Thursday, August 27, 2026

პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ) 2003 წელი. ნაწილი მეშვიდე - პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკა 1907-1908 წლებში

 

$4. პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკური ხაზი 1907-1908 წლებში

 

პოლიტიკური პოლიციის მიერ ტაქტიკური ხაზის შეცვლა პირდაპირ კავშირში იყო 1905-1907 წლების რევოლუციის განვითარების ეტაპებთან. 1907 წლიდან რევოლუციის უკან დახევასთან ერთად ახალი ტაქტიკური ხაზი იქნა შემუშავებული.

ამ დროიდან პოლიციის დეპარტამენტი შეეცადა საიდუმლო თანამშრომლების  მეშვეობით მოეხდინა რევოლუციური ორგანიზაციების მართვა. თუ ადრინდელი ინსტრუქციების თანახმად აგენტები ორგანიზაციის საქმიანობაში პასიური როლით უნდა დაკმაყოფილიყვნენ, 1907 წლის ოქტომბერში დაგზავნილი პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ცირკულარი მთლიანად ცვლიდა არსებულ მდგომარეობას. ამიერიდან `ოხრანკის~ განყოფილების უფროსები მოვალენი იყვნენ _ `ესარგებლათ გარდამავალი მდგომარეობით და წინ წაეწიათ თანამშრომლები ორგანიზაციის ცენტრისკენ~ (418). აგენტებს ნება დართეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ნდობის მოპოვების მიზნით მიეღოთ მონაწილეობა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში, თვით პოლიტიკური პოლიციის მაღალი რანგის ჩინების წინააღმდეგ. @ასეთი პირების სიის სათავეში იდგა იმ მომენტში პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-დირექტორი . კურლოვი (419)?! ცირკულარში მითითებული იყო ასევე რევოლუციური ორგანიზაციების იმ წევრების დაპატიმრების (`მიმოქცევიდან ამოღების~) აუცილებლობა, ვინც თანამშრომლებს ხელს უშლიდნენ იერარქიულ წინსვლაში, ან გააჩნდათ მასთან ცუდი დამოკიდებულება. სამაგიეროდ, აგენტის ახლობლები პარტიულ გარემოში ხელუხლებლად უნდა დაეტოვებინათ, დაეცვათ შემთხვევითი დაპატიმრებებისაგან. როგორც კი აგენტ-თანამშრომლები დაიკავებდნენ ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობებს, მათ უნდა `ბუნებრივად~ შეეცვალათ პოზიცია. კერძოდ, დაწინაურებულ თანამშრომლებს ევალებოდათ, როდესაც მონაწილეობას მიიღებდნენ თათბირებში, სხდომებში, სადაც იხილებოდა პარტიის მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, განსხვავებით ადრინდელი მითითებებისა, `დაეცვათ რევოლუციური მოძრაობის ყველაზე შემამსუბუქებელი მიმართულებები~. ეს იდეები მათ უნდა გაევრცელებინათ ასევე `იმ გარემოში, რომელშიც ტრიალებდნენ~ (420). ამ პერიოდიდან დაიწყეს რევოლუციური ორგანიზაციის იმ წევრების დაპატიმრება, ვინც ბრძოლის უკიდურეს საშუალებებს იცავდნენ და `პირადი თვისებებით~ გავლენა ჰქონდათ თანამოაზრეებზე. ერთ-ერთი რევოლუციონერის მოგონებაში ვკითხულობთ: `თბილისში 1907 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია სისტემატიურად `ვარდებოდა~, დაიწყებოდა მუშაობა, მოეწყობოდა კავშირები მუშებთან და პროვინციასთან, ერთი წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ ... იჭერდნენ მხოლოდ ინტელიგენტებს, იშვიათად მოწინავე ერთ ან ორ მუშას. დანარჩენები ხულუხლებელი რჩებოდნენ ... ცხადი იყო ვიღაცის ხელი მუშაობდა~ (421).

პოლიტიკური ძებნის  ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ  გაემახვილებინათ განსაკუთრებული ყურადღება, რომ არ მომხდარიყო ორგანიზაციების გაერთიანება მსხვილ ჯგუფებად, კავშირთა კავშირებად. არ დაახლოებულიყო სხვადასხვა ფრაქციები, მაგალითად, მენშევიკების და ბოლშევიკების. ამ მიზნით აგენტურას უნდა ეთამაშა გამთიშველი როლი. გაეწია წინააღმდეგობა გაერთიანების მომხრეებისათვის შესაბამისი არგუმენტაციის მოშველიებით, ან ეცნობებინა მათზე და ისი-ნიც ამოეღოთ `მიმოქცევიდან~ _ დაეპატიმრებინათ (422). ასე, რომ მენშევიკების და ბოლშევიკების მცდელობებს გაერთიანებულიყვნენ ამ პერიოდიდან უკვე პოლიციის დეპარტამენტი უშლიდა ხელს. მეტიც _ მენშევიკების და ბოლშევიკების წარმომადგენლების ერთ-ერთ ასეთ საკონსულტაციო შეხვედრაზე, როცა იხილებოდა საკითხი მათი პარტიების შესაძლო გაერთიანების შესახებ, ორივე წარმომადგენელი სიტყვიერად თანახმა იყო გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ ორივე აყენებდა ისეთ პირობებს, რომ ოპონენტს ეთქვა პირველად უარი გაერთიანებაზე. თუ რატომ, ეს გაირკვა მხოლოდ 1917 წლის შემდეგ _ ორივენი `ოხრანკის~ აგენტები აღმოჩნდნენ (423).                                                                                                                                                                       

     ამრიგად, პოლიციის დეპარტამენტმა მოიწადინა აგენტურის მეშვეობით მოეხდინა რევოლუციური პარტიების მანიპულაცია. მათი ასეთი მცდელობა კარგად ჩანს ბოლშევიკებთან დაკავშირებით. 1907 წელს ბოლშევიკების  მიერ ჩატარებული ჰელსინგფორსის კონფერენციის შესახებ გაგზავნილ წერილში პოლიციის დეპარტამენტმა მოსთხოვა `ოხრანკის~ ადგილობრივი განყოფილებების უფროსებს, რომ მათ თავისი აგენტებისთვის ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში დაევალებინათ მხარის დაჭერა: `მოაზროვნე სოციალ-დემოკრატების _ ლენინის ხაზისთვის, რადგან ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა კონფერენციაზე უარყვეს ტერორის, როგორც ბრძოლის მეთოდის გამოყენება. ისინი აპირებენ შესთავაზონ პარტიას, საერთოდ გამორიცხონ აზრი შეიარაღებული აჯანყების და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ~ (424).  როდესაც 1912 წლის იანვარში ლენინის ინიციატივით შეიკრიბა სოციალ-დემოკრატების `საერთორუსული კონფერენცია~ პოლიციის დეპარტამენტმა არ გაუწია წინააღმდეგობა მის მოწვევას, წინასწარ იცოდა რა აგენტურის მეშვეობით ვის აირჩევდნენ, რაზე იქნებოდა საუბარი და ასევე მიიღო ყველა ზომა, რომ ბოლშევიკების მომხრეები მოხვედრილიყვნენ მასზე _ დააპატიმრა სხვა ფრაქციის წარმომადგენლები (425).

         ბოლშევიკების პარტიისადმი პოლიტიკური პოლიციის ასეთი `სიმპატიური~ დამოკიდებულება ადვილად იხსნება იმ წლებში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბელეცკის სიტყვებით: `სოციალ-დემოკრატების პარტია საკმაოდ კარგად იყო გაშუქებული აგენტების და ძებნის ორგანოების მიერ~ (426). ბოლშევიკების ცენტრალურ ორგანიზაციებში აქტიურად მუშაობდნენ პოლიტიკური პოლიციის აგენტები: . ბრიანდინსკი, ია. ჟიტომირსკი, . კრივოვი, . რომანოვი, . მარაკუშევი და სხვები (427).  მათ რიცხვში შედიოდა ასევე . მალინოვსკიც, რომელიც ბოლშევიკებიდან მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატად იყო არჩეული. სხვათა შორის ბოლშევიკების და მენშევიკების გაერთიანების ცნობილი მოწინააღმდეგე.

ამრიგად, პოლიციის დეპარტამენტის ახალ ტაქტიკურ ხაზად 1907-1908 წლებიდან იქცა რევოლუციური ორგანიზაციების მართვა პარტიულ იერარქიაში ყველა შესაძლო საშუალებით დაწინაურებული აგენტურის მეშვეობით. სწორედ მათი მეშვეობით შეძლო ხელისუფლებამ რევოლუციური მოძრაობის ლოკალიზება და შემდეგ ჩაქრობა. ამიტომ, 1908-1914 წლებში რევოლუციური პარტიების ხელმძღვანელობაში კვლავ ცდილობდნენ თავისი აგენტურის `გაყვანას~ _ 1907 წლის ინსტრუქციის მოთხოვნის შესაბამისად `რამდენიმესი თვითოეულში~. მაგალითისთვის სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მოყვანაც კმარა, რომელშიც 1909-1910 წლებში ორი აგენტი `სლუჩაინი~ და `დვარიანინა~ ყავდა თბილისის `ოხრანკას~ (428).          

ზემოაღნიშნული ტაქტიკის შედეგი იყო ისიც, რომ სოციალ-დემოკრატებმა და სოციალისტ-ფედერალისტებმა საქართველოში დაშალეს თავისი მებრძოლი დრუჟინები. სოციალისტ-ფედერალისტების III პარტიულმა კონფერენციამ თავისი მებრძოლი დრუჟინის საქმიანობა პარტიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა: `რადგან მისმა წევრებმა ჩაიდინეს ისეთი აქტები, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა რევოლუციურ საქმიანობასთან~ (429). ცხადია, გაუმართლებელ ტერორისტულ და ექსპროპრიაციულ აქტებს წითელრაზმელები ადრეც სჩადიოდნენ და მაშინ ითვლებოდა _ `ხეს ჭრიან ნაფოტები ცვივა~, მაგრამ უკვე 1907 წლიდან, აგენტურის მიერ ასეთი სახის აქტების შეხსენება პარტიის წევრებისათვის კიდევ ერთი არგუმენტი იყო ტერორისტულ საქმიანობაზე უარის თქმის სასარგებლოდ. ამასთან, აგენტურის გავლენით მოხდა რა  რევოლუციური პარტიების საქმიანობის ლეგალიზაცია, ისევე როგორც `ოხრანკის~ გამჟღავნებული აგენტები მოისროლეს ქუჩაში მათმა ხელმძღვანელებმა, უამრავი წითელრაზმელი ტერორისტიც უპატრონოდ იქნა მიტოვებული პარტიული ორგანიზაციების მიერ. ლეგალიზებულ პარტიებს მძიმე ბალასტად ეწვნენ სისხლში გათხვრილი, დისკრედიტირებული ტერორისტები. ერთიანი ხელმძღვანელობის უქონლობის გამო დაქსაქსული წითელრაზმელები, მათ რიგებში ისედაც საკმაო რაოდენობით მყოფი კრიმინალების და ათასგვარი ჯურის მიტმასნილი ნაძირალების გავლენით, გადაიქცნენ ჩვეულებრივ ყაჩაღებად.

ყოფილი წითელრაზმელების მიერ განხორციელებული თავდასხმები 1908-1909 წლებში მოკლებული იყო ყოველგვარ იდეურ საფუძველს. ამ სენს ვერც ეროვნული სულით `გაჟღენთილი~ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ტერორისტები გადაურჩნენ. 1909 წელს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის  ცნობილი ტერორისტი, დუშეთის ხაზინის ერთ-ერთი ექსპროპრიატორი (სოციალ-ლისტ-ფედერალისტმა ტერორისტ-ექსპროპრიატორებმა 1906 წელს დუშეთის ხაზინიდან გაიტაცეს 315000 მანეთი), . კასრაძე თავის ძმას სწერდა _ `იმისათვის, რომ კარგი მოსავალი ავიღო უნდა დავიცადო ... მერე კი ამერიკისაკენ მოვუსვამ და არა იქ.~ ეს წერილი შემონახულია `ოხრანკის~ საქმეებში, სადაც აღნიშნულია, რომ წერილში სინამდვილეში ლაპარაკია ექსპროპრიაციული აქტის ჩადენაზე და . კასრაძე ხელში ჩაგდებული ფულით აპირებდა საზღვარგარეთ გაქცევას (430). როგორც საქმეში არსებული სხვადასხვა მონაცემების ანალიზიდან ჩანს, იგი დააპატიმრეს `ოხრანკის~ აგენტის ინფორმაციის საფუძველზე, რათა აღეკვეთათ ამ სახის დანაშაულის ჩადენა. თუ . კასრაძე საზღვარგარეთ აპირებდა გაქცევას, სოციალ-დემოკრატების მიერ მიტოვებული ტერორისტების დიდი ნაწილი ტყეებს შეეხიზნა და იქიდან ეწეოდა ყაჩაღობას. მათი `იდეურად მდგრადი~ ნაწილი გადაიხვეწა ირანში და მიიღო მონაწილეობა ირანის რევოლუციაში. სხვათა შორის ასეთ რევოლუციონერს წარმოადგენდა ილიას მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი . ბერბიჭაშვილი.

ასეთი მდგომარეობა სუფევდა რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. გე-ნერალი გერასიმოვი _ პოლიციის დეპარტამენტის ახალი ტაქტიკის შემმუშავებელი და დამნერგავი, დროებითი მთავრობის საგამომძიებლო კომისიას 1917 წელს უჩვენებდა: `იმ დროს (1907-1908 წლებში) ანარქისტული ორგანიზაციების სახით არსებობდა მძარცველური ორგანიზაციები, რომლებსაც ანარქიზმთან არავითარი საერთო არ ჰქონდათ. ეს იყო დარღვეული რევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც ძარცვავდნენ და კლავდნენ ... ესენი იყვნენ დარღვეული რევოლუციის ნაძირლები~ (431).

რევაზ გაბაშვილის მოგონებებში საკმაოდ კარგად არის ასახული ეს პროცესი. ერთ შემთხვევაში იგი ეხება რა `რევოლუციურ გადასახადებს~ აღწერს სოციალისტ-ფედერალისტების `სამხედრო რაზმის~ წევრებთან შეხვედრას თბილისში, რომლებიც ფულს კრებდნენ `კომიტეტის~ დავალებით. მათ შორის გაიმართა შემდეგი დიალოგი _ `რეზო ჩვენთან უნდა წამოხვიდე, კომიტეტისგან ვართ გამოგზავნილი `საქმეზე~…... ეს სხვანაირი საინტერესო საქმეა: დავალებული გვაქვს ვაჭრებიდან გადასახადის აკრეფა ... აი, რამდენი შევაგროვეთ ... წამოდი შენც გექნებაო~ (432). მეორე შემთხვევაში კი უკვე ასეთ დატერორებულ თავის ნათესავ მოხუც ქალზე გვიამბობს, რომელსაც მიუვიდა წერილი ფულის მოთხოვნით, რომელზეც `როგორც მოდა იყო მაშინ ასეთი სასიამოვნო წერილებისათვის, დახატული იყო კუბო და გადაჯვარედინებული ძვლები~. . გაბაშვილი გადმოგვცემს მოხუცის დამატერორებელ ექსპროპრიატორებთან დიალოგს. კითხვაზე  _  ვისი დავალებით მოდიხართ? უპასუხეს, რომ იყვნენ გამოგზავნილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტისგან. თუმცა ჩაძიების შემდეგ აღიარეს: `ყოფილი წითელრაზმელები ვართ ... ეხლა აღარავის ვჭირდებით და ქუჩაში გვიკრეს თავი, აღარ ვიცით, რა ვქნათ ... კვირაობით მშივრები დავდივართ, ხომ არ ვიგლახავებთ?~ (433).

მეფის ხელისუფლებამ, ივარაუდა რა რევოლუციური ორგანიზაციები ვეღარ შეძლებდნენ აქტიურ ანტისახელმწიფოებრივ  გამოსვლებს, დაიწყო წარმოშობით უგვარო, დაბალი ფენებიდან წამოწეული პოლიტიკური პოლიციის ჩინების სამსახურიდან განთავისუფლება. პეტერბურგის `ოხრანკის~ უფროსი გენერალი გერასიმოვი აიძულეს დაეტოვებინა სამსახური. ისე, გერასიმოვს დიდად არ უნაღვლია. მან მისივე სიტყვებით, დაიწყო ბირჟაზე საკმაოდ წარმატებული თამაში _ ჩანს პოლიტიკურ პოლიციაში ყოფნისას ბლომად ფული იშოვა. მალევე სამსახურიდან წავიდა სპირიდოვიჩი _ მეფის პირადი საიდუმლო პოლიციის უფროსი, მეფეზე რამოდენიმე ტერორისტული თავდასხმის მომზადების აღმომჩენი. რაც შეეხება გერასიმოვთან ერთად პოლიტიკური პოლიციის 1906 და 1907 წლების ტაქტიკური ხაზების თანაავტორს, გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწე სტოლიპინს, იგი 1911 წელს კიევის თეატრში მეფის ლოჟის გვერდით მყოფი, მოკლა ვინმე ბოგროვმა. ამ პიროვნების შესახებ დღემდე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია _ ზოგიერთი მკვლევარის აზრით ის იყო `ოხრანკის~ აგენტი, ზოგიც მას სოციალისტ-რევოლუციონერ მაქსიმალისტების მიერ პოლიტიკურ პოლიციაში შეგზავნილ რევოლუციონერად თვლის (434).

აი, ასე სცენიდან წავიდნენ პოლიტიკური პოლიციის ის წარმომადგენლები, ვინც ხელისუფლების რევოლუციონერებზე გამარჯვებას შეუწყეს ხელი. ცხადია, არც ხელისუფლებას სურდა რევოლუციონერებთან ბრძოლაში გამოცდილი, სისხლში გათხვრილი, პოლიტიკური პოლიციის საკმაოდ ჭკვიანი და ამბიციური წარმომადგენლების თანამდებობებზე დატოვება. რევოლუცია, ხომ ჩააქრეს.

ბუნებრივია, 1914 წლამდე შედარებითი სიმშვიდის პერიოდში პოლიტიკური პოლიციის საქმიანობა ძველებური გზით მიდიოდა. პოლიციის დეპარტამენტის შეხედულებით, პარტიებში შეგზავნილი აგენტურის მეშვეობით რევოლუციურ ბანაკში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში დროულად დგებოდნენ და დარწმუნებული იყვნენ რევოლუციას უფლებას არ მისცემდნენ გამოეღვიძა. მაგრამ, პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელობას 1905-1907 წლების რევოლუცია არ გამოადგა მაგალითად და არ შეიმუშავა არავითარი სამოქმედო გეგმა სარეზერვოს სახით ქვეყანაში მასობრივი არეულობების დაწყების შემთხვევაში.

თუმცა, პოლიტიკურ პოლიციას, ჩანს ჭკვიანი ხალხიც ჰყავდა.  1917 წლის 26-27 თებერვალით დათარიღებულ მოსკოვის `ოხრანკის~ ერთ-ერთი უკანასკნელი საქმის თავფურცელზე ასეთი ჩანაწერია: ძველი რეჟიმის ბოლო დღეები (435).

                                                 

               

P.S.

 

               

     წიგნში გამოყენებულ მასალაზე მუშაობისას უამრავი ადამიანის ბიოგრაფიას გავეცანი: პროფესიონალი რევოლუციონერები, ტერორისტები, პოლიციის დაბალი და მაღალი ჩინები, აგენტები. მათგან პირადად ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სამმა ადამიანმა მოახდინა:

     ლუკასინსკიმ _ პოლონური პატრიოტული ორგანიზაციის წევრმა, რომელმაც 46 წელი (1822-1868) მარტომ გაატარა ბუტირკის ციხის საკანში, სადაც ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ციხის ზედამხედველებთან. მან პირველ შემხვედრ პატიმარს (1867 წელი), ამდენი წლის მარტოდ ყოფნის შემდეგ პირველად სამი შეკითხვა დაუსვა: რომელი წელია? ვინ არის პოლონეთში? რა ხდება პოლონეთში?                                     ბაკუნინმა _ ცნობილმა ანარქისტმა, რომელიც ციხეში მჯდომი წერდა: `საშინელი რამ არის სამუდამო პატიმრობა. გაატარო ცხოვრება მიზნის, ინტერესის, იმედის გარეშე. როცა ყოველდღე ეუბნები შენს თავს დღეს მე გავსულელდი, და ხვალ გავხდები უფრო სულელი.~

     და . კალიაევმა _ სოციალისტ-რევოლუციონერების `საბრძოლო ორგანიზაციის~ ტერორისტმა, მეფის ბიძის დიდი თავადის სერგეი ალექსანდრეს ძის მკვლელმა. სიკვდილით დასჯის წინა დღეს დაწერილ მის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: `მამაჩემი მსახურობდა უბნის ზედამხედველად ვარშავის პოლიციაში ... ის იყო პატიოსანი ადამიანი, არ იღებდა ქრთამებს და ამიტომ ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობდით. ჩემი ძმებიდან მხოლოდ მე შევძელი უნივერსიტეტში შესვლა. მე მჯეროდა ჩემი ძალების, მივისწრაფოდი უმაღლესი განათლების მისაღებად და მქონდა სურვილი ვყოფილიყავი პატიოსანი საზოგადოებრივი მოღვაწე. 1899 წლის სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტურ გაფიცვაში მონაწილეობის გამო გამრიცხეს უნივერსიტეტიდან. ეს იყო საშინელი დარტყმა ჩემთვის, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი ბედი.~ მისი ბედი კი ცნობილია. ამ სიტყვების დაწერის მეორე დღეს იგი სიკვდილით დასაჯეს _ ჩამოახრჩეს.                                                                                    

     აი ასე, უნივერსიტეტის თუ პოლიციის რომელიღაც ჩინოვნიკის დაუფიქრებელი საქციელის გამო რუსეთის იმპერიას გაუჩნდა კიდევ ერთი `ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდან ამოვარდნილი~ ადამიანი, რომლის `სიძულვილში გამოწრთობა არსებული ხელისუფლებისადმი~ პროფესიონალ რევოლუციონერებს ნამდვილად არ გაუჭირდათ და რომელმაც განსხვავებით რევოლუციის არისტოკრატებისგან ძალიან ახალგაზრდამ დაამთავრა თავისი სიცოცხლე `ნათელი მიზნის, ინტერესის და იმედის გარეშე.~

     და ბოლოს _ როგორც ზემოთ ვნახეთ ტერორისტები და აგენტები, გულწრფელი რევოლუციონერები და პოლიტიკური პოლიციის ერთგული ჩინები საბოლოო ჯამში გამოიყენეს და მოიშორეს მათმა პატრონებმა. და დღევანდელი გადასახედიდან ჩვენს მიერ განვლილი ბოლო ათწლეულის ანალიზის საფუძველზე უნდა ,,დავეთანხმოთ’’ კარლ მარქსის სიტყვებს: ,,მიზანი რომლის მისაღწევად საჭიროა უღირსი საშუალებები, არ არის სწორი მიზანი.’’

 

 

გამოყენებული ლიტერატურის სია

 

1.  П.В. Оржеховский «Самодержавие против революционной России» (1826 – 1880) Москва 1982г. л. 153

2.  П.В. Оржеховский «Самодержавие против революционной России» (1826 – 1880) Москва 1982г. л. 160

3.  П.В. Оржеховский «Самодержавие против революционной России» (1826 – 1880) Москва 1982г. л. 161

4.  П.В. Оржеховский «Самодержавие против революционной России» (1826 – 1880) Москва 1982г. л. 55

5.  «Падение царского режима» Ленинград. Том I  1925г. л. 490

6.  Н.П. Ерошкин «История государственных учреждений дореволюционной России» Москва 1983г. л. 209

7.  «Падение царского режима» Ленинград. Том III  1925г. л. 145

8.  Н.П. Ерошкин «История государственных учреждений дореволюционной России» Москва 1983г. л. 209

9.  საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი, ფონდი 153, აღწერა 2, საქმე 134, ფურცელი 4

10. სცია . 153  აღ. 1.  საქ. 472 ფურც. 5

11. სცია . 153  აღ. 1.  საქ. 1073 ფურც. 5

12. სცია . 83   აღ. 1.  საქ. 166 ფურც. 37

13. სცია . 153  აღ. 2.  საქ. 224 ფურც. 71

14. სცია . 83   აღ. 1.  საქ. 166 ფურც. 45

15. П.В. Оржеховский «Самодержавие против революционной России» (1826 – 1880) Москва 1982г. л. 153 – 154

16. სცია . 153  აღ. 1.  საქ. 134 ფურც. 53

17. А.А. Лопухин «Изь Итоговь  Служебнаго опыта» Москва 1907г. л. 26

18. А.А. Лопухин «Изь Итоговь  Служебнаго опыта» М. 1907г. л. 27

19. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 32 ფურც. 9

20. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 32 ფურც. 82

21. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 104

22. А.А. Лопухин «Изь Итоговь  Служебнаго опыта» М. 1907г. л. 19

23. სცია . 156   აღ. 2.  საქ. 1  ფურც. 102

24. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39 ფურც. 58

25. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39 ფურც. 48

26. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 134 ფურც. 4

27. П.В. Оржеховский «Самодержавие против революционной России» (1826 – 1880) Москва 1982г. л. 158

28. სცია . 156   აღ. 1.  საქ. 3    ფურც. 62

29. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 344 ფურც. 1

30. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 134 ფურც. 11

31. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 134 ფურც. 6

32. სცია . 156   აღ. 2.  საქ. 3    ფურც. 56

33. სცია . 156   აღ. 2.  საქ. 3    ფურც. 75

34. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 3326 ფურც. 1

35. სცია . 156   აღ. 2.  საქ. 1   ფურც. 175

36. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 36

37. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 36

38. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 48

39. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 76

40. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 37

41. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39 ფურც. 35

42. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39 ფურც. 46

43. სცია . 156   აღ. 2.  საქ. 1  ფურც. 127

44. `რევოლუციის მატეანე~ (ჟურნალი) #5 1923. . 90

45. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39  ფურც. 101

46. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39  ფურც. 45

47. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 236 ფურც. 31-35

48. . ნიკოლაძე `მოგონებები~. თბილისი 1984. გვ. 161

49. . მახარაძე `1905 წელი ამიერკავკასიაში~  თბილისი 1926. გვ. 24

50. . გიორგაძე `საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში~ (1864-1905) თბილისი 1928. გვ. 213

51. . მახარაძე `1905 წელი ამიერკავკასიაში~  თბ. 1926. გვ. 53

52. . მახარაძე `1905 წელი ამიერკავკასიაში~  თბ. 1926. გვ. 54

53. . შველიძე `რევოლუციური ორგანიზაცია `თავისუფლების ლიგა~  თბილისი 1969. გვ. 47

54. `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #2 გვ. 96

55. . შველიძე `რევოლუციური ორგანიზაცია `თავისუფლების ლიგა~  თბ. 1969. გვ. 90

56. . გიორგაძე `თვითმპყრობელობა და რევოლუცია~ თბილისი 1929. ტომი I გვ. 101

57. . ბენდიანიშვილი `ეროვნული საკითხი საქართველოში~ (1801-1921) თბ. 1980. გვ. 163

58. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 3202  ფურც. 1

59. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 318  ფურც. 176

60. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 318  ფურც. 72

61. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 318  ფურც. 72

62. «Былое» (журнал посвященный истории освободительного движения) Петроград 1917г. №2 л. 194 

63. А.И. Спиридовичь «Партия Социалистов – революционеров и Ея предшественники» (1886 - 1916) Петроград 1918г. л. 25

64. `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #4-5 გვ. 124

65. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 36

66. «Былое» Петроград 1917г. №2 л. 194 

67. . ჟვანია `ამიერკავკასიის ბოლშევიკური ბეჭდვითი სიტყვა რუსეთის პირველი რევოლუციის წინ და რევოლუციის პერიოდში~ თბ. 1984. გვ. 24

68. `1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში~ (კრებული) თბ. 1955. გვ. 93

69. . ჟორდანია `ჩემი წარსული~ თბ. 1990. გვ. 36

70. «Революционное движение 1860-х годов» (Сборник) Москва 1932г. л. 169-17

71. «Былое» Петроград 1917г. №2 л. 177

72. В.В. Витюк, С.А. Эфиров « «Левый» терроризм на западе: история и современность» М. 1987г. л. 43

73. В.В. Витюк, С.А. Эфиров « «Левый» терроризм на западе: история и современность» М. 1987г. л. 86

74. А.И. Спиридовичь «Партия Социалистов – революционеров и Ея предшественники» (1886 - 1916) П. 1918г. л. 121

75. А.И. Спиридовичь «Партия Социалистов – революционеров и Ея предшественники» (1886 - 1916) П. 1918г. л. 126

76. П.В. Оржеховский «Самодержавие против революционной России» (1826 – 1880)  Москва 1982г. л. 135

77. Б. Николаевский «История одного предателя» Москва 1991г. л. 45

78. Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 45

79. «Былое» Петроград 1917г. №2 л. 195

80. Вл. Бурцев «В погоне за провокаторами» М. 1989г. л. 41

81. Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 45

82. Вл. Бурцев «В погоне за провокаторами» М. 1989г. л. 41

83. Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 46 

84. `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #2 გვ. 218

85. `1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში~ (კრებული) თბილისი 1955. გვ. 182

86. `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #5 გვ. 182

87. . ვართაგავა `მოგონებები~ თბილისი 1962. გვ. 69

88. . ფირცხალავა `მოგონებათა ფურცლები~ თბ. 1988. გვ. 110

89. «Былое» Петроград 1917г. №2 л. 189

90. «Былое» Петроград 1917г. №2 л. 203

91. Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 30

92. `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #4-5 გვ. 124

93. А.И. Спиридовичь «Партия Социалистов – революционеров и Ея предшественники»      (1886 - 1916) П. 1918г. л. 115

94. «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 214

95. «Голос Минувшего» (журнал) М. 1917г. №9-10 л. 252

96. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 65 ფურც. 27

97. სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39 ფურც. 19

98. სცია . 156   აღ. 2.  საქ. 1  ფურც. 164

99. სცია . 156   აღ. 2.  საქ. 1  ფურც. 165

100.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 113

101.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 258

102.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 145

103.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 141

104.          სცია . 156   აღ. 2.  საქ. 1  ფურც. 163

105.          «Голос Минувшего» (журнал) М. 1917г. №9-10 л. 252

106.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 65  ფურც. 19

107.          «Преподование Истории в школе» (журнал) Москва 1966г. №1 статья Н.П. Эрошкина «Россия под Надзором» л. 99

108.          «Падение Царского режима» М. Том III 1925г. л. 154

109.          «Преподавание Истории в школе»  М. 1966г. л. 92

110.          Д.И. Шинджикашвили  «Сыскная полиция в царской России в перед Империализма» Омск  1973г. л. 34

111.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37    ფურც. 477

112.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 1092  ფურც. 182-185

113.          «Падение Царского режима» М. Том III 1925г. л. 271

114.          Д.И. Шинджикашвили  «Сыскная полиция в царской России в перед Империализма» Омск  1973г. л. 49

115.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #4-5 გვ. 189

116.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 281-282

117.          «Былое» Петроград 1917г. №2 л. 257

118.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» Москва 1991г. л. 281

119.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 15

120.          П. Павлов «Агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 35

121.          Вл. Бурцев «В погоне за провокаторами» М. 1989г. л. 86

122.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 271

123.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 281-290

124.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 144

125.          «Падение Царского режима» Л. Том I  л. XV

126.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 285

127.          «Былое» Петроград 1917г. №2 л. 258-259

128.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 286

129.          სცია . 95   აღ. 1.  საქ. 92 ფურც. 16

130.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 169

131.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 297

132.          П. Павлов «Агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 18

133.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 1092 ფურც. 182-185

134.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 283

135.          П. Павлов «Агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 18

136.          П. Павлов «агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 10

137.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 285

138.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 285

139.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 285

140.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 18 ფურც. 97

141.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 65 ფურც. 75

142.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 286

143.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 65 ფურც. 75

144.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 19 ფურც. 1

145.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 1   ფურც. 13

146.          «Былое» Петроград 1917г. №3 л. 197

147.          П. Курлов «Конец Русского Царизма» Москва 1923г. л. 123

148.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 278

149.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 13 ფურც. 1

150.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 19 ფურც. 1-16

151.          `დაბრუნება~ (რევაზ გაბაშვილი, ვალოდია გოგუაძე - მოგონებები) თბილისი 1992. გვ. 405

152.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 17 ფურც. 142

153.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 65 ფურც. 78

154.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1922. #2  გვ. 233

155.          «Былое» Петроград 1917г. №2 л. 234

156.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 302

157.          П. Павлов «Агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 6

158.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 1  ფურც. 82

159.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 266

160.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65  ფურც. 77

161.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 271

162.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 330

163.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 6

164.          სცია . 153     აღ. 1.  საქ.     ფურც. 3427

165.          სცია . 95      აღ. 1.  საქ. 73  ფურც. 17

166.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 7   ფურც. 95

167.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 73  ფურც. 17

168.          «Былое» Петроград 1917г. №2 л. 246

169.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 66  ფურც. 12

170.          Д.И. Шинджикашвили  «Сыскная полиция в царской России в перед Империализма» Омск  1973г. л. 44

171.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 66  ფურც. 117-118

172.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 139

173.          სცია . 94       აღ. 1.  საქ. 1   ფურც. 176

174.          «Былое» Петроград 1917г. №3 л. 111-112

175.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 7   ფურც. 26

176.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 33   ფურც. 98

177.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 19   ფურც. 7

178.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 287

179.          Вл. Бурцев «В погоне за провокаторами» М. 1989г. л. 160

180.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4-5  გვ. 200

181.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 18   ფურც. 1-10

182.          სცია . 156     აღ. 1.  საქ. 65   ფურც. 96

183.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 282

184.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #3  გვ. 131

185.          П. Павлов «Агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 7

186.          სცია . 156     აღ. 2.  საქ. 1   ფურც. 166

187.          П. Павлов «Агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 11

188.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #4-5  გვ. 65

189.          სცია . 95   აღ. 1.  საქ. 19   ფურც. 16

190.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 284

191.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 263

192.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 278

193.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 154

194.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 17   ფურც. 1-3

195.          «Былое» Петроград 1917г. №2 л. 239

196.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 17   ფურც. 149

197.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 17   ფურც. 221

198.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 17   ფურც. 217

199.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #4-5  გვ. 122

200.          «Былое» Петроград 1917г. №2 л. 232

201.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 66   ფურც. 65

202.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #4-5  გვ. 191

203.          «Былое» Петроград 1917г.  №2  л. 252

204.          სცია . 153      აღ. 1.  საქ. 37   ფურც. 85

205.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 11

206.          «Былое» Петроград 1917г.  №2  л. 124

207.          Д.И. Шинджикашвили  «Сыскная полиция в царской России в перед Империализма» Омск  1973г. л. 33

208.          სცია . 156      აღ. 2.  საქ. 1   ფურც. 163

209.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 44-45

210.          სცია . 153      აღ. 1.  საქ. 65   ფურც. 2

211.          სცია . 156      აღ. 1.  საქ. 65   ფურც. 26

212.          სცია . 153      აღ. 1.  საქ. 65   ფურც. 28

213.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 60

214.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 60-61

215.          სცია . 156      აღ. 2.  საქ. 65   ფურც. 26

216.          სცია . 95        აღ. 1.  საქ. 78   ფურც. 1

217.          სცია . 95        აღ. 1.  საქ. 16   ფურც. 25

218.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 253

219.          სცია . 95         აღ. 1.  საქ. 78     ფურც. 1

220.          სცია . 153       აღ. 1.  საქ. 109   ფურც. 183

221.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 55

222.          `საქართველოს რესპუბლიკა~ (გაზეთი) 2001 წლის 8 ივლისი #166-167

223.          სცია . 153       აღ. 1.  საქ. 65   ფურც. 28

224.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 263

225.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 76

226.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 263

227.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 258

228.          სცია . 156     აღ. 1.  საქ. 5       ფურც. 7

229.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 69

230.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 16

231.          სცია . 94       აღ. 1.  საქ. 110   ფურც. 1

232.          სცია . 94       აღ. 1.  საქ. 110   ფურც. 22

233.          სცია . 94       აღ. 1.  საქ. 110   ფურც. 49

234.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 77

235.          Д.И. Шинджикашвили  «Сыскная полиция в царской России в перед Империализма» Омск  1973г. л. 33

236.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 27

237.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 75

238.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 75

239.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 55

240.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 49

241.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 259

242.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 179

243.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 16

244.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 261

245.          სცია . 13     აღ. 27. საქ. 65   ფურც. 50

246.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 9     ფურც. 337

247.          სცია . 95     აღ. 9.  საქ. 9     ფურც. 221

248.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37   ფურც. 36

249.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 38   ფურც. 6-23

250.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 5     ფურც. 28

251.          სცია . 156   აღ. 2.  საქ. 3     ფურც. 56

252.          П. Павлов «Агенты, Жандармы, Палачи» Петроград 1922г. л. 17

253.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 283 

254.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #3 გვ. 352

255.          . ხუციშვილი `1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში~ თბილისი 1955. გვ. 263

256.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37     ფურც. 80

257.          «Былое» Петроград 1917г.  №2  л. 210

258.          სცია . 94   აღ. 1.  საქ. 14     ფურც. 30-36

259.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 51-52

260.          «Преподавание Истории в школе»  М. 1966г. л. 95

261.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 223

262.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 301

263.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 29

264.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 3216   ფურც. 8

265.          «Падение Царского режима» Л. 1925г. л. 158

266.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37     ფურც. 363

267.          . რადო `დორას ფსევდონიმით~ (საბჭოთა მზვერავის მოგონებები) ბათუმი 1978. გვ. 191

268.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 2       ფურც. 67

269.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37     ფურც. 369

270.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 13     ფურც. 125-130

271.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 13     ფურც. 131

272.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 37    ფურც. 93

273.          სცია . 156   აღ. 2.  საქ. 2      ფურც. 259

274.          სცია . 156   აღ. 1.  საქ. 1      ფურც. 185

275.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 259

276.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ. 65

277.          Д.И. Шинджикашвили  «Сыскная полиция в царской России в перед Империализма» Омск  1973г. л. 30

278.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 267

279.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 885      ფურც. 75

280.          Д.И. Шинджикашвили  «Сыскная полиция в царской России в перед Империализма» Омск  1973г. л. 31

281.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 268

282.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37      ფურც. 372

283.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 6        ფურც. 8

284.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 42      ფურც. 306

285.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37      ფურც. 379

286.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 3267   ფურც. 1   

287.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 3267   ფურც. 101

288.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 274

289.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 276

290.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 9       ფურც. 81

291.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37     ფურც. 100

292.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 1092  ფურც. 184

293.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37     ფურც. 181

294.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37     ფურც. 113-114

295.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 77

296.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 38     ფურც. 49

297.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 236   ფურც. 31

298.          А.А. Лопухин «Изь Итоговь  Служебнаго опыта» М. 1907г. л. 38

299.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 195

300.          სცია . 83     აღ. 1.  საქ. 5       ფურც. 20

301.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 626   ფურც. 273

302.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 1       ფურც. 184

303.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 4        ფურც. 10

304.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 3216  ფურც. 4

305.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 37     ფურც. 638

306.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 31     ფურც. 1

307.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 114   ფურც. 6

308.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 5       ფურც. 2

309.          სცია . 156   აღ. 1.  საქ. 1       ფურც. 258

310.          სცია . 83     აღ. 1.  საქ. 31     ფურც. 42

311.          სცია . 83     აღ. 1.  საქ. 114   ფურც. 56

312.          სცია . 83     აღ. 1.  საქ. 114   ფურც. 40

313.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 1       ფურც. 111

314.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 6       ფურც. 31

315.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 65     ფურც. 19

316.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39     ფურც. 48

317.          სცია . 156   აღ. 1.  საქ. 2       ფურც. 17

318.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39     ფურც. 58

319.          სცია . 156   აღ. 1.  საქ. 2     ფურც. 17

320.          სცია . 13     აღ. 27. საქ. 47   ფურც. 16

321.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 36   ფურც. 41

322.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 39   ფურც. 49

323.          Н.П. Ерошкин «История государственных учреждений дореволюционной России» Москва 1983г. л. 239

324.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 38   ფურც. 10

325.          სცია . 84     აღ. 1.  საქ. 5     ფურც. 5

326.          სცია . 153   აღ. 1.  საქ. 38   ფურც. 10

327.          А.А. Лопухин «Изь Итоговь  Служебнаго опыта» М. 1907г. л. 22

328.          Н.П. Ерошкин «История государственных учреждений дореволюционной России» Москва 1983г. л. 239

329.          სცია . 153   აღ. 1.    საქ. 38     ფურც. 32

330.          სცია . 83     აღ. 1.    საქ. 5         ფურც. 5

331.          სცია . 153   აღ. 1.    საქ. 39       ფურც. 82

332.          სცია . 13     აღ. 27.  საქ. 59       ფურც. 36

333.          სცია . 153   აღ. 1.    საქ. 1092   ფურც. 286

334.          სცია . 153   აღ. 1.    საქ. 1092   ფურც. 272

335.          სცია . 153   აღ. 1.    საქ. 1092   ფურც. 282

336.          სცია . 153   აღ. 1.    საქ. 1092   ფურც. 262

337.          П. Курлов «Конец Русского Царизма» М. 1923г. л. 111

338.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 373

339.          «Былое» Петроград 1917г.  №2  л. 133

340.          «Падение Царского режима» Л. Том I 1925г. л. 359

341.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #1 გვ. 214

342.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 372

343.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 14

344.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 227

345.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 61

346.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 46

347.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #4-5 გვ. 105

348.          «Былое» Петроград 1917г.  №2  л. 100

349.          . მახარაძე `1905 წელი ამიერკავკასიაში~  თბ. 1926. გვ. 326

350.          «Знание Сила» (журнал) М. 1990г. л. 8  

351.          . ჟორდანია `ჩემი წარსული~ თბ. 1990. გვ. 49

352.          სცია . 94     აღ. 2.   საქ. 2             ფურც. 143

353.          სცია . 94     აღ. 1.   საქ. 5             ფურც. 10

354.          სცია . 13     აღ. 27.  საქ. 5113       ფურც. 8

355.          სცია . 13     აღ. 27.  საქ. 5281       ფურც. 4

356.          А. И. Спиридович «Партия Социалистов-Революционеров и Ея Предшественники» (1886-1916) П. 1916г. л. 298

357.          . ჟორდანია `ჩემი წარსული~ თბ. 1990. გვ. 55

358.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ. 56

359.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ. 59

360.          . ჟორდანია `ჩემი წარსული~ თბ. 1990. გვ. 55

361.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ. 57

362.          . ჟორდანია `ჩემი წარსული~ თბ. 1990. გვ. 56

363.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ. 56

364.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ. 61

365.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ. 62

366.          სცია . 153   აღ. 1.    საქ. 98   ფურც. 44

367.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 147

368.          სცია . 95     აღ. 1.    საქ. 73   ფურც. 10

369.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 148

370.          სცია . 13     აღ. 27.  საქ. 5113 ფურც. 2

371.          . მახარაძე `1905 წელი ამიერკავკასიაში~  თბ. 1926. გვ. 324

372.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 282

373.          М. А. Смирнов «О Вячеславе Менжицком» (Воспоминание, очерки, статьи) Москва 1985г. л. 25

374.          В. И. Ленин. Полн. собр. соч. Том VI  с. 112

375.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #5 გვ. 182

376.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #1 გვ. 321

377.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 9 ფურც. 342

378.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 71

379.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 9 ფურც. 5

380.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 93

381.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 92

382.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 78

383.          «Былое» Петроград 1917г.  №3  л. 116

384.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 176 

385.          Вл. Бурцев «В погоне за провокаторами» М. 1989г. л. 135

386.          А. И. Спиридович «Партия Социалистов-Революционеров и Ея Предшественники» (1886-1916) П. 1918г. л. 296

387.          «В. И. Ленин о революции 1905 – 1907гг.» (Сборник) Москва 1984г. л. 251

388.          «В. И. Ленин о революции 1905 – 1907гг.» (Сборник) Москва 1984г. л. 252

389.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923. #4 გვ.  59, `სახალხო განათლება~ 07.06.1990. . გოგუაძე, `საიდუმლო სერობა სოფელ ბახვში `თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის მოსაკვდინებლად~

390.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 33 ფურც. 79

391.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 2  ფურც. 122

392.          სცია . 94     აღ. 1.  საქ. 70 ფურც. 2

393.          `სახალხო განათლება~ 04.10.1990. . ბადრიძე, `წიწამურის ტრაგედიის გამოცანები~

394.          . გუგუშვილი `ილია ჭავჭავაძის მკვლელობა~ თბ. 1938. გვ. 27

395.          სცია . 116     აღ. 1.  საქ. 1042 ფურც. 148

396.          «В. И. Ленин о революции 1905 – 1907гг.»  Москва 1984г. л. 253

397.          . ხიზანაშვილი `რჩეული იურიდიული ნაწერები~ (კრებული) თბილისი 1981. გვ. 618

398.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 994 ფურც. 253

399.          სცია . 94       აღ. 1.  საქ. 70   ფურც. 2

400.          . ჟვანია `ამიერკავკასიის ბოლშევიკური ბეჭდვითი სიტყვა რუსეთის პირველი რევოლუციის წინ და რევოლუციის პერიოდში~ თბ. 1984. გვ. 151

401.          «В. И. Ленин о революции 1905 – 1907гг.»  Москва 1984г. л. 251

402.          . შველიძე `ფედერალისტები~ თბ. 1993. გვ. 158

403.          А. И. Спиридович «Партия Социалистов-Революционеров и Ея Предшественники» (1886-1916) П. 1918г. л. 121

404.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 22 ფურც. 16

405.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 27 ფურც. 47

406.          სცია . 95     აღ. 1.  საქ. 27 ფურც. 47

407.          Вл. Бурцев «В погоне за провокаторами» М. 1989г. л. 146

408.          სცია . 151     აღ. 1.  საქ. 5 ფურც. 20

409.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 38

410.          Б. Николаевский «История одного предателя» М. 1991г. л. 279

411.          А. И. Спиридович «Партия Социалистов-Революционеров и Ея Предшественники» (1886-1916) П. 1918г. л. 313

412.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 324

413.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 9  ფურც. 289

414.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 336

415.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 285

416.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 286

417.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 287

418.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 98 ფურც. 44

419.          П. Курлов «Конец Русского Царизма» М. 1923г. л. 5

420.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 477

421.          `რევოლუციის მატეანე~ თბ. 1924. #1 გვ. 233

422.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 478

423.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 286 

424.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 37 ფურც. 468

425.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 276

426.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 286

427.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 287

428.          სცია . 95       აღ. 1.  საქ. 66  ფურც. 16

429.          სცია . 94       აღ. 1.  საქ. 70   ფურც. 140

430.          სცია . 153     აღ. 1.  საქ. 1592  ფურც. 7

431.          «Падение Царского режима» Л. Том III 1925г. л. 3

432.          `დაბრუნება~ (რევაზ გაბაშვილი, ვალოდია გოგუაძე - მოგონებები) თბილისი 1992. გვ. 74

433.          `დაბრუნება~ (რევაზ გაბაშვილი, ვალოდია გოგუაძე - მოგონებები) თბილისი 1992. გვ. 77

434.          В. Жухрай «Тайны Царской Охранки: авантюристы и провокаторы» М. 1991г. л. 152

435.          «Голос Минувшего»  М. 1917г. №9-10 л. 306

 

No comments:

Post a Comment