თავი VI
პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკა რევოლუციური მოძრაობის წინააღმდე 1902-1908 წლებში
$1. პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკური ხაზი 1902-1905 წლებში
პოლიტიკური პოლიციის სტრატეგიულ ხაზად რევოლუციონერთა ტერორის წინააღმდეგ
1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში ფაქტობრივად იქცა საიდუმლო აგენტურის ამოქმედება, მაგრამ მისი გამოყენების ტაქტიკამ გაიარა თავისი განვითარების რამოდენიმე ეტაპი, ისევე როგორც რევოლუციონერების მიერ გამოყენებულმა ტერორისტულმა ტაქტიკამ.
1902 წლიდან 1905 წლის ჩათვლით პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული(პოლიტიკური) განყოფილების ტაქტიკურ ხაზს რევოლუციური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმოადგენდა შემდეგი.
1902-1903 წლის დებულებებით `ძებნის~ და `ოხრანკის~ განყოფილებებზე `საიდუმლო თანამშრომლებს~ ევალებოდათ მხოლოდ რევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობის `გაშუქება~.
დეპარტამენტის მოთხოვნით `ოხრანკის~ ოფიცერი თავის აგენტურულ ქსელს ავალებდა გამოეკვლიათ, შეესწავლათ რევოლუციური ორგანიზაციების მთლიანი სტრუქტურა, დაედგინათ მათი პარტიული კავშირები, ორგანიზაციის თანამგრძნობი პირები და როცა იგი რიცხობ-რივად გაიზრდებოდა, წაექეზებინათ ორგანიზაციის წევრები აქტიური გამოსვლებისაკენ, როგორებიცაა _ დემონსტრაციების, გაფიცვების მოწყობა, არალეგალური ლიტერატურის გავრცელება, ტიპოგრაფიების დაყენება, იარაღის შემოზიდვა. მოკლედ, ისეთი სახის რევოლუციური საქმიანობის განხორციელება, რასაც მოყვებოდა არეულობები, სახაზინო, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებების დარბევა, შენობების დაზიანება, პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკებები, ცემა-ტყეპა და სხვა. ამის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის ისტორიიდან 1905 წლის 9 იანვარი, როდესაც ზუბატოვის მფარველობით შექმნილმა მუშათა ორგანიზაციებმა, პოლიციის დეპარტამენტის აგენტ გაპონის მეთაურობით მანიფესტაცია მოაწყეს მეფის სასახლესთან და რომელიც სისხლისღვრით დამთავრდა. პოლიტიკური პოლიცია Qასეთი სახის საქმიანობით მოიპოვებდა სამხილს რევოლუციონერების გასასამართლებლად. თუმცა თვითონ აგენტს ეკრძალებოდა რევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება (343). პრაქტიკაში ეს აკრძალვა მუდმივად ირღვეოდა. შეუძლებელია საიდუმლო აგენტს მიეცა სრული ინფორმაცია, თუ არ ენდობოდნენ ორგანიზაციის წევრები. ნდობას კი მხოლოდ არალეგარული ლიტერატურის გავრცელებით, ტერორისტულ, ექსპროპრიაციულ აქტებში და იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოზიდვაში მონაწილეობის მიღებით, მოკლედ, რომ ვთქვათ აქტიური რევოლუციური მოღვაწეობით თუ მოიპოვებდა.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ `ოხრანკელები~ თვლიდნენ, რომ `სოლიდური თანამშრომლის გარეშე შეუძლებელია კარიერის გაკეთება~
(344). სოლიდურ თანამშრომლად, ბუნებრივია, ითვლებოდა რევოლუციური ორგანიზაციის სათავეში მდგომი პირი, ამიტომ ხელმძღვანელი ოფიცერი სიტყვიერ რეკომენდაციას უწევდა აგენტს დაეკავებინა წამყვანი ადგილი პარტიულ იერარქიაში, რის შესახებ პოლიციის დეპარტამენტს ოფიციალურად არ ატყობინებდა. პოლიციის დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, თვალს ხუჭავდა ასეთი შემთხვევების გამოაშკარავების დროს. როგორც ავღნიშნეთ 1902-1903 წლებში ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო ტერორისტული ტიპის ორგანიზაციებზე და ვის ეცოდინებოდა დაკონსპირირებული ტერორისტული აქტის მომზადება, თუ არა ტერორისტს. თვითონ პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსის ი. ზუბატოვის მითითებით (იმ დროს აზეფის ხელმძღვანელის) ე. აზეფი 1902 წელს სოციალისტ-რევოლუციონერების `საბრძოლო ორგანიზაციაში~ შევიდა და დაიკავა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ადგილი
(345). ამასთან, პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკის შემმუშავებლების ვარაუდით ტერორი, და ცხადია, ასეთი აქტების დროს უხვად დაღვრილი სისხლიც რევოლუციურ მოძრაობაზე და რევოლუციონერებზე უარყოფითი შეხედულების ჩამოყალიბებას გამოიწვევდა უბრალო მოქალაქეების მხრიდან.
ამ ტაქტიკური ხაზის შექმნა მიეწერება ი. ზუბატოვს, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა რევოლუციონერების მისამართით:
`ჩვენ თქვენ გიწვევთ ტერორზე და გაგჭყლეტთო~ (346). იგი აცლიდა რევოლუციურ ორგანიზაციებს გაზრდილიყვნენ, `მომწიფებულიყვნენ~ და შემდეგ აპატიმრებდა მის წევრებს. ზუბატოვი ვარაუდობდა, რომ აგენტურის მეშვეობით შეძლებდნენ ტერორისტული ორგანიზაციების კონტროლს, მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. პოლიტიკური პოლიციიდან ზუბატოვის წასვლის შემდეგ ქვეყანაში ნელ-ნელა მზარდი რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ პოლიციის დეპარტამენტის ჩინებმა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს აგენტურის გამოყენების ტაქტიკის განვითარება. შედეგად კი პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნას აგენტურა გამოყენებინათ მხოლოდ ინფორმაციის შესაგროვებლად მოყვა ის, რომ აგენტი ხშირად თვითნებურად, ხელმძღვანელის მითითების გარეშე, თავისდა მოულოდნელად წინაურდებოდა. ხელმძღვანელისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება მონდომებულ აგენტს აიძულებდა ეაქტიურა, რაც უხვეჭდა ავტორიტეტს და გავლენას თანამოაზრეებზე. ისიც მალავდა ინფორმაციას, რადგან ხელმძღვანელისათვის უნდა შეეტყობინებინა ინფორმაციის მიღების წყარო, რითაც გაამჟღავნებდა თავის რეალურ ადგილს პარტიულ იერარქიაში.
სწორედ ამდაგვარ აგენტს წარმოადგენდა აზეფი, რომლის ხელმძღვანელობითაც სოციალისტ-რევოლუციონერების `საბრძოლო ორგანიზაციამ~ შეძლო 1904 წლის 15 ივლისს თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრის პლევეს მოკვლა. პლევეს მკვლელობამ იმპერიის მოსახლეობაში დიდი გამოცოცხლება შეიტანა. მას თვით ტერორის, როგორც ხელისუფლებასთან ბრძოლის საშუალების, უარმყოფელებში დადებითი გამოხმაურება მოყვა და მალე შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად სვიატოპოლსკ-მირსკი დაინიშნა, რომელმაც შეარბილა რეპრესიული პოლიტიკა რევოლუციონერების მიმართ. ამან უფრო მეტად განაპირობა სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან აქცენტის აღება ტერორზე, როგორც რევოლუციური ბრძოლის უმთავრეს საშუალებაზე.
ერთ-ერთი ქართველი რევოლუციონერის (სოციალ-დემოკრატი) მოგონებაში აღნიშნულია, რომ `1903-1905 წლის ბოლომდე ტერორი ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა. განსაკუთრებით
1905 წელს, ვინც ცოტათი ხელს უშლიდა რევოლუციურ მოძრაობას, იმის წინააღმდეგ ყველა რევოლუციური პარტია ტერორს მიმართავდა, ტერორისტული აქტები ბევრი იყო. კომიტეტს არავინ ეკითხებოდა და თუკი დარწმუნდებოდნენ ვინმეს გამცემლობაში, იმაზე ბევრ გამოძიებას არ ნიშნავდნენ, თვითონ უსწორდებოდნენ. ასეთმა მასიურმა ტერორმა გასტანა თითქმის 1909 წლამდე~ (347).
რევოლუციის წლებში რევოლუციური ორგანიზაციების მიერ შექმნილი წითელი რაზმები სხვა არაფერი იყო, თუ არა ტერორისტული ორგანიზაციები, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ისინი ძირითადადDADიყენებდნენ ტერორისტული ბრძოლის მეთოდებს და ხერხებს. წითელ რაზმელებს არ შეეძლოთ გამკლავებოდნენ არმიის რეგულარულ ნაწილებს, ამიტომ თავდასხმებს ახდენდნენ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, ვისზე თავდასხმაც იოლი იყო, კერძოდ არმიის, პოლიციის,
`ოხრანკის~ დაბალ ჩინებზე, სამთავრობო დაწესებულებების ჩინოვნიკებზე, მამასახლისებზე, სასამართლოს გამომძიებლებზე და სხვებზე. ტერორს ანხორციელებდნენ შემდეგი პრინციპით: დაარტყი და გაიქეცი. დაარტყი სუსტს, დაუცველს და არა ძლიერს. როგორც ქართველი სოციალ-დემოკრატი და სოციალისტ-ფედერალისტი ტერორისტების მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების ანალიზიდან ჩანს ისინი შორს იყვნენ სოციალისტ-რევოლუციონერების `საბრძოლო ორგანიზაციის~ წევრებისათვის დამახასიათებელი თვითგანწირვიდან. მართალია, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების, ბომბების დატენვის, მათი ხმარების დროს ხშირად იღუპებოდნენ თავდამსხმელები, მაგრამ `საბრძოლო ორგანიზაციის~ ტერორისტები შეგნებულად მიდიოდნენ სასიკვდილო რისკზე. მაგალითად, სოციალისტ-რევოლუციონერების „საბრძოლო ორგანიზაციის“ წევრმა კალიაევმა სპეციალურად, ძალიან ახლო მანძილიდან ესროლა ბომბი დიდი თავადის სერგეი ალექსანდრეს ძის ეტლს, რათა მსხვერპლი არ გადარჩენილიყო ამ მანძილიდან სროლის შემთხვევაში. თუმცა იცოდა, რომ შეიძლება თვითონაც დაღუპულიყო
(348).
კავკასიის იმდროინდელი ხელისუფლების შეხედულებით:
`საქართველოში სოციალისტ-რევოლუციონერებმა და სოციალისტ-ფედერალისტებმა შექმნეს მეომარი რაზმები, ისინი შედგება გავარდნილი, თავზე ხელაღებული პირებისაგან და ასრულებენ დავალებას ადმინისტრაციულ პირთა მოკვლის შესახებ. ორივე ორგანიზაციის ამოცანას შეადგენს ერთი და იგივე მიზანი _ იბრძოლოს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ტერორის საშუალებით~ (349). მათ არ ჩამოუვარდებოდნენ და ზოგჯერ სჯობნიდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები. ეს უკანასკნელნი, გარდა იმისა, რომ ტერორით ცდილობდნენ `ხალხის მასებში გაეღვიძებინათ ინტერესი შინაური პოლიტიკისადმი, რათა ხალხს შეექმნა სამხედრო ჯგუფები თავისი კერძო მჩაგვრელების წინააღმდეგ~, თვლიდნენ, რომ ხალხის ცალკეული შეიარაღებული გამოსვლები თანდათანობით შეერწყმებოდა საერთო-სახალხო აჯანყებას (350).
ნ. ჟორდანია 1905 წელს სოციალ-დემოკრატების საქმიანობას ასე ახასიათებდა:
`ისინი ტერორს იყენებდნენ, როგორც იარაღს თავის დაცვისა და პოლიციურ ძალთა შორის პანიკის დათესვისათვის. თანახმად ასეთი შეხედულებებისა, თბილისის კომიტეტი ახდენდა ტერორისტულ თავდასხმებს ჟანდარმებზე, მეტად ერთგულ პოლიციელებზე და `ოხრანკის~ აგენტებზე. ამან გამოიღო მოსალოდნელი შედეგი, მთელი აპარატი მოეშალა მთავრობას, შიში და ძრწოლა გამეფდა `ოხრანკაში~.
ყველა მათგანი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ქუჩის ბატონ-პატრონი გახდა სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი.… პოლიცია ქუჩიდან გაქრა~ (351). უკვე 1905 წლის 25 ნოემბერს თბილისის `ოხრანკის~ უფროსი კავკასიის პოლიციის გამგეს სწერდა: `იმის გამო, რომ თბილისის ქუჩები სოციალ-დემოკრატი მენშევიკების ორგანიზაციის ხელშია, პოლიციის ხელისუფლება ფაქტიურად მოსპობილია. სოციალ-დემოკრატმა მილიციონერებმა დაიწყეს დევნა ფილერებისა და `ოხრანკის~ განყოფილება არის დარბევის საშიშროების წინაშე. ამიტომ, მე მოვხსენი ყოველგვარი მეთვალყურეობა ტერორისტებზე~ (352).
ტერორმა იმდენად დააშინა კავკასიაში პოლიტიკურ პოლიციის ადგილობრივ ორგანოებში მომუშავე ჩინები, რომ ბევრმა დატოვა სამსახური, ან ითხოვდნენ გადასვლას იმპერიის ნებისმიერ რეგიონში, კავკასიის გარდა. თვითონ თბილისის `ოხრანკის~ აგენტურული განყოფილების გამგემ
1905-1906 წლებში რ. როჟანოვმა შეიტანა პატაკი გადაეყვანათ ისეთ სამსახურში, რომელიც პოლიტიკურ ძიებას არ შეეხებოდა _
`რადგან სამუშაომ უკიდურესობამდე მოუშალა ნერვები~ (353). თვითონ უმაღლესი ხელისუფლების შეხედულებით _ `მიმდინარე რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი არის ტერორი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, იმ მიზნით, რომ მოიშორონ ყველაზე საქმიანი მოხელეები, ვინც დევნიან რევოლუციონერებს და დეზორგანიზაცია შეიტანონ ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაში. სამწუხაროდ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აღნიშნულმა სისტემამ რევოლუციონერებს მისცა დადებითი შედეგი~ (354). პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოების მონაცემებით `კავკასიაში `ტერორისტულ ნიადაგზე~ 1907 წელს მოხდა 3060 მკვლელობა და ძარცვის შემთხვევა. მათ შორის _ 689 მკვლელობა და მკვლელობის მიზნით თავდასხმის ფაქტი. ამ ტერორისტული ხასიათის თავდასხმების დროს ტერორისტებმა მოკლეს 183 და დაჭრეს 90 თანამდებობის პირი~ (355).
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რევოლუციური პარტიების ადგილობრივი კომიტეტები ტერორთან დაკავშირებით უფრო გადამწყვეტად იყვნენ განწყობილი, ვიდრე ცენტრი. მაშინაც კი, როცა რევოლუციური პარტიების ცენტრალური კომიტეტები იღებდნენ გადაწყვეტილებებს, თუნდაც დროებით შეეჩერებინათ ტერორი, ადგილობრივი კომიტეტები თავისი საქმიანობით მიდიოდნენ მიღებული დადგენილებების წინააღმდეგ
(356). ეს განპირობებული იყო რამოდენიმე მიზეზით.
ნ. ჟორდანიას დასკვნით, იმ დროს `მთელი ... მუშაობის იარაღი იყო ფული. რომელი მეთაურიც, ან ჯგუფი ფულს იშოვიდა სადმე, ის აგროვებდა თავის ირგვლივ მუშებს და ლიდერობდა. ამ მხრივ ყველაზე უფრო მდიდარი გამოდგა ლენინი. მისი აგენტები (სტალინი და სხვები) ახდენდნენ ექსებს.……მათ ჩაიგდეს ყვირილის ხაზინიდან წაღებული ფული~ (357). ფულის საშოვნელად კი კავკასია-ში არსებული ყველა რევოლუციური პარტია ახდენდა ექსპროპრიაცებს. შეიარაღებული თავდასხმების გზით ძარცვავდნენ სახელმწიფო, თუ კერძო დაწესებულებებს, კერძო პირებს. ტერორისტული ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ექსპროპრიაციები ყველაზე მეტად აახლოებს ტერორისტებს სისხლის სამართლის დამნაშავეებთან. მათ შორის რამოდენიმე მსგავსებაა: პირველი ის, რომ ორივე კატეგორია შეგნებულად არღვევს არსებულ კანონებს, მეორე _ იყენებენ დანაშაულის ჩადენის პრაქტიკულად ერთნაირ საშუალებებს, მესამე _
ტერორისტები არც თუ იშვიათად ექსპროპრიაციებს ახდენენ სისხლის სამართლის დამნაშავეების გამოყენებით და ხშირად ითვისებენ ხელში ჩაგდებული ფულის დიდ ნაწილს (358).
ხშირ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანების ძარცვამ, ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცებამ, მაგალითად, მენშევიკმა ტერორისტებმა
1906 წელს ბათუმში ამ მიზნით გაიტაცეს საზოგადებაში დაფასებული ექიმი და შემდეგ მოკლეს, გამოიწვია რევოლუციური პარტიების პოპულარობის დაცემა მოსახლეობაში (359). შემცირდა შესაბამისად რევოლუციის თანამგრძნობთა რაოდენობა. სა-ხელი გაუტყდათ ასევე საზღვარგარეთაც. მაგალითად, თბილისში ერევნის მოედნიდან `ლეგენდარული“ ბოლშევიკ-ექსპროპრიატორის კამოს (ტერ-პეტროსიანის) მეთაურობით სოციალ-დემოკრატების მიერ, გატაცებული 250000 მანეთის მსხვილი კუპიურების გადახურდავებისას შვეიცარიაში დააპატიმრეს ცნობილი ბოლშევიკი ლიტვინოვი. ნ. ჟორდანის სიტყვებით,
`გავარდა ხმა მთელ ევროპაში, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატები არიან ბანდიტები, მცარცველები და სხვა. ინტერნაციონალი შეშფოთდა, ასეთ ხალხს ჩვენთან რა უნდაო~ (360). ამ და სხვა მიზეზების გამო (ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური პოლიციის მიერ აგენტურის გამოყენებაში ტაქტიკის შეცვლაც იყო, თუმცა ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ) 1907 წელს ჯერ სოციალისტ-რევოლუციონერების ცენტრალურმა კომიტეტმა, შემდეგ კი სოციალ-დემოკრატებმა და სოციალისტ-ფედერალისტებმა გადაწყვიტეს ექსპროპრიაციები აღარ მოეწყოთ. მაგრამ ბოლშევიკი რევოლუციონერი კ. ცინცაძის სიტყვებით, ისინი მაინც აგრძელებდნენ `ექსებს~
_ `რადგან ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ `სახელმწიფო `ექსები~ და ხანდახან ტერორისტული აქტებიც პარტიზანული ომის ნაწილია, რომელსაც ერთგვარი დეზორგანიზაცია შეაქვს მთავრობის მექანიზმში…...…საჭიროა პარტიამ აიღოს ეს საქმე ხელში, უხელმძღვანელოს, გაასპეტაკოს, `ექსებს~ დაუდოს იდეური საფუძველი~ (361).
ნ. ჟორდანია თავის მოგონებაში ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რადგან ბოლშევიკები აგრძელებდნენ `ექსებს~,
მასზე იმედი დაამყარა პლეხანოვმა, როგორც ექსპროპრიატორების პარტიიდან გარიცხვის მომხრეზე. თუმცა მისივე სიტყვებით: `მე, ვერ შევპირდი ... თუ ეს ორივე კატეგორია თავიდან მოვიცილეთ, პარტიაში ვინღა დარჩებოდა~
(362). მას პარტიიდან წევრების წასვლა კი არ აღელვებდა, არამედ სულ სხვა რამ. ზემოთ დასახელებული რევოლუციონერის კ. ცინცაძის მოგონებაშივე ვკითხულობთ:
`შემაერთებელი ყრილობის გათავების შემდეგ, რომელზედაც მენშევიკების წყალობით ექსპროპრიაციები დაგმობილი იყო, მე შევეკითხე ამხანაგ ბანუსიანს: შეიძლება თუ არა აწი `ექსების~ გაკეთება, რას ამბობს ამის შესახებ ნოე ჟორდანია ... მან მიპასუხა სიტყვა-სიტყვით შემდეგი: თუმცა ყრილობამ ოფიციალურად უარყო, მაგრამ შინაურულად ადგილობრივ ორგანიზაციებს მიანდო, სადაც შესაძლებელი იქნება `ექსების~ გაკეთება. ნოე ჟორდანიაც ამ აზრისაა და თანახმაა ჩვენი მუშაობის გაგრძელების~ (363). აგრძელებდნენ კიდეც `მუშაობას~ _ მენშევიკებმა ექსპროპრიაციების აკრძალვის შემდეგ რამოდენიმეჯერ სცადეს `ექსების გაკეთება~ და `თელავის გზატკეცილზე მოხდენილი `ექსიდან~
6 ათასი წაიღეს, მხოლოდ მენშევიკების ორგანიზაციას ძლიერ ცოტა ხვდა, რადგან მეტი ნაწილი თვით მოქმედმა პირებმა გაინაწილეს~. ხოლო ხარაგაულთან საფოსტო მატარებელზე თავდასხმისას `დაიღუპნენ მენშევიკი `ექსისტები~, გადარჩენილმა თავდამსხმელმა გატაცებული ფულიდან ორგანიზაციას არაფერი მისცა და თვით გაიქცა საზღვარგარეთ~ (364). ბოლშევიკებმა კი, თანამედროვის მოგონებით, შეძლეს რამოდენიმე წარმატებული `ექსის~ გაკეთება და ექსპროპრირებული ფული გადასცეს პარტიას (365).
1905-1906 წლებში რუსეთის იმპერიაში არსებული რევოლუციური ორგანიზაციები აქტიურად მუშაობდნენ, გახშირდა ტერორისტული აქტებიც. შესაბამისად, ორგანიზაციის წევრების წაქეზება აქტიური მოქმედების დასაწყებად საიდუმლო თანამშრომლების მეშვეობით საჭირო აღარ იყო. დემონსტრაციები და პოლიციასთან შეჯახებები ყოველდღიურ მოვლენებად გადაიქცა. რევოლუციური ორგანიზაციების საქმიანობის მხოლოდ `გაშუქება~ და შემდეგ მათი `ლიკვიდაციები~ მასიური ტერორის ფონზე შედეგს არ იძლეოდა. განადგურებული ორგანიზაციების ადგილზე ჩნდებოდა ახლები, მათში კი აგენტ-თანამშრომლები უკვე აღარ იყვნენ. თბილისის `ოხრანკის~ აგენტურის შემადგენლობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი უმრავლესობა
1905-1906 წლებში იყვნენ რევოლუციური ორგანიზაციების რიგითი წევრები, ან შეადგენდნენ დამხმარე აგენტურას და ორგანიზაციის საქმიანობაზე სრული სურათის შექმნა არ შეეძლოთ. ორგანიზაციის განადგურების შემთხვევაში ისინი გინდაც არ დაეპატიმრებინათ, განსხვავებით ხელმძღვანელობაში მდგომი პირებისგან, სანამ აღადგენდნენ კავშირებს თანაპარტიელებთან, ვეღარ იძლეოდნენ ინფორმაციას, ან საერთოდ კარგავდნენ პარტიულ კავშირებს.
ამავე წლებში გამოიკვეთა აგენტურის სამსახურით სარგებლობისთვის დამახასიათებელი სხვა ნაკლიც. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აგენტების მართვა, მხოლოდ ერთი ხელმძღვანელის მეშვეობით, იწვევდა მათ დაუკონტროლირებლობას. აგენტი-თანამშრომელი რევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობაში არა მარტო აქტიურად მონაწილეობდა და რევოლუციონერების აზრით ეწეოდა `პროვოკაციას~
_ ინფორმაციას აწვდიდა `ოხრანკას~, არამედ სარგებლობდა ხელმძღვანელის ნდობით, დაუკონტროლირებლობით და ხელოვნურად ქმნიდა დანაშაულს, რათა მიეღო ფულადი ჯილდო რევოლუციური აქტების გახსნის გამო. პოლიტიკური პოლიციის ჩინების აზრით, სწორედ ეს იყო `პროვოკაცია~. პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნული დირექტორი ტრუსევიჩი 1907 წლის 10 მარტს `ოხრანკის~ განყოფილებებს უგზავნის წერილს, რომელშიც აღნიშნულია: `პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა ცნობები საიდუმლო თანამშრომლების აქტიურ მონაწილეობაზე ისეთი სახის რევოლუციურ საქმიანობაში, როგორიცაა ექსპროპრიაციები ... თანამშრომლები არ უნდა ეწეოდნენ ე.წ. `პროვაკატორობას~,
ანუ თვითონ არ უნდა ქმნიდნენ საიდუმლო საზოგადოებებს და პასუხისმგებლობას აკისრებდნენ მისი ორგანიზებისთვის სხვა პირებს, ამ საქმეში მეორეხარისხოვან როლს, რომ ასრულებენ~ (366).
ტრუსევიჩმა კი მოინდომა გარკვეულწილად პოლიტიკური პოლიციის საქმიანობაში წესრიგის შეტანა, მაგრამ იმ ხერხებით, რომლის აკრძალვასაც იგი ცდილობდა, პოლიტიკური პოლიცია ანხორციელებდა თავის ოპერატიულ საქმიანობას. კერძოდ: ჯერ ერთი იმ რევოლუციონერს, რომელსაც ვერ აპატიმრებდნენ სამხილის უქონლობის გამო, აგენტი ხელმძღვანელის დავალებით აძლევდა ან `მიუყრიდა~ პროკლამაციებს, არალეგალურ ლიტერატურას, იარაღს. ასეთ ნივთმტკიცებებს `ოხრანკის~ ოფიცრები აღურიცხავად ინახავდნენ და საჭიროების შემთხვევაში აძლევდნენ აგენტს. მეორეც _
აგენტი ვერ მოიხვეჭდა ავტორიტეტს, თუ არ შექმნიდა რევოლუციურ წრეებს, ან თუ არ მიიღებდა მონაწილეობას ტერორისტულ აქტებში, მესამეც _ აგენტისგან ხელოვნურად შექმნილი ორგანიზაციის, თუ `მიყრილი~ ნივთმტკიცებების აღმოჩენის შემთხვევაში პოლიტიკური პოლიციის ოფიცრები შეძლებულ დაპატიმრებულებს ართმევდნენ ფულს და უშვებდნენ. ბუნებრივია, რომ ხშირად აგენტი-თანამშრომლებიც თვითნებურად, ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით ქმნიდნენ ორგანიზაციებს, აგროვებდნენ ხალხს, იძენდნენ იარაღს, დგამდნენ ტიპოგრაფიებს, შემდეგ კი `ოხრანკის~ ხელში აგდებდნენ (367). 1908 წლის ივლისში პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილება აცნობებდა თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებას, რომ `ნავთის საწყობის გამგეს ალტიევს აგენტ-თანამშრომელმა, რომელიც მასთან მუშაობდა საქმეთა მმართველად, მიუყარა ბომბები, რათა მიეღო ფულადი ჯილდო მისი აღმოჩენისათვის~ (368). მაღალი ჩინის ჟანდარმერიის ოფიცრის სიტყვებით 1905-1906 წლებში ჯილდოებს ტიპოგრაფიის რიცხვის მიხედვით აძლევდნენ და ამიტომ ერთ პატარა ქალაქში წლის განმავლობაში ცხრა ტიპოგრაფია `გაუხსნიათ~ _ `კონკურენტების~ Gგულის გასახეთქად (369).
$2. პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკური ხაზი 1906 წელს
პოლიციის დეპარტამენტმა საიდუმლო თანამშრომლების გამოყენებაში რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ
1906 წლიდან დაიწყო ახალი ტაქტიკური ხაზის გატარება. იგი დაკავშირებულია პეტერბურგის `ოხრანკის~ უფროსის გენერალ გერასიმოვის სახელთან. საკუთარი ნიჭის წყალობით დაწი-ნაურებულმა ზუბატოვის მოსწავლემ და მისმა ღირსეულმა მემკვიდრემ, განავითარა პოლიტიკური ძებნის ზუბატოვისეული მეთოდები და ხერხები. თავისთავად ცხადია, მას ასეთ საქმეში საკმაოდ ძლიერი მფარველი და მხარდამჭერი უნდა ჰყოლოდა მმართველ წრეებში. ასეთი მფარველი კი იყო ცარისტული რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მოღვაწე სტოლიპინი. სტოლიპინის სა-ხელთან არის დაკავშირებული არა მარტო რუსეთის კაპიტალისტურ რელსებზე გადასვლის საკმაოდ საინტერესო გეგმის განხორციელების დაწყება, არამედ პოლიტიკური პოლიციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. იგი თვლიდა, რომ მხოლოდ დათმობებით, ან ძალისმიერი მეთოდებით არ შეიძლებოდა მიზნის მიღწევა. სტოლიპინის აზრით, რომელიც მან გამოთქვა კავკასიის მეფისნაცვალთან საუბარში 1907 წელს პეტერბურგში შეხვედრის დროს: `პოლიტიკური ძებნა არის რევოლუციურ მოძრაობასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი საშუალება~. მან კარგად გაანალიზა, რომ რევოლუციის საბოლოო ჩახშობა, შეუძლებელი იყო `სწორად დაყენებული და ორგანიზებული აგენტურის~ გამოყენების ტაქტიკის გარეშე. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ზემოთ მოყვანილი 1907 წლის `ოხრანკის~ განყოფილებების ახალი დებულების, ასევე #120 `შინაგანი აგენტურის ორგანიზაციაზე და წაყვანაზე~ და #140 გარე (ფილერულ) მეთვალყურეობაზე ინსტრუქციების შემოღება. სტოლიპინი თვლიდა, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ამ პერიოდში მისი ხელმოწერით გაგზავნილ ერთ-ერთ ცირკულარში ერთად არის მოთავსებული შემდეგი მითითებები: `ადგილობრივმა ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა უნდა მიიღოს ზომები, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას ის ეკონომიური მიზეზები, რომელსაც ეყრდნობა რევოლუციონერთა აგიტაცია და…... აგენტურის მეტი ყურადღება უნდა მიმართოთ განსაკუთრებით მავნე რევოლუციონერების წინააღმდეგ, რომელთა ამოღება წარმოადგენს პოლიციის და ჟანდარმერიის ჩინების პირველი რიგის ამოცანას. სწორად უნდა შეირჩეს მათი დაპატიმრების დრო, კერძოდ უნდა მიღებულ იქნას საკმარისი მითითებები აგენტურისგან, რომ შეგროვდეს საკმარისი ფორმალური მტკიცებულებები მათ დასაპატიმრებლად~ (370).
1906 წლიდან იმ რევოლუციურ ორგანიზაციებს, რომლებშიც `სოლიდური თანამშრომლები~ ყავდათ, აღარ ანადგურებდნენ, პირიქით მათ იცავდნენ ჩავარდნებისგან. საერთო პოლიციას და ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოებს მიეცათ მითითება, არ დაეპატიმრებინათ არავინ, არ მოეწყოთ არავითარი ჩხრეკა `ოხრანკის~ განყოფილების უფროსის გარეშე. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ არ მომხდარიყო `ოხრანკის~ განყოფილების ოპერატიული საქმიანობის ჩაშლა _ საიდუმლო თანამშრომლის, ან მასთან დაკავშირებული პირების დაპატიმრებით. საქმე იმაშია, რომ დაინერგა, უფრო სწორედ დღის სინათლეზე გამოტანილ იქნა ზუბატოვისგან შემუშავებული, მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ კი მივიწყებული იდეა _ აგენტურის მეშვეობით დაეკონტროლებინათ და ემართათ რევოლუციური ორგანიზაციები.
ამ პერიოდიდან `ოხრანკის~ განყოფილებები მხოლოდ მაშინ ახდენდნენ იმ რევოლუციური ორგანიზაციების ლიკვიდაციას, რომელშიც `კარგი~ აგენტი ყავდათ, როცა გარდაუვალი იყო ისეთი ტერორისტული აქტი, ან სხვა სახის დანაშაული, რომელიც მოცემულ მომენტში `ოხრანკის~ ოფიცრების აზრით, არასასურველს წარმოადგენდა და შეუძლებელი იყო მისი აღკვეთა რევოლუციონერთა დაპატიმრების გარეშე. ამასთან, თანამშრომლებს სთხოვდნენ წინასწარ მიეწოდებინათ ინფორმაცია რევოლუციური ორგანიზაციის დასაპატიმრებლად გამიზნული წევრებისათვის რა სახის ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება აღმოეჩინათ. საქმე იმაშია, რომ 1905-1906 წლებში ტერორისტების და საერთოდ რევოლუციონერების ნაჩქარევმა დაპატიმრებებმა, ხშირ შემთხვევაში გადაუმოწმებელი ცნობების საფუძველზე ნივთიერი სამხილის გარეშე, უარყოფითი როლი ითამაშა `ოხრანკის~ მუშაობის შედეგიანობაზე. ბათუმში ადგილობრივი პოლიტიკური ძებნის ორგანოების მიმოხილვაში, რევოლუციური მოძრაობის შესახებ აღნიშნულ პერიოდში ნათქვამია:
`დღეს დაიჭერენ აგიტატორს, ხვალ ათავისუფლებენ მას. მაძიებელ ორგანოთა ბრძოლა რევოლუციურ მოძრაობასთან პროკურატურის და საგამომძიებლო ორგანოთა განმარტებით უმიზნოა. ჩვენ უნდა გვემტკიცებინა ამა თუ იმ პირისათვის, რომ ის ინახავდა არალეგალურ ლიტერატურას გავრცელების მიზნით. ამის დასამტკიცებლად კი არ მოგვეპოვებოდა საჭირო მასალა და დამნაშავე თავს აღწევდა გასამართლებას ... რევოლუციონერებს კარგად აქვთ შესწავლილი ახალი სისხლის სამართლის დებულება და მათ წინააღმდეგ ვერავითარ ბრალდებას ვერ წამოაყენებ~ (371).
შესაბამისად რევოლუციონერებიც კარგად იცავდნენ კონსპირაციას. აი, რას წერდა მოსკოვის `ოხრანკის~ უფროსი გენერალი ზავარზინი ბოლშევიკების პარტიაში კონსპირაციის დაყენებაზე: `ამ პარტიაში მუშაობაში რთავენ წევრებს მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სარგებლობენ მეტსა-ხელებით, გაურბიან ხშირ შეხვედრებს, ცდილობენ არ შეინახონ ისეთი საბუთები, რომელსაც გამოიყენებს პოლიცია მათ წინააღმდეგ. ფილერების მიერ მათზე თვალთვალის დამყარების აღმოსაჩენად იღებენ სხვადასხვა ზომას. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში გამოდგავენ პირობით ნიშნებს გაფრთხილების მიზნით _
ლამპარს, ყვავილების ქოთანს, ან ადგილს უცვლიან მათ. პარტიის ხელმძღვანელობა ყოველთვის იმყოფება საზღვარგარეთ. თუ ვარდება რომელიმე ადგილობრივი ორგანიზაცია, ამით პარტიის მუშაობა არ იშლება მთლიანობაში. კონსპირაციული მოსაზრებებით თითქმის ყოველთვის უარს ამბობენ ჩვენებების მიცემაზე, კონსპირაცია გამოვლენილი ბოლშევიკებისგან წარმოდგენს ძალიან სასწავლებელს~ (372). ამ აზრს ადასტურებს ცნობილი ბოლშევიკის ვ. მენჟიცკის შესახებ, ასევე ცნობილი ბოლშევიკის ე. სტასოვას მოგონება:
`ეს იყო განათლებული მარქსისტი, კარგი პროპაგანდისტი და მოხერხებული კონსპირატორი. როგორი თვისებები უნდა აღეზარდა თავის თავში პარტიულ მუშაკს? უპირველეს ყოვლისა სიზუსტე. ხანდახან გვიწევდა შეხვედრები ქუჩაში, რომელიმე კუთხეში და აქ საჭირო იყო სიზუსტე. თუ თქვენ მიხვედით დაგვიანებით, ამხანაგს უწევს ლოდინი. ამით იგი ამახვილებს თავის თავზე გოროდოვოის, შპიკის, მეეზოვის ყურადღებას, ამიტომ საჭიროა წუთი-წუთზე შეხვედრა და შემდეგ გზის გაგრძელება. მაშინ თქვენი შეხვედრა ჩაივლის შეუმჩნევლად. `იავკები~ ბინებში ხშირად იყო ექიმებთან და ადვოკატებთან. მიღების საათები მათ განსაზღვრული აქვთ. მაშასადამე უნდა დროულად მიხვიდე და გამოხვიდე. ასევე საჭიროა დაკვირვებულობა, ყურადღება ირგვლივ მყოფებზე. ამ თვისებებს ჩვენ ვიმუშავებდით შემდეგნაირად: მე შევდიოდი ოთახში და ამხანაგი მეუბნებოდა სწრაფად შეტრიალდი და თქვი რა დაინახე, როცა შემოხვედი~ (373).
ე. სტასოვა ეხება რა დაკითხვების პროცესს აღნიშნავს, რომ დაკითხვისას მათ `ოხრანკელები~ სვამდნენ სინათლის წყაროს პირდაპირ და აკვირდებოდნენ სახის გამომეტყველებას. ამიტომ:
`ისე უნდა დაგვეჭირა თავი, რომ თვალების თამაშს არ გაეცა ჩვენი აზრები და გრძნობები~. კითხულობ ზემოთმოყვანილ ციტატებს და გგონია ლაპარაკია ძლიერი სახელმწიფოს სპეცსამსახურის აგენტებზე. უნდა ითქვას, რომ ეს იყო ვ. ლენინის მოთხოვნის ცხოვრებაში გატარება. რომლის სიტყვებით `პოლიტიკური პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვს განსაკუთრებულ თვისებებს, ითხოვს რევოლუციონერებს პროფესიით~
(374).
ამ და კონსპირაციის სხვა ხერხების, მეთოდების გამოყენებით რევოლუციო-ნერები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიტიკურ პოლიციას. სხვათა შორის ბოლშევიკებს ეს გამოცდილება გამოადგათ საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობაში. ვ. მენჟიცკი 1919
წლიდან მუშაობდა ჩეკაში. მან ფ. ძერჟინსკისთან ერთად შეიმუშავა ჩეკას-ს სტრუქტურა, სრულყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და მისი ხელმძღვანელობით მოხდა თეთრგვარდიული ორგანიზაციების _
`ნაციონალური ცენტრის~ და `ტაქტიკური ცენტრის~ აღმოჩენა და განადგურება მოსკოვსა და პეტერბურგში. ზემოთ ნახსენები ბოლშევიკი ტერორისტ-ექსპროპრიატორი კ. ცინცაძე კი 1920-იან წლებში იყო საბჭოთა სოციალისტური საქართველოს ჩეკა-ს უფროსი.
ამრიგად, პოლიტიკური პოლიციის ბრძოლა
1905-1906 წლებში რევოლუციონერების წინააღმდეგ წარმატებული ნამდვილად არ იყო. ხოლო აქტიუ-რი რევოლუციონერების და ტერორისტების დაუსჯელობამ გამოიწვია ძალისმიერი სტრუქტურების (საერთო პოლიცია, ჯარი) მხრიდან საპასუხო რეაქცია _ დაპატიმრებული რევოლუციონერების მკვლელობები ვითომც პატიმრების გაქცევის მცდელობის მომიზეზებით. დაიწყო თეთრი ტერორი.
`ოხრანკის~ განყოფილებებმა კი ამ მიზნისთვის გამოიყენეს
1901-1902 წლებში ზუბატოვის ლოცვა-კურთხევით იმპერიის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში ჩამოყალიბებული შავრაზმული ორგანიზაციები. საქართველოში, კერძოდ თბილისში შავრაზმულ ორგანიზაციებში 1500-დან 2000-მდე კაცი იყო გაერთია-ნებული, უპირატესად რუსები. რევოლუციონერი ვ. ცაბაძე თავის მოგონებაში აღნიშნავდა, რომ `რუსი მუშების დიდი უმრავლესობა ნაციონალისტური აზროვნებით იყო გამსჭვალული. აქ ისინი გაბატონებული ერის წარმომადგენლად გრძნობდნენ თავს და ამიტომ მათთან დაახლოება, როგორც პოლიტიკურად, ისე კონსპირაციულად ძნელი იყო~ (375) სწორედ რუსები შედიოდნენ თბილისში არსებული შავრაზმული ორგანიზაციების გვერდით შექმნილი საბრძოლო რაზმების შემადგენლობაში. ნაუმოვი, მოლჩანოვი, პიორიშკინი, აი, შავრაზმელი ტერორისტების მოკლე სია. მათ საკმაო რაოდენობის რევოლუციონერი გამოასალმეს სიცოცხლეს. მოლჩანოვის ხელით დაიღუპა ზემოთ დასახელებული სოციალისტ-რევოლუციონერების ალექსანდრე და მარია ხუდადოვების მამა. მათსავით რევოლუციონერი, ძველი ხალხოსანი
(375). ისინი თანამშრომლობდნენ `ოხრანკასთან~, სარგებლობდნენ რა მათი მფარველობით იმ რევოლუციონერებს, ვისაც `ოხრანკა~ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ აპატიმრებდა, ფიზიკურად სპობდნენ. აგენტებმა პოლიტიკური პოლიციის ჩინების მითითებების თანახმად დაიწყეს სხვა რევოლუციური პარტიების წევრების წინააღმდეგ `საკუთარი~ პარტიის წევრების წაქეზება. თბილისის `ოხრანკის~ საქმეებში არის აგენტურის ინფორმაცია რომელშიც ნათქვამია, რომ `თბილისში ქართველებმა შექმნეს ვიღაც ქალბატონის მეთაურობით ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა გავლენიან სომხებზე ტერორის განხორციელება.~ მეორე ინფორმაციაში კი ნათქვამია: `სომხებმა შეიტყვეს ამის შესახებ და თავის მხრივ შექმნეს რაზმი გავლენიანი ქართველების ტერორიზებისათვის~ (377). ალბათ, პოლიტიკური პოლიციის ახალი ტაქტიკიდან გამომდინარე ამ ინფორმაციის გავრცელებას და სომხებისთვის შეტყობინებას არ ჩაუვლია `ოხრანკის~ აგენტურის გარეშე.
იმ ხანებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოსკოვში შავრაზმული ორგანიზაციის წევრის მიერ რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდის წაქეზებამ და გამოყენებამ ხელისუფლებისათვის არასასურველი გაზეთის `მოსკოვსკიე ვედომოს-ტის~ რედაქტორის, ამავე დროს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ილიოსის მოსაკლავად. ამ მკვლელობის სათავე იდო ხელისუფლების და პოლიტიკური პოლიციის უმაღლეს ეშელონებში მიმდინარე ინტრიგებში.
1907 წლის დასაწყისში სასახლის კარის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა მოინდომა იმ მომენტში მათთვის არასასურველი ფინანსთა მინისტრის ვიტეს მოკვლა. პოლიტიკური პოლიციის დავალებით პეტერბურგში მოქმედი `რუსი ხალხის კავშირის~ წევრი კაზანცევი გაეცნო ვინმე ფეოდოროვს, რომელსაც სურდა `აქტიური~ რევოლუციური მოღვაწეობა და შესთავაზა თავდასხმის მოწყობა ვიტეზე. დაარწმუნა, რომ თვითონ იყო სოციალისტ-რევოლუციონერ მაქსიმალისტების პარტიის წევრი. თუმცა ვიტეზე თავდასხმამდე ფეოდოროვი წააქეზა `პრაქტიკის~, თუ ხელში უფრო კარგად დაჭერის მიზნით თავს დასხმოდნენ ილიოსს, რადგან იგი იყო შავრაზმელი და რევოლუციონერთა მტერი. კაზანცევმა დაგეგმა მკვლელობის ჩადენის დეტალები. შესრულება კი მიანდო ფეოდოროვს. მხოლოდ დანაშაულის ჩადენიდან ერთი კვირის შემდეგ, ილიოსის ვინაობის გარკვევის შემდეგ მიხვდა ფეოდოროვი თუ რა მიზნით გამოიყენეს იგი შავრაზმელების უკან მდგომმა პოლიტიკური პოლიციის ჩინებმა (378).
`ოხრანკელების~ მიერ თეთრი ტერორის დაწყება რევოლუციონერებს მხედველობიდან არ გამორჩათ. თბილისის `ოხრანკის~ უფროსი
1908 წელს აცნობებდა თბილისის სამხედრო გუბერნატორს, რომ `გასულ წელს მუშათა ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს ტერორის გაკეთება პოლიციის და `ოხრანკის~ ჩინების წინააღმდეგ. `ოხრანკასთან~ დაკავშირებით იგი გამოიხატა განყოფილების თანამშრომლების თვალთვალში და მათ მითითებაში ტერორისტებისათვის, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოლგას ქუჩაზე მომუშავე გაზეთების გამყიდველმა. მან ამ საქმეში საკმაო გამოცდილება შეიძინა~ (379). ამავე წერილში ნათქვამია, რომ სოციალ-დემოკრატ მიხა ჩოდრიშვილის მეუღლე მელანო ეწეოდა განყოფილების თანამშრომლების თვალთვალს და უთითებდა მათზე ტერორისტებს.
$3. წითელი ტერორის განხორციელების
მეთოდები და ხერხები
რევოლუციონერების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების დროს გამოყენებულ მეთოდებზე და ხერხებზე წარმოდგენას გვაძლევს სოციალისტ-რევოლუციონერების `საბრძოლო ორგანიზაციის~ საქმიანობის ანალიზი. მისმა წევრებმა 1905-1907 წლის რევოლუციის დროს განახორციელეს უამრავი ტერორისტული აქტი. დახვეწეს და განავითარეს ტერორის განხორციელების `ტექნიკა~. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის ბ. სავინკოვის სიტყვებით: `ტერორისტის სამუშაო მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ ბომბით ხელში გამოვიდეს ქუჩაში, არამედ იმაშიც, რომ ტერორისტს უხდება ცხოვრება უბრალო ადამიანად და დაკავებულია ძალიან ძნელი, არასასიამოვნო საქმით _ სისტემატური მეთვალყურეობით~ (380).
`საბრძოლო ორგანიზაციის~ წევრები გადაცმულები წვრილ ვაჭრებად და მეეტლეებად უთვალთვალებდნენ მომავალი მსხვერპლის მოძრაობის მარშრუტს. ცდილობდნენ დაედგინათ რა გზით მოძრაობდა ტერორდანიშნული პირი და რომელ ადგილზე შეიძლებოდა მასზე წარმატებული თავდასხმის მოწყობა. გენერალ ტრეპოვზე ტერორისტული აქტის მომზადებისას `საბრძოლო ორგანიზაციის~ წევრი ივანოვი მთელი წელი, 1905 წლის შემოდგომიდან 1906 წლის შემოდგომამდე მუშაობდა მეეტლედ
(381). მეთვალყურეობის ამდაგვარ ხერხს რევოლუციონერები იხსენიებდნენ `გარე მეთვალყურეობის~ სახელით. მის გარდა `საბრძოლო ორგანიზაციაში ჩაისახა `შინაგანი ძებნაც~. ბ. სავინკოვი ორგანიზა-ციაში ტ. ლეონტიევას მიღების მიზეზად (ლეონტიევა არ იყო მთლად ნორმალური) ასახელებს ერთის მხრივ მის `ერთგულებას რევოლუციისადმი და მზადყოფნას მისთვის წასულიყო მსხვერპლზე~ და მეორეს მხრივ კი `ქალიშვილი იაკუტიის ვიცე-გუბერნატორის, არისტოკრატი დედით და დედითვე დაკავშირებული მდიდარ და ჩინოსან პეტერბურგთან, გვაძლევდა საშუალებას გვყოლოდა კარგი ინფორმაციის წყარო მინისტრების და დიდი თავადების შესახებ ცნობების მისაღებად~ (382).
პოლიტიკურმა პოლიციამ 1905 წელს გახსნა ,,საბრძოლო ორგანიზაციის~ ზემოთხსენებული მეთოდი – გარე მეთვალყურეობა მეეტლეების, წვრილი ვაჭრების საშუალებით და მის წინააღმდეგ მიიღო სათანადო კონტრზომები (383). აზეფმა კი გერასიმოვის ხელმძღვანელობით სრული დეზორგანიზაცია გაუკეთა მის საქმიანობას. აქ არ შევეხებით ამ დეზორგანიზაციის მექანიზმს, თუმცა თავისთავად იგი საინტერესოა და პოლიციის დეპარტამენტის ახალ ტაქტიკურ ხაზზეც უფრო ნათელი წარმოდგენის შექმნა შეუძლია. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ აზეფმა შეძლო დაერწმუნებინა სხვადასხვა ხერხით თანამებრძოლები ტერორისტული ბრძოლის გაგრძელების უაზრობაში. მაგალითად, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის წარმომადგენელზე ამზადებდნენ თავდასხმას, აზეფი შეგნებულად აძლევდა მათ ცრუ მარშრუტს და ტერორისტები ისედაც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილები იმით, რომ ვერ ახერხებდნენ სამიზნის მოძრაობის მარშრუტის დადგენას, ამჩნევდნენ მოულოდნელად ფილერებს. მათ, აზეფის მითითების თანახმად, ტერორისტებზე სათვალთვალოდ უშვებდა გენერალი გერასიმოვი. ოღონდ ავალებდა, რომ ტერორისტებს შეემჩნიათ მეთვალყურეები. ბუნებრივია, ნერვიული დაძაბულობა თავისას შვრებოდა და ტერორიტებიც გაქცევით შველოდნენ თავს. უპატრონოდ ტოვებდნენ ეტლებს, კონსპირაციულ ბინებს (384).
ასეთი ტაქტიკის გამოყენების უპირატესობა მდგომარეობდა იმაშიც, რომ მართალია არ ხდებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრების დაპატიმრება და მათი ნაწილი კი დამოუკიდებლად აგრძელებდა ტერორს (ტერორისტებს, მათი `გამზრდელი~ რევოლუციის არისტოკრატები, მაგალითად, ბ. სავინკოვი უნერგავდნენ აზრს, რომ: `ტერორისტის ვალია მუდმივად იყოს ტერორში~), მაგრამ ჯერ ერთი ეს ტერორისტული აქტები არ იყო `ცენტრალური მნიშვნელობის~, მეორეც ასეთი ტაქტიკით ნარჩუნდებოდა `ცენტრალური მნიშვნელობის აგენტი~. საინტერესოა, რომ როდესაც გაჟონა ინფორმაციამ აზეფის პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ გერასიმოვმა გაწირა სხვა აგენტი სოციალისტ-რევოლუციონერებში ვინმე ტატაროვი. ამ პირის გამცემლობაზე აცნობეს პარტიის წევრებს და ამით დაარწმუნეს ისინი, რომ აზეფი ინფორმაციის გაცემაში არაფერ შუაში იყო. ტატაროვის, როგორც გამჟღავნებული აგენტის მკვლელობის ორგანიზაცია სოციალისტ-რევოლუციონერების ცენტრალურმა კომიტეტმა დაავალა თვითონ აზეფს (385)!!!
პოლიტიკური პოლიციის ამდაგვარი ტაქტიკის შედეგად 1906 წელს აზეფის და სავინკოვის მეთაურობით მოქმედმა `საბრძოლო ორგანიზაციამ~ არსებობა შეწყვიტა. მართალია პოლიტიკურმა პოლიციამ შეინარჩუნა აზეფი, მაგრამ სოციალისტ-რევოლუციონერების ცენტრალურ კომიტეტთან მალე ახალი `საბრძოლო ორგანიზაცია~ ჩამოყალიბდა. მისმა ხელმძღვანელობამ კრიტიკულად შეაფასა ძველი ორგანიზაციის გამოცდილება და შეიმუშავა ახალი მეთოდები ტერორის განსახორციელებლად. აი, როგორ აგვიწერს მათ ორგანიზაციის წევრი: `ორგანიზაცია ძებნას აწარმოებდა (ე.ი. ინფორმაციას აგროვებდა მსხერპლზე) ორი მიმართულებით. `გარე ძებნა~ _ ქუჩის მეთვალყურეობა შიკრიკების და ფილერების მეშვეობით შენარჩუნდა, მაგრამ წინ წამოიწია `შინაგანმა ძებნამ.~ იძებნებოდნენ ადამიანები საზოგადოებაში და პარტიაში, ვისაც შეეძლოთ მიეცათ რაიმე მითი-თება, რაიმე მონაცემები აღნიშნულ პირზე (მსხვერპლზე), გარე მეთვალყურეობა კი ამოწმებდა მათ მონაცემებს~ (386).
ამ პერიოდში სოციალ-დემოკრატებიც საკმაოდ წარმატებით იყენებდნენ ასეთ ხერხს, თუმცა უმთავრესად ექსპროპრიაციების, ან ადამიანების გატაცებების დროს. 1905 წლის 3 ოქტომბერს ვ. ლენინი სტატიაში `რევოლუციური არმიის რაზმების ამოცანები~ იძლევა კონკრეტულ მითითებებს ასეთი რაზმის საქმიანობის საწარმოებლად (387). აღნიშნავს, რომ რაზმის წევრებს უნდა შეემუშავებინათ მეთოდები და ხერხები ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის წარმოებისათვის. იძლევა რა ქუჩაში ბრძოლის საშუალებების, მეთოდების, ხერხების დახასიათებას, ლენინი სტატიაში მიუთითებს, რომ რაზმის წევრებს უნდა დაუყოვნებლივ დაეწყოთ შეიარაღებული თავდასხმები თუნდაც `უწესრიგო, მოუმზადებელი წვრილი ტერორი~. ამასთან, აუცილებელი იყო შეიარაღებული თავდასხმების დაყოფა ორ _ მოსამზადებელ და უშუალო თავდასხმის (სამხედრო) ოპერაციად. მოსამზადებელ პერიოდში ლენინი ითხოვდა ყოველგვარი სახეობის იარაღის შეძენასთან ერთად `ეწარმოებინათ დაზვერვითი სამუშაოები: ციხის, პოლიციის ნაწილებში, სახელმწიფო დაწესებულებებში~. ანუ მათში გაეჩინათ სანდო პირები და დაემყარებინათ კავშირები ამ დაწესებულებების იმ თანამშრომლებთან, ვინც რაიმე საქმეში შეიძლება გამოსდგომოდათ (388). ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში _ მენშევიკი ტერორისტების მიერ ბათუმში ფულის გამოძალვის მიზნით ექიმის გატაცება სწორედ ასეთი გეგმით იქნა მოწყობილი. იმ საავადმყოფოში, რომელშიც ექიმი მუშაობდა მოეწყო საავადმყოფოს ზედამხედველის თანაშემწედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მან მოახდინა გატაცების ორგანიზაცია (389).
1909 წლის ოქტომბრიდან `სლუჩაინის~ ფსევდონიმით პოლიტიკურ პოლიციასთან თანამშრომლობას (როგორც აგენტი სოციალისტ-ფედერალისტებში) იწყებს დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში (390). ვითვალისწინებთ რა ამ პიროვნებისადმი ინტერესს ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შევეცდებით მასზე ცოტა მეტი ინფორმაციის გადმოცემას. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში პოლიტიკური პოლიციის დადანაშაულება მოტივით თითქოს ჯაში იყო `ოხრანკის~ აგენტი არასწორია, რადგან 1909 წლამდე მისი ასეთი სახის კონტაქტი `ოხრანკასთან~ არ მოიპოვება.
`ოხრანკის~ საქმეებში არსებული ინფორმაციით ჯაში 1904
წელს დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის დაუპატიმრებიათ და ოთხი კვირა იჯდა ციხეში. ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას _ მონაწილეობდა მუშების ანტისახელმწიფოებრივ შეკრებებში, ავრცელებდა მოწოდებებს, აგროვებდა შემოწირულობებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო სალაროსათვის, საგუბერნიო სამმართველოს ჩინოვნიკიდან, ვინმე ე. ტყემალაძისგან იღებდა ხელისუფლების მაკომპრომიტირებელი საბუთების ასლებს და ფსევდონიმით `ზდეშნი~ ბეჭდიდა მათ არალეგალურ გაზეთ `ლისტოკ ბარბი პროლეტარიატა~-ში (391). აი, ასეთი იდეური სოციალ-დემოკრატისათვის დამახასიათებელი ქცევის პიროვნება 1905 წლიდან ხდება სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი. იგი ამავე პერიოდში მუშაობს გაზეთ `ივერიაში~. `ოხრანკის~ საქმეებში მის დასახასიათებაში აღნიშნულია პირდაპირ ასე: დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში _ გაზეთ `ივერიის~ თანამშრომელი (392).
აღსანიშნავია, რომ თანამედროვეთა მოგონებებში ჯაში გამოცხადებულია 1906 წელს სოციალ-დემოკრატების _ ბოლშევიკების სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ობოლაძის მეგობრად, რომელიც თავის თავს ასე ახასიათებდა: `გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ იმდენი ტერორისტული აქტი, რაც მე წილად მხვდა კავკასიაში, არავის შეუსრულებია~ (393). ასე, რომ ჯაში შეიძლება სწორედ ბოლშევიკებისგან იყო შეგზავნილი, სოციალ-დემოკრატების აზრით `ბურჟუაზიულ სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში~. ისე კი ჯაშის პიროვნება კარგად ჯდება სოციალ-დემოკრატების მიერ ტერორისტული აქტების და ექსპროპრიაციების ჩასადენად 1905-1907 წლებში გამოყენებული ხერხის სქემაში _ სანდო პირების შეგზავნა მოწინააღმდეგის ბანაკში.
ამ აზრის საფუძვლიანობას ირიბად ადასტურებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელის ნ. ფ. ილიაშენკოს შესახებ არსებული მასალა. თანამედროვეთა ცნობებით, ის ილიას მკვლელობის საქმის გამოძიების შემდეგ `ჯაშის საუკეთესო მეგობარი გამხდარა~ (394). 1921 წელს კი ნ. ფ. ილიაშენკო ბოლშევიკების შემოსვლისთანავე ა. ნაზარეტიანის – იუსტიცის სახალხო კომისრის ხელმოწერილი ბრძანებით ინიშნება `სამხრეთ ოსეთის ოლქის რევკომში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე~ (395). ბუნებრივია ჩნდება კითხვები: პირველი _ რა საერთო უნდა ჰქონოდა საგანგებო საქმეთა გამომძიებელ ილია-შენკოს რევოლუციონერ ჯაშთან? და მეორე _ მეფის ხელისუფლების ჩინოვნიკი ილიაშენკო რა დამსახურებების გამო დარჩა მენშევიკების მმართველობის პერიოდში საკმაოდ დიდ სასამართლო მოხელედ (იყო თბილისის ოლქის სასამართლოს და თბილისის სამოქალაქო მილიციის სარევიზიო კომისიის წევრი), ხოლო ბოლშევიკებმა იგი ცხინვალის რევკომში სამუშაოდ რატომ გაუშვეს? თუ დავამატებთ, რომ ილიაშენკო იძიებდა ილიას უახლოესი მეგობრის ნ. ხიზანაშვილის (ურბნელი), ცნობილი ეთნოგრაფის, იურისტის დაჭრის საქმეს და გამოძიება არ წარმართა სწორად, რასაც მალე ნ. ხიზანაშვილზე ტერორისტების მეორე წარმატებული თავდასხმა მოყვა, ვფიქრობთ პასუხი უნდა ვეძიოთ ბოლშევიკების ტაქტიკაში _ დაემყარებინათ კავშირები სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირებთან (396). სხვათა შორის თანამედროვეთა შორის გავრცელებული ნ. ხიზანაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია სოციალ-დემოკრატებს სდებდა ბრალს. მეორე ვერსიით კი ნ. ხიზანაშვილი ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე მოაკვლევინა მისმა გერმა ნ. მაჩაბელმა. მკვლელი კი იყო სოციალისტ-ფედერალისტი ტერორისტი კორნელი კასრაძე (397). ამ ვერსიას ადასტურებს თბილისის ჟანდარმთა საოლქო სამმართველოში არსებული მასალა, რომელშიც ახსნილია მკვლელობის მოტივიც: `სოციალისტ-რევოლუციური პარტიის თბილისის სამხედრო ორგანიზაციის~ წევრი ნ. მაჩაბელი იყო უგონოდ შეყვარებული კ. კასრაძეზე და საყვარელს მოაკვლევინა ნ. ხიზანაშვილი (398). საინტერესოა, რომ როგორც ზემოთ შევნიშნეთ, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმეში პარტიის წევრთა სიაში ერთად ფიგურირებენ დ. ჯაში და კ. კასრაძე (399).
ლენინის მიერ გამოთქმული ზემოთ მოყვანილი სახელმძღვანელო დირექტივები პროკლამაციების სახითაც ვრცელდებოდა. მაგალითად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოსკოვის კომიტეტის სამხედრო ორგანიზაციის პროკლამაციაში `რჩევები აჯანყებულ მუშებს~ ვკითხულობთ იგივე რჩევებს, რასაც ლენინი სთავაზობდა ზემოთ აღნიშნულ სტატიაში თანაპარტიელ საბრძოლო რაზმების წევრებს (400). მასში ლენინის მიერ საკმაოდ დაწვრილებით არის განხილული ქალაქის ქუჩებში პარტიზანული ბრძოლის წარმოების ხერხები. დაწყებული იქიდან, რომ აუცილებელი იყო ქალაქის დეტალური შესწავლა, ბინებში შესასვლელების, გასასვლელების, გამავალი ეზოების ცოდნა, ორ-სამ კაციანი საბრძოლო რაზმების ჩამოყალიბება, შეიარაღებული შეჯახების არიდება ჯარისკაცებთან, თავდასხმების განხორციელება მხოლოდ სუსტ მოწინააღმდეგეზე, პრაქტიკის მიზნით შავრაზმული ორგანიზაციის წევრების პერმანენტული ცემა-ტყეპების მოწყობა, ერთმანეთის გასარჩევად სიბნელეში გამოსაცნობი ნიშნების შემუშავება და სხვა (401). სხვათა შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებში 1960-1980-იან წლებში მემარცხენე ტერორისტების მიერ ქალაქებში წარმოებული პარტიზანული ბრძოლები ე.წ. `საქალაქო გერილია“, თავისი მეთოდებით, ხერხებით წარმოადგენს რუსი რევოლუციონერების, კონკრეტულად კი იგივე ბოლშევიკების მიერ გამოყენებული ტერორისტული მეთოდების, ხერხების გამოყენება-განვითარებას. რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდების ტერორისტებად გა-დაბირების, ფსიქოლოგიური დამუშავების ხერხებიც თითქმის ერთმანეთის იდენტურია. რაც გასაკვირი არ უნდა იყოს _ მათი კონსულტანტები საბჭოთა სპეცსამსახურების ემისრები იყვნენ. ეს უკანასკნელნი კი `იზრდებოდნენ~ ჩეკა-ს პირველი თანამშრომლების _ ბოლშევიკების და სოციალისტ-რევოლუციონერების მაქსიმალისტების (მემარცხენე ესერების) ტერორისტული წარსულის მაგალითებზე. მათ მიერ მეფის რუსეთის პოლიტიკური პოლიციისგან გამოყენებული მეთოდების, ხერხების განვითარებამ და საკუთარ კონსპირაციულ გამოცდილებასთან შერწყმამ ჩეკა-ს მემკვიდრე სსრკ-ს სპეცსამსახურები მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად აქცია. ისე კი კგბ-ს ძველი თანამშრომლები ალბათ საკმაოდ ბევრ საერთოს იპოვიან, ჩვენს მიერ `ოხრანკის~ განყოფილებების საქმიანობის განხილვის დროს.
გამოყენებული საშუალებების და ტერმინოლოგიის მსგავსებასთან ერთად პოლიტიკურ პოლიციას და ტერორისტულ ორგანიზაციებს გააჩნდათ საერთო ნაკლიც. ისევე, როგორც პოლიტიკური პოლიციის ორგანოები ვერ ახერხებდნენ საიდუმლო თანამშრომლების დაკონტროლებას, იჩენდნენ მათ მიმართ ზედმეტ ნდობას, ტერორისტული ორგანიზაციებიც კონსპირაციის მიზნით არ აკონტროლებდნენ, უფრო სწორედ არ ჰქონდათ დრო და საშუალებები თავისი წევრების შესამოწმებლად.
1904_1906 წლებში `საბრძოლო ორგანიზაციის~ ხელმძღვანელის, პლევეს და დიდი თავადის სერგეი მიხეილის ძის მკვლელობის ორგანიზატორის აზეფის მხილების შემდეგ სოციალისტ-რევოლუციონერებმა შექმნეს სპეციალური ე.წ. `სასამართლო გამომძიებელი კომისია აზეფის საქმეზე.~ ამ კომისიამ გააანალიზა `საბრძოლო ორგანიზაციის~ საქმიანობა. გამოიტანა დასკვნა, რომ `ცენტრალური ტერორის~ წარმოებისადმი გადამეტებული მნიშვნელობის მიცემამ, რომლის წარმოებასაც პარტია ახარჯებდა უზარმაზარ თანხებს (მაგალითად, საფრანგეთში იაპონიის სამხედრო ატაშესგან სოციალისტ-რევოლუციონერებმა მიიღეს 100000
ათასი ფრანკი და მისი დიდი ნაწილი გადასცეს `საბრძოლო ორგანიზაციას~ (402)) და აგზავნიდა თავის ყველაზე საუკეთესო ძალებს, მოყვა პარტიის კონტროლისგან განცალკევებულად მდგომი ორგანიზაციის ჩამოყალიბება (403). და არა მარტო ჩამოყალიბება. მასში თავმოყრილმა `ზეადამიანობაზე~ პრეტენზიის მქონე სავინკოვმა, პოლიციის დეპარტამენტის აგენტმა აზეფმა, ფსიქიურმა ავადმყოფებმა ტ. ლეონტიევამ, დ. ბრილიანტმა და სხვებმა ადვილად შეძლეს თავისი მისწრაფებების რეალიზაცია. რაც არ უნდა საოცარი იყოს, სწორედ აზეფის ხელმძღვანელობით განახორციელა `საბრძოლო ორგანიზაციამ~ თავისი ყველაზე სასტიკი დარტყმები ხელისუფლების წინააღმდეგ. აზეფის ხელში იგი დამჯერ იარაღად იყო ქცეული, რადგან ეს უკანასკნელი წევრებს არჩევდა იმ ნიშნით, რამდენად დაექვემდებარებოდნენ მას და უნდა ყოფილიყვნენ გულწრფელი რევოლუციონერები. ეს კი იმიტომ სჭირდებოდა, რომ არ შეპარვოდა პოლიციის აგენტი _ დეპარტამენტს, მისი საქმიანობის დაკონტროლება, რომ არ შესძლებოდა.
რევოლუციური ორგანიზაციები თავის მხრივ ცდილობდნენ ინფორმაციის შეგროვებას პოლიტიკური პოლიციის საქმიანობის შესახებ იმავე მეთოდებით, რომელსაც `ოხრანკა~იყენებდა. არც თუ იშვიათად თვითონ `ოხრანკის~ ჩინები მი-დიოდნენ რევოლუციონერებთან თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიზეზით. თბილისის `ოხრანკის~ თანამშრომელი მეტსახელად `ბლუზა~ 1906 წელს ხელმძღვანელს აცნობებდა, რომ `პოლიციის მეათე ნაწილის უბნის ზედამხედველი ყველას ეუბნება, რომ მე ვთანამშრომლობ `ოხრანკის~ განყოფილებასთან, ვაწვდი ცნობებს განყოფილების უფროსს~ (404). როგორც `ოხრანკის~ განყოფილების გამგემ შემდეგში გაარკვია პოლიციის დასახელებული ჩინის ქცევის მიზეზი, საკმაოდ პროზაული იყო. იგი რამდენიმე წელია მუშაობდა ერთ ადგილზე და არ აწი-ნაურებდნენ (405).
თვითონ თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების ჩინოვნიკი ვ. ტიროევი, როგორც 1908 წელს განყოფილების უფროსმა დაადგინა, თანამშრომლობდა რევოლუციონერებთან. აწვდიდა ცნობებს `ოხრანკის~ საქმიანობაზე. იგი ადრე დაპატიმრებულიც კი იყო საერთო პოლიციის მიერ, ერევნის მოედნიდან ბოლშევიკების მიერ 250000 მანეთის ექსპროპრიაციის საქმესთან დაკავშირებით (406).
მას შემდეგ, რაც რევოლუციურ ჟურნალ `ბილოეს~ რედაქტორ ვლ. ბურცევთან საუბარში პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა ლოპუხინმა შეიტყო, რომ აზეფის ორგანიზებული იყო პლევეს მკვლელობა და ივარაუდა იგი კავშირში იყო პ. რაჩკოვსკისთან, ვინც მის შემდეგ გახდა პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გასცა აზეფი ბურცევთან (407). ეს უკანასკნელი მუშაობდა სოციალისტ-რევოლუციონერებში პოლიციის დეპარტამენტის მიერ შეგზავნილი აგენტურის გამომჟღავნებაზე. მან შეძლო სხვადასხვა ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე აზეფის გაშიფვრა, თუმცა საბოლოო წერტილი აზეფის აგენტობის დამტკიცებაში დასვა ლოპუხინმა. ამ ფაქტის გამო ბურცევმა მოიპოვა პოპულარობა, როგორც საიდუმლო თანამშრომლების გამომჟღავნებელმა რევოლუციონერთა რიგებში. 1908 წლიდან რუსეთში დაიწყო აგენტების მხილების ბუმი. ბურცევთან კავშირი დაამყარეს პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსის თანაშემწემ ლ. მენშიკოვმა და ვარშავის `ოხრანკის~ განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკმა მ. ბაკაიმ. მათ სამასზე მეტი აგენტის მონაცემები გადასცეს რევოლუციონერებს. ბურცევის მიერ პოლიციის აგენტების გამომჟღავნების მიზნით შექმნილ ე.წ. `საგამომძიებლო კომისიას~ ხშირად უგზავნიდნენ პოლიტიკურ პოლიციასთან დაკავშირებული სხვა პირებიც დედანს ან ასლს გადაღებულს საიდუმლო თანამშრომლების პირადი საქმეებიდან. ბურცევის სიტყვებით, მის ხელში გაიარა პოლიციის დეპარტამენტის არქივის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომელიც მასთან მიჰქონდა დეპარტამენტის ჩინოვნიკს მცირე გასამრჯელოს ფასად (408).
აღსანიშნავია, რომ რევოლუციონერებიც თავის მხრივ ცდილობდნენ შეეღწიათ პოლიტიკური პოლიციის წიაღში. ჯერ კიდევ 1878 წელს იმდროინდელი პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელ ორგანოში, იმპერატორის კანცელარიის III განყოფილების მე-3 ექსპედიციის აგენტურულ განყოფილებაში მიიღეს რევოლუციონერი ნ. კლეჩოტნიკოვი. მან ხალხოსნებში არსებული რამოდენიმე გამცემი გამოააშკარავა (მათ შორის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ი. ზუბატოვი) (409).
1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში შედარებით წარმატებული იყო სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის წევრის პეტროვის მიერ პეტერბურგის `ოხრანკის~ განყოფილების საიდუმლო აგენტურაში შეღწევა. ამ ვითომდა `გადაბირებულმა~ რევოლუციონერმა ისარგებლა ხელმძღვანელის ნდობით და კონსპირაციულ ბინაში ააფეთქა პეტროგრადის `ოხრანკის~ უფროსი პოლკოვნიკი კარპოვი (410).
ამ საქმეში ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია 1905_1907 წლების რევოლუციის დროს სოციალისტ-რევოლუციონერ მაქსიმალისტების პარტიამ პეტერბურგში. 1906 წელს აღნიშნული პარტიის წევრი ს. რისი `გადაიბირა~ პოლიციის დეპარტამენტმა. ს. რისი წინასწარ შეთანხმებული იყო თანაპარტიელებთან და შეძლო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დარწმუნება, გარკვეული რეალური ინფორმაციის `გაცემის~ შედეგად თავის გულწრფელობაში. იძლეოდა რა დეპარტამენტისათვის საინტერესო მასალას, დირექტორი ტრუსევიჩი დააჯერა, რომ რათა არ ჩაშლილიყო მისი აგენტურული საქმიანობა, ხელი არ ეხლოთ მაქსიმალისტების პეტროგრადის ჯგუფისთვის.
ამასთან, დეპარტამენტის ჩინოვნიკებისაგან იღებდა ორგანიზაციისთვის საჭირო ინფორმაციას მათთან ურთიერთობის დროს და აწვდიდა თანაპარტიელებს. ამის შედეგად, მაქსიმალისტების პეტროგრადის ჯგუფმა, რომლის საქმიანობა, ასე ვთქვათ `დაზღვეული~ იყო პოლიტიკური პოლიციის მხრიდან, მოახდინა რამოდენიმე წარმატებული ექსპროპრიაცია და ტერორისტული აქტი (411).
1906 წელს პოლიციის დეპარტამენტის მიერ ახალი ტაქტიკური ხაზის შემოღება განაპირობა ასევე ქვეყნის მმართველობით სისტემაში მოხდარმა ცვლილებებმაც. რუსეთის იმპერიის მმართველობაში სუსტი გავლენის მქონე, მაგრამ არჩევითმა ორგანომ სახელმწიფო სათათბირომ რევოლუციური პარტიების დაინტერესება გამოიწვია. პარტიების გარკვეულმა ნაწილმა მოინდომა ამ ორგანოს საშუა-ლებით საკუთარი მიზნების განხორციელება.
1906 წლის ნოემბერში პოლიციის დეპარტამენტი აცნობებდა პოლიტიკური ძებნის ადგილობრივ განყოფილებებს: `თითქმის ყველა რევოლუციურმა პარტიამ გადაწყვიტა მიიღოს საქმიანი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, ცდილობს სათათბიროს მეშვეობით მიაღწიოს არსებული სახელმწიფო წყობის შეცვლას. ამ მიზნით ქმნიან განსაკუთრებულ კომისიებს არჩევნების გამო, სპეციალური აგიტატორები ეწევიან გაძლიერებულ მუშაობას სასურველი პირების ხმოსნებად და შემდეგში სახელმწიფო სათათბიროს წევრებად გასაყვანად.
დაუყონებლივ მოახდინეთ გეგმაზომიერი შინაგანი და გარე მეთვალყურეობის ორგანიზება რათა: პირველი _ გამოარკვიოთ პირები ვის ხელშიც არის თავმოყრილი მასალები არჩევნების შესახებ სოციალისტ-რევოლუციონერების, სოციალ-დემოკრატების, გლეხთა კავშირების ანუ მათი, ვინც არ უწევენ სათათბიროს არჩევნებს ბოიკოტს; მეორე _ გამოარკვიეთ პირები, ვისაც უპირებენ ხმოსნებად და სათათბიროს წევრებად არჩევას. მიიღეთ ყველა ზომა ასეთების გამოსააშკარავებლად, განსაკუთრებით ბოლოს დასახელებული პირების. მათზე გამოიყენეთ სისხლის სამართლის შემდეგი მუხლები ... მიმართეთ მთელი ძალღონე მათი სწრაფი ლიკვიდაციისკენ (დასაპატიმრებლად) და დასადანაშაულებლად ზემოთ მოყვანილი მუხლებით სასამართლოს გამომძიებლების მეშვეობით, რათა ასეთ პირებს მოვუსპოთ უფლება ხმოსნებად და შემდეგ სათათბიროში ასარჩევად. იმ პირებზე ვინც ეწევიან და ხელმძღვანელობენ წინასაარჩევნო აგიტაციას, თუკი სასამართლოთი დევნას ვერ მოვახდენთ, უნდა ფორმალური ან `ოხრანკის~ მოკვლევა განვახორციელოთ~ (412). სხვაგვარად, რომ ვთქვათ ყველანაირად უნდა შეეშალათ ხელი პარტიების კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობისათვის. ისე არც რევოლუციონერები იხევდნენ უკან გამოეყენებინათ თავისი მიზნების შესრულებისათვის ყველანაირი საშუალებები. თბილისის `ოხრანკის~ საქმეებში არის აგენტურული ცნობები, რომ სოციალ-დემოკრატებმა შეცვალეს ამომრჩეველთა სიაში მონაცემები და გაიყვანეს თავისი წარმომადგენლები ხმოსნებად. აღნიშნულია ასევე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში `მიუხედავად გაერთიანებისა, მენშევიკები ახშობენ ბოლშევიკებს და არ აძლევენ მუშაობის (აგიტაციის) საშუალებას~ (413).
I და II სახელმწიფო სათათბიროს მუშაობის გამოცდილებამ, რევოლუციური პარტიების მიერ სათათბიროს ტრიბუნის გამოყენებამ პროპაგანდა-აგიტაციისათვის აიძულა ხელისუფლება დაეწყო კომპლექსური კონტრზომების გატარება მათი ლეგალური და არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ. პოლიციის დეპარტამენტის დაინტერესება ამ საკითხით იმდენად დიდი იყო, რომ ამ პერიოდის ცირკულარული წერილების გადახედვისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი პოლიტიკურმა პოლიციამ რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად აქცია. თუმცა 1907 წლის დასაწყისში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გაგზავნილ დეპეშაში პოლიტიკური ძებნის ადგილობრივი განყოფილებებისადმი გამოთქმულია აღშფოთება, რომ: `ჟანდარმთა სამმართველოები და `ოხრანკის~ განყოფილებები იფარგლებიან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით ხმოსნებზე და სათათბიროს კანდიდატებზე რევოლუციური პარტიებიდან. არ იჩენენ არავითარ აქტიურობას სასამართლო დევნის წარმოებისთვის მითითებული კანდიდატების წინააღმდეგ. ხელისუფლების ინტერესებში შემავალი ამოცანა დარჩენილია შეუსრულებლად, ცხადია იმიტომ, რომ პოლიციის დეპარტამენტისგან მითითებული მიზნის წინააღმდეგ არც აგენტურა, არც ძებნის სხვა საშულებები არ იქნენ მიმართული და გამოყენებული. დაძაბეთ მთელი ძალები მის შესასრულებლად~ (414).
ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო პოლიციის დეპარტამენტი იძულებული გახდა განევითარებინა, შეევსო 1906-1907
წლების ტაქტიკური ხაზი. ჩვენ შემთხვევით არ ავღნიშნეთ, რომ აზეფის, როგორც აგენტის შენარჩუნების მიუხედავად, არ მოახერხდა სოციალისტ-რევოლუციონერების ტერორის შეჩერება. მეტიც, როგორც უკვე ვნახეთ რევოლუციური პარტიების ცენტრალური კომიტეტების აკრძალვების მიუხედავად, მათი ადგილობრივი კომიტეტები თვითნებურად, `შინაურულად~ აგრძელებდნენ ტერორს. პოლიტიკური პოლიციის ჩინების ღალატის, `ოხრანკის~ მუშაობის მეთოდების გამჟღავნების გამო კი გაიშიფრა უამრავი აგენტი. ასეთ სიტუაციაში უმთავრესი აქცენტი პოლიციის დეპარტამენტმა გააკეთა პარტიების ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანიზაციებში აგენტურის რაოდენობის გაზრდაზე, მათ სასტიკ დაკონსპირირებაზე და ამ აგენტურის მეშვეობით არალეგალური ორგანიზაციების მართვაზე და შემდგომ მათ ლეგალიზაციაზე.
რევოლუციური პარტიების ლეგალიზება 1907 წლის ბოლოდან იქცა პოლიტიკური პოლიციის ერთ-ერთ მთავარ მიზნად, რადგან 1905-1907 წლებში კარგად გამოჩნდა, რომ რევოლუციის ყველაზე მკვეთრი გამოვლინებები _ ტერორისტული აქტები, ექსპროპრიაციები ხორციელდებოდა სწორედ არალეგალური პარტიების მიერ. მათთვის ოფიციალური სააგიტაციო ტრიბუნის მიცემით პოლიტიკური პოლიცია ფიქრობდა შეძლებდა რევოლუციის ბელადების ამბიციების დაკმაყოფილებას და შეასუსტებდა რევოლუციონერების მხრიდან ბრძოლის უკიდურესი საშუალებების გამოყენების მომხრეთა პოზიციებს. მაგრამ, რევოლუციურმა პარტიებმა ისწავლეს არა მარტო კონსპირაციის კარგი დაცვა, არამედ ის ხერხებიც, რითაც მათი საარჩევნო აგიტაციისათვის შეიძლებოდა ხელი შეეშალა პოლიტიკურ პოლიციას. ბუნებრივია, რომ ისინი ახერხებდნენ შესაბამისი კონტრზომების მიღებას და გაჰყავდათ თავისთვის სასურველი კანდიდატები სახელმწიფო სათათბიროში.
ამიტომ, თუ პოლიტიკური პოლიცია ადრე ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ხელოვნურად მოესპო რევოლუციური პარტიებისათვის, 1907 წლის ბოლოდან მათ ამის საშუალებას აძლევდა. მეტიც _ პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოები ცდილობდნენ არჩევით ორგანოებში გაეყვანათ თავისი აგენტები. მაგალითად, 1910 წლიდან ბოლშევიკებში პოლიციის დეპარტამენტის აგენტს რ. მალინოვსკის (აგენტურული მეტსახელებით _ `პარტნოი~, `იქსი~) პოლიტიკური პოლიციის ჩინებმა გაუწიეს დახმარება არა მარტო მიეღო მონაწილეობა IV სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, არამედ გაემარჯვა კიდეც (415).
იმის გამო, რომ სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატებად არჩევა არ შეეძლოთ წარსულში ნასამართლევ პირებს, პოლიტიკური პოლიციის დახმარებით მალინოვსკიმ მოსპო თავისი კრიმინალური წარსულის დამადასტურებელი დოკუმენტი საერთო პოლიციის არქივიდან. მას 1902 წელს ჩადენილი ჰქონდა ძარცვა. ხოლო როდესაც დაუპირისპირდა წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში ვინმე კრივოვი და მალინოვსკის სათათბიროში არჩევას საფრთხე შეექმნა, ეს წინააღმდეგობა სწრაფად მოსპეს _ თვით შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი ბრძანებით კრივოვი დააპატიმრებულ იქნა (416). მალინოვსკით პოლიტიკური პოლიციის ასეთი დაინტერესება გამოწვეული იყო იმიტომ, რომ როგორც მოსკოვის `ოხრანკის~ საიდუმლო თანამშრომელი `სიდორი~ (ა.ა. პოლიაკოვი, რომელმაც არ იცოდა რა მალინოვსკი იყო პოლიციის დეპარტამენტის აგენტ-თანამშრომელი), მოახსენებდა ხელმძღვანელობას: `მალინოვსკი ცდილობს წამოაყენოს თავისი კანდიდატურა გუბერნიიდან მუშათა კურიით და არის საფუძველი, რომ იგი არჩევნებს იოლად ჩაატარებს, რადგან სარგებლობს პოპულარობით მუშათა შორის~ (417).
No comments:
Post a Comment