეგო აქტიური რევოლუციონერების საცხოვრებელი ადგილები, ასევე რა პაროლებით სარგებლობდნენ, მათი შეხვედრის ადგილების (იავკები) მისამართები და სხვა. აგენტს აუცილებლად უნდა აღენიშნა სანდო იყო თუ არა მის მიერ მოძიებული ინფორმაცია, შემთხვევით გაიგო, თუ პირადად შეესწრო. ინფორმაციაში დასახელებულ პირებზე აუცილებლად უნდა მიეთითებინა პარტიული მეტსახელები, ნამდვილი სახელი და გვარი, აღეწერა ისინი ფიზიკურად _ ასაკი, სიმაღლე, აგებულების ტიპი, სიარულის მანერა, რა სახის ტანსაცმელს ატარებდნენ და სხვა (148).

     აგენტი გარკვეული უნდა ყოფილიყო `თავისი~ პარტიის პროგრამაში, სტრატეგიაში და ტაქტიკაში. ამ საკითხებში ცვლილებები დროულად და სწორად უნდა ეცნობებინა ხელმძღვანელი ოფიცრისათვის, მიეწოდებინა შეძლებისდაგვარად მის ხელთ არსებული პარტიული ლიტერატურა. ჩვენს მიერ მოძიებული აგენტების მოხსენებების ანალიზიდან ჩანს, რომ მათი ნაწილი ფლობდა პოლიტიკური ძებნის გარკვეულ ხერხებს ინფორმაციის შეგროვების მიზნით. მაგალითად, თბილისის `ოხრანკისგანყოფილების აგენტი `რიჟიანარქისტების _ ქართველი `ჯგუფისტების” (როგორც მის ინფორმაციაშია მოხსენიებული) შესახებ წერს: მოძიებული ცნობებით შევძელი გამეგო `ჯგუფისტებისნამდვილი მონაცემები, ასახელებს ინფორმაციის მიღების წყაროებს და იძლევა ინფორმაციის ანალიზს (149). ინსტრუქციით აგენტისათვის ხელმძღვანელს უნდა ესწავლებინა ასევე კონსპირაციის დაცვის და ინფორმაციის მოპოვების ხერხები, თუმცა აგენტს არ უნდა ეწარმოებინა აქტიური გამოკითხვა და არ გამოეჩინა ზედმეტი ინტერესი, რომ არ დაეეჭვებინა თანაპარტიელები.

     ზემოთ დასახელებულ ორგანიზაციას თბილისის `ოხრანკისგანყოფილების სამი თანამშრომელი `აშუქებდა” (პოლიტიკური პოლიციის ტერმინით), ანუ აგროვებდა ინფორმაციას. დეპარტამენტი ითხოვდა თითოეულ ორგანიზაციაში ყოლოდათ რამდენიმე ორი ან მეტი თანამშრომელი, რათა გადაემოწმებინათ მოპო-ვებული ინფორმაცია. ასევე დაშვებული იყო აგენტს ერთდროულად `გაეშუქებინა~ რამდენიმე ორგანიზაცია.  მაგალითად, თბილისის `ოხრანკისგანყოფილების აგენტი `გეორგიევიერთდროულად იძლეოდა ცნობებს სოციალ-დემოკრატებზე და დაშნაკებზე (150).

          განსაკუთრებით კარგად მომზადებულ აგენტებს პოლიტიკური პოლიციის ცენტრიდან (პეტერბურგიდან) აგზავნიდნენ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ტერიტორიაზე ადგილობრივ რევოლუციურ ორგანიზაციებში შეგზავნის მიზნით. მათ აძლევდნენ პოლიტიკური ძებნის პროცესში მოპოვებულ პაროლებს, `იავკების~ მისამართებს, უქმნიდნენ ლეგენდას ანუ მოგონილ რევოლუციურ წარსულს. 1907 წლის მარტში პოლიციის დეპარტამენტის საიდუმლო განყოფილებამ აცნობა თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებას: `პოლიციის დეპარტამენტში არის შემოსული აგენტურული ინფორმაცია, რომ სამხედრო-რევოლუციური ორგანიზაცია (მაქსიმალისტები _ . .) თბილისთან კავშირს ამყარებს შემდეგი მისამართით _ თბილისი, `სერებრინნიე რიადის~ ქუჩა, სახლი #33, `რებეკასთვის~. გაცნობებთ, რათა გამოიყენოთ ფრთხილად და გამოარკვიოთ `რებეკას~ პიროვნება და მისი კავშირები~ (151). ცნობილი მენშევიკი ტერორისტი, 1905-1907 წწ. რევოლუციის დროს ბაქოში `მოღვაწე~ . გოგუაძე იხსენებს: `იმ ხანად პეტერბურგიდან ბაქოს მოვიდა ხუთი ლამაზი `კურსისტკა~. ეს ქალები მოხერხებულად მუშაობდნენ და ... დააჭერინეს პოლიციას ხუთი სოციალისტ-რევოლუციონერი ... როგორც აღმოჩნდა ისინი იყვნენ პეტერბურგის `ოხრანკის~ განყოფილებიდან გამოგზავნილნი ბაქოში სამუშაოდ~ (152). აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალებს `ოხრანკა~ დიდი წარმატებით იყენებდა აგენტურული საქმიანობისათვის. `ოხრანკის~ ოფიცრების აზრით, მუდმივ ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში მყოფი რევოლუციონერები იოლად უშლიდნენ გულს ქალბატონებს და ხშირად ახერხებდნენ რაიმე მიზეზით გადაბირებული ახალგაზრდა ქალების შეგზავნას მათ წრეში.

 

No comments:

Post a Comment